მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
სტუდენტური ნიუს
2009-03-04
ქართულ-უკრაინული საერთაშორისო უნივერსიტეტი იბერია ბევრ სიახლეს გეგმავს
დავით გურამიშვილის სახელობის ქართულ-უკრაინულ საერთაშორისო უნივერსიტეტ იბერია-ში ბევრი სიახლეა. სულ მალე, საქართველოში ამ უმაღლესი სასწავლებლის ბაზაზე გაიხსნება პეტრე მოგილის სახელობის შავი ზღვის უნივერსიტეტის თბილისის ინსტიტუტი. მანამდე კი უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესის ჩამოყალიბებაში. ბოლონიის პროცესის შესაბამისად, უნივერსიტეტში გატარდა მთელი რიგი რეფორმები. მოხდა კომპიუტერიზაცია, ბიბლიოთეკაში ახალი სახელმძღვანელოების შეტანა, აუდიტორიების მოწესრიგება და პროფესურის შემადგენლობის განსაზღვრა.

Uუნივერსიტეტის ხელმძღვანელობა რამდენიმე ახალი ინიციატივის განხორციელებასაც აპირებს. უფრო ვრცლად, ქართულ-უკრაინული საერთაშორისო უნივერსიტეტი იბერიის რექტორი, პროფესორი დავით ჩიტაია გვესაუბრება.B

დავით ჩიტაია დაიბადა 1961 წელს. დაამთავრა ქ.სოხუმის მე-16 საშუალო სკოლა. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი გამოშვებაა - ისტორიკოსი, მეორე სპეციალობა იურისტი.

1984 წლიდან დღემდე მუშაობს სოხუმის უნივერსიტეტში, სადაც ისტორიის მიმართულების ასოც-პროფესორია. მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობაზე, თსუ ქვემო ქართლის ფილიალში საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ, საქართველოს შსს პოლიციის აკადემიაში კითხულობდა ლექციებს საქართველოს ისტორიაში.

2002 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიტოლოგიისა და სახელმწიფო სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტია.

2002 წლიდან ა/რ მეცნირებათა აკადემიის სეპარატიზმისა და კონფლიქტების შემსწავლელი სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი.

2006-2008 წწ. სოხუმის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.

2008 წლიდან იმავე უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.

2008 წლის აპრილიდან დავით გურამიშვილის სახელობის ქართულ-უკრაინული საერთაშორისო უნივერსიტეტ იბერია-ს რექტორი.

სამეცნიერო ჟურნალ მოამბის მთავრი რედაქტორი და სხვადასხვა სამეცნიერო რედკოლეგიის წევრი. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულება არის საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია. სახელდობრ, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები.

გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სტატია, თეზისები, პუბლიკაციები ქართლ, რუსულ, ჩეხურ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე; 5 მონოგრაფია. როგორც სამაგისტრო ნაშრომების მეცნიერ ხელმძღვანელი, ასევე არის საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების რეცენზენტი. მონაწილეობა მიღებული აქვს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე (მათ შორის - უკრაინაში, იტალიაში, ინგლისში), სადაც იხილებოდა აფხაზეთის სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი მოწყობის საკითხები.

- ბატონო დავით, როდის დაარსდა თქვენი უმაღლესი სასწავლებელი და განვითარების რა გზა განვლო?

- შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი უნივერსიტეტი იბერია, ერთ-ერთი საინტერესო უნივერსიტეტი იყო თავისი სასწავლო-სამეცნიერო და სამეცნიერო-შემოქმედებითი ცხოვრებითა და ტრადიციით. ფაქტიურად, უნივერსიტეტის დაარსებიდან 18 წელი უკვე გავიდა. ამ ხნის მანძილზე დაახლოებით 1500 სტუდენტის გამოშვება მოხდა. კურსდამთავრებულთა შორის ბევრი ხარისხდაცული არის - მეცნიერებათა კანდიდატები, დოცენტები, ასისტენტ პროფესორები. ჩვენი ყოფილი სტუდენტები წარმატებით მუშაობენ, როგორც კერძო, ასევე საჯარო სამსახურებში. მაგალითად, ასოცირებული პროფესორი ზაზა ქაჩიბაია, რომელსაც ხარისხი დაცული აქვს კონსტიტუციური სამართლის დარგში, მუშაობს გენერალურ პროკურატურაში. საკმაოდ დიდი ტრადიცია გვაქვს. მუდმივად იმართებოდა სამეცნიერო კონფერენციები, ქვეყნდებოდა სამეცნიერო შრომები... იბერია ცნობილი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.

მოგეხსენებათ, ბოლონიის პროცესში საქართველოს გაწევრიანების შემდეგ, მთელი რიგი სიახლეები დადგა ყველა უნივერსიტეტის წინაშე. ამიტომ, 2008 წელს, მოხდა უნივერსიტეტისთვის სახელის შეცვლა. ჩვენი უმაღლესი სასწავლებელი შეიქმნა სწორედ დამოუკიდებელი უნივერსიტეტი იბერიის ბაზაზე. ამჟამად, მას ჰქვია ქართულ-უკრაინული საერთაშორისო უნივერსიტეტი იბერია, რომელიც დავით გურამიშვილის სახელს ატარებს. თუმცა, ამას არ გამოუწვევია იმ ტრადიციების და ღირებულებების შეცვლა, რაც იბერიას მანამდე გააჩნდა.

ჩვენი უნივერსიტეტი არის სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც, დღეს, აქტიურად ემზადება აკრედიტაციის გასავლელად. გარკვეული სამუშაოები უკვე ჩატარდა - მოხდა კომპიუტერიზაცია, ბიბლიოთეკაში ახალი წიგნებისა და სახელმძღვანელოების შეტანა, მოწესრიგდა აუდიტორიები და, რაც მთავარია, მოხდა პროფესურის შემადგენლობის განსაზღვრა. ჩვენთან ლექციებს კითხულობენ, მაგალითად, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტის, სამართლის ინსტიტუტისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტიდან მოწვეული პროფესორები. კერძოდ, ალექსანდრე ჩიკვაიძე, ნოდარ ტაბიძე, ლია სვანიძე, მიხეილ მამნიაშვილი, ზაზა ქაჩიბაია და ა.შ. ჩვენს უნივერსიტეტში არის მეცნიერების საკმაოდ ფართო სპექტრი.

ჩვენი მთავარი სიმდიდრეა ის ინტელექტუალური პოტენციალი, რომლის მატარებელიცაა ჩვენი უმაღლეს სასწავლებელი.

უნდა აღვნიშნო, რომ შარშან, 2008 წელს, ჩავატარეთ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. წელს, ვატარებთ საერთაშორისო კონფერენციას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის, აზერბაიჯანისა და იტალიის სამეცნიერო წრის წარმომადგენლები. კონფერენცია მიეძღვნება სეპარატიზმისა და ეთნოკონფლიქტების პრობლემას.

- ბატონო დავით, თქვენს უმაღლესს სასწავლებელს ახლა უკვე ქართულ-უკრაინული საერთაშორისო უნივერსიტეტი ჰქვია. იქნებ გვესაუბროთ, რა კავშირები გაქვთ უკრაინასთან?

- ჩვენმა უნივერსიტეტმა ორი წლის წინ გააფორმა ხელშეკრულება უკრაინაში მოქმედ აკრედიტებულ სახელმწიფო უნივერსიტეტთან. კერძოდ, პეტრე მოგილის სახელობის ნიკოლაევის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტთან.

პეტრე მოგილის სახელობის ნიკოლაევის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტი ერთ-ერთი უმსხვილესი უმაღლესი სასწავლებელია. იგი ფლობს როგორც უკრაინულ, ასევე საერთაშორისო და ევროპულ აკრედიტაციას. რეიტინგით ერთ-ერთი მოწინავეა უკრაინის უმაღლესს სასწავლებელთა შორის. Mმას სულ ორი თვეა, რაც სახელი გადაერქვა და ეწოდა პეტრე მოგილის სახელობის შავი ზღვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს, როგორც სტუდენტური გაცვლით პროგრამას, ასევე ორი დიპლომის პროგრამას. გათვალისწინებული გვაქვს ამ უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო პროგრამები მაქსიმალურად დაუახლოვდეს ერთმანეთს. რა თქმა უნდა, რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით. უნდა აღვნიშნო, რომ ყველა სპეციალობაზე ისწავლება უკრაინული ენა და უკრაინის ისტორია. სხვათა შორის, ჩვენმა უნივერსიტეტმა პირველმა გამოსცა უკრაინის ისტორია ქართულ ენაზე. ასევე გამოსაცემად მზადდება უკრაინის მართმადიდებლური ისტორია.

პროექტის ფარგლებში სტუდენტები ხშირად უკრაინაში აგრძელებენ სწავლას.

- ბატონო დავით, თქვენი მოსაზრება მაინტერესებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით. როგორ შეაფასებდით, რა აქვს დადებითი და რა უარყოფითი?

- დადებითია ის, რომ თვითონ რეფორმა დაიწყო. ეს აუცილებელი იყო. თუ პოლიტიკურად ევროპის გზით მივდივართ, ბუნებრივია იმ სივრცეშიც უნდა ვიყოთ, რაშიც ევროპა იმყოფება. ბოლონიის პროცესთან საქართველოს მიერთება წინგადადგმული ნაბიჯი იყო. მე თვითონ ორჯერ გახლდით იტალიაში, ფლორენციის უნივერსიტეტში, მონაწილეობა მივიღე სამეცნიერო კონფერენციაზე და უბრალოდ ჩახედული ვარ თუ რას ნიშნავს ბოლონიის პროცესი.

-ბატონო დავით, თქვენს უნივერსიტეტში დანერგილ სწავლის მეთოდებზე გვესაუბრეთ?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სასწავლებელი არის ლიცენზირებული, სწავლა არის საკმაოდ მაღალ დონეზე.

ჩვენი უნივერსიტეტი ერთ-ერთი იმ უმაღლეს სასწავლებელთა რანგში შედის, სადაც სასწავლო პროგრამები ევროპულ (პირველ რიგში უკრაინის) საგანმანათლებლო პროგრამების გათვალისწინებით არის შედგენილი. უნივერსიტეტში სწავლა ძირითადად ორ საფეხურიანია (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა). გვაქვს თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამები სამართლის, ბიზნესი და მართვის, საერთაშორისო ურთიერთობების, სახელმწიფო მოხელის მიმართულებით. ჩვენი სტუდენტები არინ როგორც ისინი, ვინც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, ასევე ჩვენს მიერ კონკურსის წესით შერჩეული აბიტურიენტები. აკადემიური პერსონალი საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო კანონმდებლობის სრული დაცვით არის შერჩეული.

- ხდება თუ თქვენს უნივერსიტეტში თეორიულ ცოდნასთან ერთად, სტუდენტების პრაქტიკით უზრუნველყოფა?

- ჩვენთან ფუნქციონირებს სტაჟირებისა და დასაქმების ცენტრი, რომელიც სტუდენტებს აგზავნის სტაჟირებაზე სხვადასხვა ორგანიზაციებში. Bბოლო პერიოდში სტაჟირების სისტემა არ არის გათვალისწინებული სასწავლო პროგრამებში. რადგან, ბოლონიის პროცესი ამას არ ითვალისწინებს. ამიტომ, გაგვაქვს ეს სასწავლო პროცესიდან და პარალელურ რეჟიმში გავაკეთეთ ცენტრი. ჩვენი სურვილია, რომ სტუდენტს მივცეთ პრაქტიკული გამოცდილების შესაძლებლობა, რათა უკეთ განიმტკიცოს თეორიული ცოდნა.

ვცდილობთ დავნერგოთ სიახლეები. მომავალი წლიდან გვსურს რუსული სექტორის გახსნა - აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტებისათვის. Aასევე იგეგმება ეკონომიკისა და ბიზნესის სპეციალობებზე ინგლისურენოვანი სექტორის გახსნა. ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ წმინდა ინგლისური პროგრამა.

სამწუხაროდ, რუსულენოვან აბიტურიენტებს უჭირთ ეროვნული გამოცდების ჩაბარება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ დონემდე ამაღლდა ქართულის სწავლება, ისინი მაინც ვერ ახერხებენ ენის იმ დონემდე შესწავლას (მე თბილისი არ მაქვს მხედველობაში), რომ გამოცდები ჩააბარონ. რადგან, ეთნიკურად დასახლებულ პუნქტებში, მათ ქართული პრაქტიკულად არ ესმით. ის რაც სკოლაში ისწავლება, საკმარისი ნამდვილად არ არის. რუსული სექტორის გახსნა სწორედ ამ კონტიგენტისათვის არის გათვალისწინებული.

- როგორია თქვენი სტუდენტების დასაქმების ტენდენცია?

- ახლახან, თიბისი ბანკის მიერ გამოცხადებულ კონკურში მეოთხე კურსელებმა მიიღეს მონაწილეობა და 2 სტუდენტმა წარმატებით შეძლო კონკურსის გავლა და დასაქმდა. ჩვენი სტუდენტები სახალხო ბანკშიც მუშაობენ. Aასევე, ახლახან, კერძო სკოლამ, ჩვენი სტუდენტი ინგლისური ენის მასწავლებლად აიყვანა. ეს მცირე ჩამონათვალია. მეოთხე კურსზე პრაქტიკულად ყველა სტუდენტი დასაქმებულია. ეს უკვე კარგის ნიშანია.

- ხომ არ გეგმავთ სხვა უნივერსიტეტებთან კონტაქტების დამყარებას?

-უნივერსიტეტს უკრაინის გარდა, კავშირები აქვს აზერბაიჯანთან, იტალიასთან - ფლორენციის უნივერსიტეტთან. პირადად მე ვიმყოფებოდი და გავაფორმეთ ხელშეკრულება. ჩვენი სტუდენტები უკვე იქ სწავლობენ. წელს, ალბათ აპრილის თვეში, იტალიის დელეგაცია გვესტუმრება და თვითონვე შეარჩევენ სტუდენტებს და წაიყვანენ.

როდესაც ვიყავი რომის უნივერსიტეტში, მე წამოვაყენე წინადადება, რომ ჩემი უნივერსიტეტის დაფინანსებით, მოიძებნოს ერთი იტალიელი სტუდენტი, რომელიც დაინტერესდება კავკასიითDდა შეიწავლის ქართულ ენას. ცოტა პრაგმატულად მოაზროვნე ხალხია და მაშინვე მკითხეს - სად დასაქმდებოდა სტუდენტი სწავლის დამთავრების შემდეგ. ამიტომ, გავაკეთეთ ასეთი პროფილი - ქართული ენის მცოდნე, პლუს კავკასიის რეგიონისა და პოლიტიკის მცოდნე. მათ ვუთხარი, - თქვენ, იტალიელები, ინფორმაციას ღებულობთ რუსეთის საშუალებით, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ცალმხრივია. Aამიტომ, თუ გეყოლებოდათ იტალიელი ქართული ენის მცოდე, რომელიც პარალელურად იქნება პოლიტოლოგი ანუ ექსპერტი კავკასიის საკითხებში, პირველ წყაროდან გექნებათ ინფორმაცია. თუ ის საქართველოში ჩამოვიდოდა ხელს შევუწყობდით გადასულიყო სომხეთში და აზერბაიჯანში და რამდენიმე თვით ეცხოვრა. იტალიის დიპლომატიაში მას თავისი ადგილი აუცილებლად მოეძებნებოდა. ძალიან მოიწონეს ეს წინადადება. მე ნამდვილად ვიამაყებ თუ ეს განვახორციელეთ. იტალიელი ლუიჯი მარგაროტი არის ცნობილი ქართველოლოგი.Bბრწყინვალედ საუბრობს ქართულად. თუმცა უკვე ასაკშია. მე იქ განვაცხადე, მინდა ლუიჯი მარგაროტს ჰყავდეს ახალი იტალიელი შემცვლელი. ამ სიტყვებს დიდი ოვაციებით შეხვდნენ. ახლახან,P პერუჯის უნივერსიტეტიდან შეგვეხმიანნენ და გვითხრეს თქვენი წინადადება კვლავ გვახსოვს. სამწუხაროდ, ახალგაზრდებმა კარგად არ იციან, სად არის საქართველო. Mმათ ჰგონიათ, რომ აქ ტერორიზმისა და სეპარატიზმის ბუდეა. მე მათ შევთავაზე, ჩამოიყვანონ სტუდენტი ქვეყნის გასაცნობად, იცხოვროს 10 დღე. Nნახოს ქართული გარემო და თუ ფსიქოლოგიურად ვერ შეეწყობა დაბრუნდეს უკან.

ასევე ჩვენ გვინდა, თუ საკუთარი სახსრებით შევძელით, გავაკეთოთ პატარა ზღვისპირა სტუდენტური სოფელი. Uუკრაინელები მზად არიან, მათი დაფინანსებით, ზაფხულობით გამოგზავნონ 200-მდე სტუდენტი. მათი თხოვნაა, რომ აქ დახვდეთ პირობები. იქნება გაწერილი პროგრამა. მაგალითად, ქართული ენის კვირეული, უკრაინული ენის კვირეული, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. საზრიანთა კლუბი და აშ. Uუკრაინას არ სურს ერთჯერადად. მათი სურვილია მუდმივად ჰქონდეთ კონტაქტი საქართველოსთან. მოკლედ, სურვილია რომ იყოს ზღვისპირას სტუდენტური სოფელი, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ. თუ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, უკრაინელებს სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან და გახდება საერთაშორისო ცენტრი. ვეძებთ სპონსორს.

ნატო ჭითანავა



კალენდარი
აგვისტო  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი