მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
სტუდენტური ნიუს
2009-03-04
ეკონომიკისა და სამართლის აკადემიაში სამაგისტრო პროგრემები ფუნქციონირებას იწყებს
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია სამაგისტრო პროგრამების - სამართლისა და ბიზნესის მიმართულებით, ფუნქციონირებას იწყებს. სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა მარტიდან დაიწყება. ინგლისურენოვან და ქართულენოვან ჯგუფში სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა 12 იქნება. ამას აკადემია იმით ხსნის, რომ ლექტორებს მაგისტრანტებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობა მიეცეთ.

ზვიად სხვიტარიძე (თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი):

თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიას სამაგისტრო პროგრამები ფორმალურად უკვე დიდი ხანია გააჩნია. თუმცა მისი ამოქმედება ცოტა პრობლემებთან იყო დაკავშირებული. Eეს უკავშირდებოდა განათლების სამინისტროსთან ურთიერთობას და ასევე ზოგადად იმ რეფორმას, რომელიც ჩვენს სასწავლებელში განხორციელდა - იგივე შენობის თუ საბაკალავრო პროგრამის საბოლოო ჯამში დაფუძნების საკითხი. Aახლა უკვე თავისუფლად შეგვიძლია სამაგისტრო პროგრამების შეთავაზება დაინტერესებულ პირთათვის. ვაცხადებთ სამაგისტრო პროგრამებს ბიზნესისა და სამართლის მიმართულებით. სამართლის მიმართულებით სპეციალიზაცია გაკეთდება საერთაშორისო სამართალზე და ბიზნეს სამართალზე. ეს იქნება ამ საგნების კომპილაცია, რომლითაც ჩვენს სერვის შევთავაზებთ. მაგისტრანტს შევუქმნით საფუძველს, რათა მას ჰქონდეს ფუნდამენტური ცოდნა საქართველოში არსებული ბიზნეს სამართლის შესახებ და ამავე დროს საერთაშორისო სამართლის შესახებ - სხვადასხვა კონვენციების, საერთაშორისო ხელშეკრულებების, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის არის დადებული.

ასევე ბიზნესის მიმართულებითაც ინოვაციების დანერგვას ვაპირებთ, როგორიცაა იგივე დავების ალტერნატიული მოგვარების მეთოდები.

ჯგუფები იქნება როგორც ქართულენოვანი, ისე ინგლისურენოვანი. Qქართული ჯგუფისთვის იქნება 20-25 კითხვისგან შემდგარი ტესტი. ინგლისურენოვან ჯგუფში, ტესტირება ჩატარდება ინგლისურ ენაზე შედგენილი ტესტისგან, ან უნდა წარმოადგინონ ერთი წლის მანძილზე გაკეთებული ტოფლ-ის ტესტი.

ჯგუფში ვგეგმავთ 10-12 სტუდენტის მიღებას. რათა ლექტორს უკეთ ჰქონდეს სტუდენტებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობა და თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურ მუშაობაზე გადასვლის შესაძლებლობა. პირველი სამი სემესტრი იქნება საგნები, ბოლო ნაწილი კი იქნება თემაზე მუშაობა. სურვილის შემთხვევაში, სტუდენტებს შეუძლიათ, თემაზე მუშაობის დროს, ლექტორები სპეციალიზაციის მიხედვით აირჩიოს.- ამბობს ზვიად სხვიტარიძე.



კალენდარი
ივნისი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი