მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-29
რუსებმა კბილი ოქროსაც გაჰკრეს
გუშინ ვწერდით, "მაგომედოვის საქმე" საბოლოოდ დამთავრდა და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებიაო. დღეს ამ თემაზე კომენტარებიც გაჩნდა და არა მხოლოდ აზერბაიჯანელთა, არამედ რუსთა მხრიდანაც. თანაც, ზუსტად იმ უცნაურობებზე, რომელზეც გუშინ "ლელოც" მიუთითებდა. კერძოდ, ხისტი გამონათქვამებით ცნობილმა რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ბრიუსოვმა, რომელიც, პარალელურად, საერთაშორისო ფედერაციის - FILA-ს მოხელეცაა, გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ, FILA-მ კი აღიარა, მაჰმუდ მაგომედოვს ევროპის ჩემპიონატზე აზერბაიჯანის ნაკრებში გამოსვლის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ ოქროს მედალი არ ჩამოართვაო. ჭიდაობის მოყვარულთ გახსოვთ, რომ რუსებმა მაგომედოვის აზერბაიჯანელთა შემადგენლობაში გამოსვლაზე განგაში ჯერ კიდევ იმ ჩემპიონატის დაწყებამდე ატეხეს, შარშან ჩვენს ნაკრებში იჭიდავა და სხვაგან გადასვლის უფლება არ აქვსო, მაგრამ FILA-მ სპორტსმენს მაინც დართო აპარეზობის ნება და ისიც ჩემპიონი გახდა. მოგვიანებით FILA-მ განმარტა, შარშან რუსთა სახელით მაგომედ მაგომედოვმა იჭიდავა და არა მაჰმუდმაო, თუმცა ორიოდ დღის წინ შეცდომა აღიარა და ევროპის ახალ ჩემპიონს 2011 წლის 28 მარტამდე აზერბაიჯანის სახელით ჭიდაობა აუკრძალა - მაგომედოვს სწორედ მაშინ გაუდის ის ორწლიანი აკრძალვა, რასაც მოქალაქეობის უნებართვოდ შეცვლის შესახებ არსებული რეგლამენტი ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში სპორტსმენს ორი წლის განმავლობაში არ შეუძლია ახალი ქვეყნის სახელით ასპარეზობა. თავის კომენტარში ბრიუსოვმა გაკვირვება იმაზეც გამოთქვა, რატომ არ დაგვიჯერეს FILA-ს მაღალჩინოსნებმა და რატომ დართეს ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობის ნება, როცა არაერთხელ განვუმარტეთ, რომ მაგომედოვმა შარშან მსოფლიოს თასზე რუსეთის სახელით იჭიდავაო.
ნამდვილად არ გვინდა, რუსთა ინტერესების დამცვლად გამოვჩნდეთ. მით უფრო, ბინძური მაქინაციები მათი მოგონილია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვგონებთ, მართლები არიან. მართლაც უცნაური იყო, FILA-მ საკითხის საბოლოო გარკვევამდე რატომ დართო ფალავანს ტურნირში გამოსვლის უფლება, ან ახლა თუ ირკვევა, რომ საერთაშორისო კანონი დაირღვა, რატომ არ ჩამოართვეს მედალი?! ბრიუსოვმა FILA-ს ამ ნაბიჯს ნახევრად სიმართლე და საშიში პრეცედენტი უწოდა. შეუძლებელია, ამაშიც არ დაეთანხმო - ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება, თორემ ჭიდაობის ნაცვლად დომხალს მივიღებთ.
რუსი კოლეგისგან განსხვავებით, FILA-ს გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებია აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მაგომედ ალიომაროვს. მან კანონმორჩილი კაცივით აღიარა, რადგან კანონი დაირღვა, გასაჩივრებას არ ვაპირებთო, თუმცა მათი ფედერაცია ასე იოლად თუ გადარჩება და მით უფრო, მედალიც შეუნარჩუნდება, გასაჩივრება კი არა, ათას მადლობას ეტყვიან FILA-ს. სავარაუდოდ, მათ ყველაფერი იცოდნენ - ბოლო-ბოლო, თვითონ ფალავანს ხომ კარგად ახსოვდა, იჭიდავა თუ არა შარშან თეირანში, ხოლო თუ მოიტყუა და სიმართლე დამალა, მაშინ ორმაგადაა დასასჯელი. მაგრამ ვეჭვობთ, აზერბაიჯანელებს იმთავითვე ქრთამებისა და საქმის ჩაწყობისა ეიმედებოდათ.
მაგომედოვთან დაკავშირებით ალიომაროვმა განაცხადა, რომ ის სექტემბერში მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ვერ იჭიდავებს, რაკიღა ორწლიანი აკრძალვა გაისად მარტში უმთავრდება, მაგრამ აუცილებლად იასპარეზებს აპრილში სტამბოლში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენი მთავარი მიზანი ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოპოვებაა, მაგომედოვი კი თავის წონაში ერთ-ერთი უძლიერესიაო. კაცმა არ იცის, მოხვდება თუ არა გაისად მაგომედოვი აზერბაიჯანის ნაკრებში, ან მოიპოვებს თუ არა ლიცენზიას, მაგრამ ეს აზერბაიჯანელებმა იდარდონ, მომხდარი კი ერთხელაც ადასტურებს, რა უვარგისი ფედერაციაა FILA და რა სიბინძურეები ხდება იქ. გასაკვირია, სოკ-ი ამდენ არაობიექტურობას როგორ ეგუება.






ავტორი:  ირაკლი თავაძე


კალენდარი
ივლისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი