მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
თავისუფალი გაზეთი +
2013-03-06
ბიძინა ივანიშვილი თომას ჰამერბერგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის სპეციალურ კონსულტანტს სამართლებრივ-კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამერბერგს შეხვდა.
როგორც პრემიერის პრესსამსახურიდან იტყობინებიან, ჰამერბერგი საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მოწვევით, ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ქეთრინ ეშტონმა და გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ გამოგზავნეს.
- თომას ჰამერბერგის მისიის მიზანია, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ევროკავშირის სახელით, საქართველოს მთავრობას გაუწიოს კონსულტაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო რეფორმა, კონსტიტუციური რეფორმა, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა, პენიტენციური რეფორმა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა. ჰამერბერგი აქტიურად მიადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და პროცესებს. ამგვარად, მისი საქმიანობა დაეხმარება მთავრობასა და პარლამენტს რეფორმების უკეთ წარმართვაში, - აცხადებენ პრემიერის აპარატში.
საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ თომას ჰამერბერგი ხელს შეუწყობს ევროსტრუქტურების სათანადო ინფორმირებას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

ინტერპრესი






კალენდარი
მარტი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი