მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2015-01-31
თუ ერთმა შეძლო... მაინცდამაინც პრემიერ-მინისტრმა უნდა მიუთითოს ?!
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნავთობიმპორტიორებს მორიგი სიტყვიერი დარტმა მიაყენა. დეკემბრის შუა რიცხვებში გაკეთებულმა მკვეთრმა განცხადებამ მენავთობეებზე, ასე თუ ისე, იმოქმედა და საწვავის ფასი დაახლოებით 20 თეთრით შემცირდა. ნავთობის ფასებთან დაკავშირებით მორიგი განცხადება კი ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, ხელისუფლება გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს და კანონის ფარგლებში, დავიცავთ ჩვენი მომხმარებლების ინტერესებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბოლო დროს გამოფხიზლებული ნავთობიმპორტიორები პირად საუბარში აცხადებენ, რომ ერთ თვეში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინი 1,5 ლარამდე გაიაფდება, არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე კი - 1,3 ლარამდე. მსხვილ ნავთობიმპორტიორებს საწვავის აღნიშნულ მაჩვენებლამდე დაწევის გეგმა უკვე გაწერილი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ყოველდღე ეცემა, სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ საქართველოში ბენზინი არსებულზე ბევრად იაფი უნდა ღირდეს.
კომპანია "ლუკოილის" გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე პრესასთან საუბრისას ადასტურებს, რომ ბენზინი ისევ გაიაფდება, თუკი მსოფლიოში არსებული ფასები შენარჩუნდა, საქართველოში ბენზინის ღირებულების 1,5-ლარამდე შემცირება შესაძლებელია.
თუმცა, სანამ მსხვილი იმპორტიორები საწვავს კიდევ 15-20 თეთრით გააიაფებენ, ბაზარზე შემოსულმა ახალმა მოთამაშეებმა ეს ნაბიჯი უკვე გადადგეს. მაგალითად, ნავთოპროდუქტების სეგმენტში ოპერირება კომპანია "ფრეგომ" დაიწყო. კომპანია თბილისსა და რეგიონებში 13 ავტოგასამართ სადგურს ფლობს და საცალო ქსელში "რეგულარის" საწვავი 1,55 ლარად გამოაქვს.
ასეთივე ფასით ბრუნდება ბაზარზე "სენტაც". კეზერაშვილისგან უსამართლოდ განადგურებულმა კომპანიამ შეძლო რეაბილიტაცია და საბითუმო ოპერაციების განხორციელება. მალე "სენტა" საცალო ბიზნესშიც აქტიურად ჩაერთვება და საწვავს 15-20 თეთრით იაფად გაყიდის, ვიდრე ე.წ. ბრენდირებული სადგურები.
თუ მათ შეძლეს ამის უპრობლემოდ გაკეთება, ამ "ელიტარულ", ე. შ. ბრენდირებულ სადგურებს მაინცდამაინც პრემიერ-მინისტრმა უნდა "აუწიოს ყური", რომ მათ ოდნავ ნამუსიანად მაინც იმუშაონ და ისედაც შეჭირვებულ თანამოქალაქეებს წურბელებივით არ გამოსწოვონ სისხლი.












ავტორი:  ბექა დანელია


კალენდარი
მაისი  2015
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი