მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
თავისუფალი გაზეთი +
2013-03-06
საქართველოს ეკონომიკაში აღმავლობაა და ნაცები დეზინფორმაციას უნდა შეეშვან

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, შეეშვან მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. მინისტრის თქმით , გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბიუჯეტში 600-მილიონიანი რღვევაა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს გუშინ, სამინისტროსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განუცხადა.
- ძალიან საინტერესო ციფრი დასახელდა გუშინ და გაკვირვებისგან კომენტარის გაკეთების სურვილიც აღარ გამიჩნდა. საქართველოს ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები წლის განმავლობაში უნდა იყოს 6 მილიარდ 600 მილიონი ლარი. თებერვალში 600-მილიონიანი გარღვევა ვინც თქვა, თქვენ როგორ გგონიათ, მიმატება გამოკლება თუ იცის. საქართველოს ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება. წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს მე მინდა ვთხოვო, რომ თავი გაანებონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მათ დაბნევას. ყველაფერი არის ძალიან კარგად, საქართველოს ეკონომიკაში არის აღმავლობა. მიმდინარეობს მცირე და საშუალო ბიზესის განვითარება, - განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება არა მარტო გეგმებთან დაკავშირებით, არამედ წინა წლის აღნიშნულ პერიოდთან შედარებით. მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტში თავისუფალი სახსრების სახით 800 მილიონ ლარზე მეტი დევს. მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2013 წლის მხოლოდ პირველ ორ თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში 600 მილიონ ლარამდე ოდენობის გარღვევაა.
ფინანსური ამნისტია თუ
ნაცების ბიზნესის დაცვა.
საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეკონომიკურ-ფინანსურ დანაშაულთა ამინისტირებისა და დეკრიმინალიზაციის ინიციატივა პრეზიდენტმა მასთან დაკავშირებულ ნომენკლატურული, პარტიული ბიზნესის დაცვის მიზნით მოამზადა.
ასეთი პოზიცია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას დაფიქსირდა.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის სურვილია, ბიზნესმენთა ის ნაწილი, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში ხელშეუხებელი იყვნენ და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ვერავინ გაუბედავდა, კვლავ პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
ამასთან, კომიტეტის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა პროცედურულ საკითხებზე და დეპუტატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პრეზიდენტი ვალდებული იყო, ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები შეეთანხმებინა შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრები იმასაც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს შეეძლო ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულთა დეკრიმინალიზება და ასეთი ტიპის გადაცდომების ამინისტირება პირველ ოქტომბრამდე განეხორციელებინა. თუმცა უმრავლესობის წევრების აზრით, პრეზიდენტი ახლა ცდილობს ჰუმანური ადამიანის შთაბეჭდილება მოახდინოს და წარმოდგენილი ინიციატივის იდენტიფიცირება მის პერსონასთან დააკავშიროს.

ინტერპრესი




კალენდარი
მარტი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი