მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
სტუდენტური ნიუს
2009-03-04
რა გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე ინფორმაციული გადატვირთვა?

ფაქტია, რომ საქართველოში სხვადასხვა სახის ნერვიული აშლილობები ტოტალურ პრობლემად იქცა. ახალგაზრდა ხშირად ვარდება დეპრესიულ მდგომარეობაში, რომელსაც წინ უძღვის ობიექტური პირობები. არ არის გამორიცხული, რომ სტრესულ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდამ მიმართოს დროებით გამაბრუებელ სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებს, მაგალითად, ალკოჰოლს. შემდგომ ეს ტრანსფორმირდეს და შედეგად მივიღოთ ინდივიდის დამოკიდებულება ამ ნივთიერებებზე. Gგარდა ამისა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ავადმყოფობის 45% დაკავშირებულია სხვადასხვა სახის სტრესებთან, და ზოგიერთი სპეციალისტი კი ვარაუდობს კიდეც, რომ ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია.

იმისათვის, რომ მეტნაკლებად აგვეხსნა საქართველოში მოსახლეობის, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის და გაგვერკვია, თუ რა უდევს საფუძვლად ამა თუ იმ ნერვულ აშლილობას და როგორ შეიძლება მათი მკურნალობა, მივმართეთ ამ საკითხებში კომპეტენტურ ადამიანს დავით ითონიშვილს.

- ბატონო დავით, მოდი, პირველ რიგში, ვისაუბროთ შენს სტატუსზე, გამოცდილებასა და პრაქტიკაზე, სად მოღვაწეობ?

- დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატური მედიცინის ფაკულტეტი. ფსიქოთერაპიის მიმართულებით გავიარე სამწლიანი რეზიდენტურა და შემდეგ გადამზადების მოკლე კურსი ზოგად თერაპიაში. მაქვს 2 ლიცენზია: ექიმი ფსიქოთერაპევტის და თერაპევტის. ვმუშაობ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რესპუბლიკლიკურ საავადმყოფოში შინაგანი სხეულებების კათედრაზე, ვეწევი პედაგოგიურ მუშაობას, მყავს სტუდენტები და ვმუშაობ აგრეთვე რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობაში ემერჯენსის ბაზაზე არსებულ ამბულატორიის ფსიქოთერაპიულ სამსახურში.

- რა ასაკის ადამიანები მოგმართავენ, არსებობს თუ არა მათ შორის გარკვეული სახის ასაკობრივი ზღვარი?

- ფსიქიკური აშლილობების სფეროში ასაკობრივი ზღვარი ცოტა რთული გასავლელია, მაგრამ

ყველაზე ტრავმატული, კონფლიქტებით მდიდარი ასაკი არის პრეპებერტული ასაკი ანუ მომწიფებამდე ასაკი. შემდგომ - ე.წ. თინეიჯერობის ასაკი და არის გარდატეხის ასაკი ანუ კლიმაქტერული და პრეკლიმაქტერული ასაკი. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ხშირად მომმართავენ ახალგაზრდები.

- ზოგადად, შენს პაციენტებს რა ტიპის ნერვული აშლილობა აწუხებთ და რა სიმპტომებით მოგმართავენ?

-Uუმრავლესობა, ეს არის შერეული შფოთვით - დეპრესიული სინდრომები. არიან სპეციალისტები, რომლებიც შფოთვას დეპრესიის აუცილებელ თანმდევად მიიჩნევენ და შფოთვას დეპრესიის ერთ-ერთ ნიღბად განიხილავენ. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ორი დამოუკიდებელი დაავადებაა და ალბათ, მე უფრო ამ მოსაზრებას მივემხრობი, რადგან გენეტიკური კვლევებიც მიუთითებენ არაჰეტეროგენურობაზე ამ ორ დაავადებას შორის. ეს ორი აშლილობა არის მაინც კომორბიდული - როდესაც ორი ან რამდენიმე დაავადება რაღაცა მექანიზმებით დიდი სიხშირით ერთდროულად აღმოცენდება. საბოლოო ჯამში, ხშირად პაციენტები მომმართავენ შფოთვით - დეპრესიული სინდრომებით, სადაც ერთ-ერთი მათგანი პრევალირებს. თუმცა, მოდიან ისეთი პაციენტებიც, რომლებსაც აქვთ აკვიატებული მდგომარეობათა ნევროზი. ასევე ისეთი პათლოგიების მქონე ადამიანებიც, როგორებიც არიან ნარკომანები. არა ისეთ მწვავე სტადიაში, როდესაც მას არა ნარკოლოგის დახმარება ჭირდება, არამედ შემდგომი განმამტკიცებელი თერაპიის სახით მკურნალობა, ალკოჰოლიზმი ასევე განმატკიცებელი თერაპიის სახით შეიძლება დასჭირდეს ინდივიდს.

- როგორ ხდება მათი მკურნალობა და რამდენ ხანს გრძელდება ეს პროცესი?

-სამწუხაროდ, საქართველოში ადამიანი ფსიქოტერაპევტს აკითხავს მაშინ, როდესაც მდგომარეობა საკმაოდ მძიმდება. ამიტომ, მხოლოდ ფსიქოთერაპიული მეთოდები იშვიათად ამართლებს, მით უმეტეს, თანამდეროვე ბიოლოგიური ფსიქიატრიის მიღწევები და ფსიქოფარმაკო თერაპიის განვითარების მაღალი დონე მიუთითებს იმაზე, რომ მთელი რიგი ფსიქიკური აშლილობები არის ბიოლოგიური მექანიზმებით განპირობებული. მაგალითად, ადამიანს უნდა ჰქონდეს წინასწარი განწყობა ნევროზისადმი, რომლებიც შემდგომ ვარდებიან ამ მდგომარეობაში. ყოველთვის ითვლებოდა რომ ნევროზი ეს არის ფსიქოგენური, ანუ გარემო პირობებით განპირობებული რეაქცია ამ გარემო ცვლილებაზე და მისადმი დეზადაპტაციაზე, მაგრამ როგორც ირკვევა ეს არის გენეტიკურად წინასწარ ჩადებული ადამიანში, თუ რამდენად შეუძლია მას ადაპტირება გარემოსთან და თავისი ეგოს პლასტიური ცვლა გარემოს ცვალებადი პირობების შესაბამისად. ამიტომ, მკურნალობის მეთოდებად აუცილებლად ყველა შემთხვევაში მივიჩნევ ფსიქოფარმაკო თერაპიას. მედიკამენტოზური მკურნალობა პლიუს ფსიქოთერაპია. ამ ორი მეთოდის შერწყმით დადგენილია, რომ შედეგი გაცილებით უკეთესია, უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე ცალკეული მიმართულებით მკურნალობა. თუმცა, მარტო მედიკამენტებით მკუნალობა არის ეფექტური მკაცრად ენდოგენური დაავადებების დროს, როდესაც დაავადება იმთავითვე პირველადია, გამოწვეულია თავის ტვინში ნივთიერებათა ცვლის მოშლით. მაგალითად, ასეთი დაავადებებია: შიზოფრენია, შიზო აფექტური აშლილობა, ბიპოლარული აშლილობა (მანიაკალურ - დეპრესიული ფსიქოზი) და ენდოგენური დიდი დეპრესია, რომელსაც შეიძლება არანაირი მიზეზი არ უძღვოდეს წინ და მოწმენდილ ცაზე აღმოცენდეს მძიმე დიდი დეპრესიული ეპიზოდი. რაც შეეხება მკურნალობის ხანგრძლივობას, დაახლოებით განსაზღვრა შეიძლება, მაგალითად, ფსიქოკორექციული მეთოდებით არ შეიძლება გაგრძელდეს 6 - 9 თვეზე ნაკლები ხანი.

- მკურნალობის პროცესში, შენი ან პაციენტის მხრიდან ხომ არ წარმოიშობა გარკვეული სახის პრობლემები, იგივე ექიმისადმი უნდობლობის პრობლემა?

- უნდობლობის პრობლემა თითქმის გამორიცხულია, რადგან, როდესაც პიროვნება მოდის ექიმთან, მას გაცნობიერებული აქვს ეს და, შესაბამისად, პრობლემა ფაქტიურად არ არსებობს. აღვნიშნავდი, რომ არსებობბს ფინანსური პრობლემა. სამწუხაროდ, მედიკამენტების უმრავლესობა არის საკმაოდ ძვირად ღირებული და ყველა კონტინგენტი ვერ გაწვდება. ფსიქოთერაპიული სეანსი 35 ლარი და შემდგომში ყველა მომდევნო სეანსი 20 ლარი ღირს. სამწუხაროდ, ყველა პაციენტი ამას ვერ ართმევს თავს.

- ბატონო დავით, ხომ არ ფიქრობთ რაიმე მეთოდის დანერგვაზე, პრაქტიკის გაუმჯობესებაზე?

- საერთოდ, ფსიქოტერაპიაში არსებობს ძალიან ბევრი მიმდინარეობა. ფსიქოტერაპევტთა ძალიან დიდი ნაწილი თავს მიაკუთვნებს ე.წ. ეკლექტურ ფსიქოთერაპევტთა ჯგუფს, ანუ ჩვენ არ ვართ მკაცრად არც ფსიქო ანალიზის არც ბიჰევიორალური თერაპიის და სხვა თერაპიების ორთოდოქსული მიმდევრები, არამედ ჩვენ ყოველი მიმდინარეობიდან ვიღებთ რაღაცას და საერთოს ვქმნით, რომელსაც მეტნაკლები აქცენტებით მიუსადაგებEშესაბამის კონტინგენტს, ვიღაცასთან უფრო მეტად საჭიროა ქცევითი თერაპიის მეთოდების გამოყენება. მაგალითად, ეს

არის ფობიები, აკვიატებული რიტუალები, რომლის დროსაც ნელ- ნელა აკეთებ იმას, რისიც გეშინია, იწყებ აზრის დონეზე ამის გაცნობიერებას, სხეულის მოდუნებას და ასე შემდეგ; იგივე ფრენის შიშის დაძლევა, ინსექტოფობია, სიმაღლის შიში. მაგრამ თუ საქმე გვაქვს აგორაფობიასთან, როდესაც ინდივიდს შიში აქვს სახლის გარეთ გაშლილ სივრცეში მარტო ყოფნის და ის, რომ არ გახდეს ცუდად, ამ შემთხვევაში არის თერაპია ბიოლოგიური.

როდესაც დეპრესიული სინდრომებია, უფრო ეფექტურია - კოგნიტური თერაპია, რომლის ძირითადი პოსტულატები შემდეგია, რომ გარემო არის ნეიტრალური, რა შინაარსაც ჩადებ მასში, ის ისეთი ხდება შენთვის. მთავარი არაა გარემო, არამედ ამ გარემოსადმი შენი ინდივიდუალური ინტერპრეტაციის მექანიზმები.

- როგორ ფიქრობთ, ჩვენს ყოფაში, ახალგაზრდებში არსებულ ნერვულ აშლილობას რა უდევს საფუძვლად, რა პირობები განაპირობებენ მათი ფსიქიკური მექანიზმის არევას?

- მე უფრო მეტად ბიოლოგიური ფსიქიატრიის პოზიციაზე ვდგავარ. არანაირი ფსიქიკური აშლილობა არ წარმოიქმნება თუ არ არის ამისადმი წინასწარი გენეტიკური განწყობა. ასევე განვითარების პერიოდში, სხვადასხვა სტრესი, სხვადასხვა ინფექცია, იმუნიტეტის სხვადასხვანაირი პათოლოგიები. არაჯანსაღი გარემო, რადიაცია.

- კომპიუტერიზაცია რა როლს თამაშობს ადამიანის ფსიქიკაზე?

- აღსანიშნავია, რომ ადამიანებს შორის არსებობს ინფორმაციული გადატვირთვა. ეს არ არის მარტო ის, რასაც ვსწავლობთ, ვიზეპირებთ და ვიზუთხავთ. ეს არის ცხოვრების დაჩქარებული ტემპი - ტელევიზია, რეკლამები, მთავარი - ინტერნეტი. საბოლოო ჯამში, ადამიანს ინფორმაციული გადატვირთვის რეჟიმში ამყოფებს და არის ასეთი ცნება - ინფორმაციული ნერვოზი, ადამიანს მოკლე პერიოდში უწევს დიდი რაოდენობით ინფორმაციის მიღება და ეს აგდებს ნერვოზულ მდგომარეობაში.

- ახალგაზრდა რა შემთხვევაში მიმართავს სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს?

- ეს ძალიან საინტერესო და საკმაოდ დამუშავებული თემაა, სადაც ფსიქოლოგები, სოციოლოგები საკუთარ კომპეტენტურ აზრს გამოთქვამენ. რა თქმა უნდა, ეს არის მიბაძვა, თვითდამკვიდრების მომენტი, ინტერესი, გარემოს ზეგავლენა, შინაგანი პიროვნული სისუტე, ამას აკეთებ და გჭირდება იმისთვის, რომ მოიპოვო სხვებისგან პატივისცემა, მოახდინო საკუთარი თავის თვითდამკვიდრება. ნარკომანია შეიძლება ითვლებოდეს პრესტიჟად ან კაი ტიპობად. ბევრი სხვადასხვა სასმელს სვამს, ჩვენთან, მით უმეტეს, სასმელი თითქმის კულტის რეგისტრში არის აყვანილი. მაგრამ, მე უკვე სხვანაირად ვუყურებ შემდგომ ტრანფორმაციას.

-Qქალებსა და მამაკაცებში დეპრესია წარმოიშობა თუ არა ერთი და იგივე ინტენსივობით?

- ფსიქიატრების უმრავლესობა ამბობს, რომ იგივე დეპრესია და შფოთვითი აშლილობები დიდი სიხშირით წარმოიშობა უფრო მეტად ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. მაგრამ არიან ავტორები, რომლებსაც მე ვემხრობი და ვენდობი, ამბობენ, რომ დეპრესიული და შფოთვითი აშლილობები არის თანაბარი ინტენსივობით წარმოდგენილი ქალებსა და მამაკაცებში, მაგრამ მამაკაცებში უმეტეს წილად არის შენიღბული ან ნარკომანიით ან ალკოჰოლიზმით. მაგალითად, როდესაც ქალი არის ცუდად, აქვს შფოთვა, დეპრესია, იგი უფრო მეტად მიდრეკილია იმისკენ, რომ ამაზე ისაუბროს წავიდეს ფსიქოტერაპევტთან, მამაკაცი - ცოტა ფეხს ითრევს, საქართველოში მით უმეტეს. მიმართავს იგივე ნარკოტიკულ საშუალებებს, სასმელს. ამიტომ, უმრავლესობა

ჭეშმარიტი ნარკომანის მიღმა იმალება შენიღბული ენდოგენური დეპრესია, ხდება ამ ნივთიერებისადმი მიმართვა და ესეც თავის მხრივ ამძიმებს დეპრესიის მიმდინარეობას.

ამიტომ ყველანაირი ნარკოლოგიური პირველადი დახმარების შემდეგ, აუცილებელია სპეციალური მედიკამენტებით მკურნალობა. რომელიც მინიმუმ 2 წლიან განმამტკიცებელ მკურნალობას საჭიროებს.

- ერთ ფაქტს აღვნიშნავ, თქვენ შეხვდით და გაესაუბრეთ ადამიანებს - ლტოლვილებს, რომლებიც გახდენენ ომის მსხვერპლნი როგორი იყო მათი მდგომარეობა?

- ახალგაზრდთა მედიკოსთა ასოციაცია, რომელიც შექმნილია ჯანდაცვის სამინისტროში, ყველანაირი პროფილის ადამიანი შეკრიბა და დავიწყეთ საქველმოქმედო შემოვლები ბაღებში, სკოლებში და სხვადასხვა დაწესებულებებში განთავსებულ ლტოლვილებთან. ის, ვინც იყო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, ყველა მათგანს მანამდე (მშვიდობიანობის პერიოდში) აღენიშნებოდა დეპრესია შფოთვით - დეპრესიული სინდრომებით - ამათი მდგომარეობა იყო მკვეთრად დამძიმებული, დანარჩენი ნორმალური პოპულაციიდან მხოლოდ 3 - 5% ჰქონდა მწვავე რეაქცია სტრესზე. დანარჩენები დარჩნენ ისეთები, როგორებიც მანამდე იყვნენ. ანუ ვიმეორებ, რომ თუ არ უძღვის ადამიანის წინაწარი გენეტიკური განწობა, ვერანაირი გარემო პირობა ვერ ჩააგაგდებს მძიმე სტრესულ მდგომარეობაში. რაც შეეხება ისეთ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი ვარდება ფსიქიკური აშლილობაში ომების, მიწიძვრების, ახლობლის გარდაცვალებით და სხვა შემთხვევებში, განცდები გადატანის შემდეგ, ამ პათლოგიებს ჰქვია თუ გრძელდება ერთი თვე - მწვავე რეაქცია სტრესზე, თუ თვეზე მეტხანს გრძელდება, ჰქვია პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

-Dდაბოლოს, რას ურჩევ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული სახის ნერვული აშლილობა, მაგრამ არ მიმართავენ ექიმს?

- ამ ადამიანებს ვურჩევ, რა თქმა უნდა, რომ მიმართონ სპეციალისტს. იმიტომ, რომ ყველანაირი ასეთი მდგომარეობა, დეპრესია, შფოთვა, შიშები და სხვა აშლილობა არის პროგრედიენტული ანუ რთულდება დროთა განმავლობაში. ან თუ არ განვითარდა, მუდმივი სახით მიმდინარეობს. არ მიმართონ თვითმკურნალობას, არ მიმართონ ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების დროებით გამაბრუებელ, გამაყუჩებელ და მაეიფორიზირებელ ეფექტს. რადგან ეს თავის მხრივ გაართულებს დეპრესიას. არ შემიძლია არ აღვნიშნო ნერვოზული რეგისტრის დეპრესია, რომ შფოთვაც ნამკურნალევი იქნეს ფსიქიატრის ან ექიმი ფსიქოთერაპევტის მიერ. მე არაფერი არ მაქვს ნერვოლოგების საწინააღმეგო, მაგრამ რაც შეეხება სულიერ დაავადებებს ამის კომპეტენცია არის ექიმი ფსიქოთერაპევტის და ფსიქიატრის.

ავტორი: მიხეილ ივანიშვილი


კალენდარი
აგვისტო  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი