მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2015-01-31
ძვირფასეულობის დაგირავების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა: "ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხალხს მუჭა-მუჭა ოქრო მოაქვს და აგირავებს"
ბოლო ერთი კვირაა, რაც ლომბარდებში ძვირფასეულობის დაგირავების მსურველთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ამ ფაქტს ლომბარდის თანამშრომლები მძიმე სოციალური ფონით, ახალი წლის დღესასწაულებით და ლარის მსყიდველობითი უნარის შემცირებით ხსნიან.
ლომბარდები ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ის ბიზნესია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლის მიღმაა დარჩენილი და როგორც ექსპერტები უწოდებენ, ველური წესებით მუშაობს. შესაბამისად, ლომბარდის მეპატრონეები არც სახელმწიფოს წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი და კომერციული საიდუმლოს შენახვის საბაბით არ ასაჯაროებენ ინფორმაციას მათ მიერ გაცემული სესხებისა და მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ. ის, რომ ბოლო დროს მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა სალომბარდე სესხებზე გაიზარდა, იზტყპუ-ს რამდენიმე ლომბარდში დაუდასტურეს. "მოსახლეობამ საახალწლოდ ბევრი ხარჯი გასწია, ამას დაემატა ზამთრის შვებულება, ლარის გაუფასურება, რამაც დოლარში აღებული ვალდებულებების ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა და ალბათ ამ ყველაფერმა ერთად უბიძგა მოსახლეობას სალომბარდო სესხის აღების საჭიროებისკენ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხალხს მუჭა-მუჭა ოქრო მოაქვს და აგირავებს. ზოგს ფული პირველადი საჭიროებისთვის სჭირდება, ზოგსაც სესხის დასაფარად", - გვითხრეს ერთ-ერთ ლომბარდში.
მოთხოვნის ზრდის პარალელურად, სალომბარდე ბიზნესი ფართოვდება და მათი რაოდენობა სწრაფად და თვალშისაცემად იზრდება. რაც შეეხება კონკურენციას, ლომბარდების ნაწილი ცდილობს, მომხმარებელი ჯარიმების არქონით მიიზიდოს, ზოგიც - ძვირფასეულობის შეფასების მაღალი ტარიფით. საპროცენტო განაკვეთებს თუ გადავხედავთ, სესხის გაცემა თვიური 1,5(-დან 3(-მდე ხდება. აქაც, მნიშვნელობა აქვს, რომელ ვალუტაში გსურთ სესხის მიღება. დოლარის შეთხვევაში პროცენტი იზრდება.











კალენდარი
ნოემბერი  2015
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი