მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
თავისუფალი გაზეთი +
2013-03-06
ნაციონალურმა სამეურვეო საბჭომ თავი შეირცხვინა

გუშინ ვწერდით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ხათუნა ბერძენიშვილმა "ცხელ გულზე" გახმოვანებული ინფორმაციით, საკუთარი თავიც მოიჭრა და სამეურვეო საბჭოსადმი მაუწყებლის მთელი კოლექტივის უნდობლობის საფუძველიც შექმნა.
ქართველი ხალხის მიერ დაფინანსებული ტელევიზიის ბოლოდროინდელი "მოღვაწეობა" მიმწუხრის პირას მისული ნაციონალური მოძრაობის გაფართხალებას ჰგავს - მიკერძოებულობა, მაამებლობა, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებული ქვეყნის დამაქცევარი პარტიის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა, ხალხის დაბოლება და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა...
ტელემაყურებელთა ერთსულოვანი აღიარებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, არჩევნების შემდეგ, სიცრუესა და მიკერძოებაში თვით 2003 წელს ხალხზე გამარჯვებულ ტელევიზიას "რუსთავი-2"-საც გადაასწრო და პაიჭაძე-კვესიტაძის იდეოლოგიის გამტარებელი გახდა.
ის, რაც გუშინწინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაციონალურმა სამეურვეო საბჭომ "დახურულ" სხდომაზე 6 წლით დანიშნულ გიორგი ბარათაშვილს "გზაში დააწია" (გენდირექტორი მივლინებით საზღვარგარეთ მიდიოდა!), არა მხოლოდ "ბორდის" ორი თვის წინანდელი გადაწყვეტილების შეურაცხყოფაა, არამედ - მილიონობით ტელემაყურებლისაც.
ხათუნა ბერძენიშვილის ნაბჟუტურევის გამო განა შეიძლება ახლად დანიშნული გენდირექტორი უაპელაციოდ გაანთავისუფლო. მართლა ხომ არ გგონიათ, რომ ტელეჟურნალისტიკისთვის აბსოლუტურად უცნობი გიორგი ბარათაშვილი "ქართული ოცნების" მხარეს გადაბარგდა. "ბორდის" არჩეული კაცი ამას ვერასგზით ვერ გაბედავდა, რადგანაც მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა მთლიანად სააკაშვილის ლაქია იყო და თქვენგან იმართებოდა. ხათუნა ბერძენიშვილმა და "ბორდის" თავკაცმა ლევან გახელაძემ იმდენი თხარეს, თხარეს, რომ დიდი კატა გამოთხარეს...
"საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო არ იძლევა საშუალებას, პოლიტიკურად ნეიტრალური ან პოლიტიკურად გაწონასწორებული იყოს... საბჭო უნდა იყოს ისეთი, რომელიც საზოგადოების თამაშს ითამაშებს და არა ჩემი - უმრავლესობის თუ მათი ოპოზიციის", - განმარტავს დიპლომიანი იურისტი, პარლამენტარი ვახტანგ ხმალაძე.
"სამეურვეო საბჭო აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ იქცევა. საზოგადოებრივ მაუწყებელში გამეფებული ქაოსი რომ მოისპოს, სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ახალი კანონი მაუწყებლის შესახებ, დაკომპლექტდეს "ბორდის" ახალი შემადგენლობა", - ამბობს ჟურნალისტი (პროფესიით იურისტი) ლაშა ტუღუში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც 200-ზე მეტი თანამშრომელი აწერს ხელს. განცხადებაში ნათქვამია: "საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მაუწყებლის თანამშრომლები უნდობლობას ვუცხადებთ სამეურვეო საბჭოს და ვითხოვთ შეჩერდეს მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი საკითხის სამართლებრივ გარკვევამდე".
თვით გიორგი ბარათაშვილმა გუშინ პრესკონფერენცია მოიწვია და სამეურვეო საბჭოსადმი ჩივილის გადაწყვეტილება მიიღო, დაცვის პრობლემის მოწესრიგება კი "საიას" - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სთხოვა.
...დავდგეთ ახლა და ვუყუროთ მიშასგან დაშინებულ-გაბრიყვებული "თავისუფალი" ჟურნალისტების იწილობიწილოს...
ჩვენ მეტის ღირსნი არა ვართ, რადგანაც მიშავიზიების ანტისახელმწიფოებრივ "მარგალიტებს" 10 წელიწადია ვითმენთ!..










ავტორი:  სპარტაკ ქობულია


კალენდარი
ივლისი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი