მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-29
ტიტანების ბრძოლა სოვეტოში
დღეს იოჰანესბურგთან ახლოს, პატარა ქალაქ სოვეტოს" ორლანდო სთედიუმზე" ტიტანების ბრძოლა გაიმართება. ზე 14-ის წლევანდელი გათამაშების ფინალში ორი სამხრეთაფრიკული გუნდი ითამაშებს. შარშანდელი ჩემპიონი, პრეტორიის "ბლუ ბულზი" ტიტულის დაცვას კეიპთაუნის "სთორმერზთან" მატჩში შეეცდება.
ალბათ, სადავო არაა, რომ ფინალში წლევანდელი სეზონის ორი საუკეთესო გუნდი ითამაშებს. რეგულარული გათამაშების ბოლო ტურში კეიპთაუნელებმა "ბლუ ბულზს" შინ 38:10 მოუგეს, მაგრამ ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. პრეტორიელებს პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდათ და მეტოქეს, ფაქტობრივად, სათადარიგო შემადგენლობით დაუპირისპირდნენ.
გამარჯვების შემთხვევაში "ბლუ ბულზი" მესამედ გახდება ჩემპიონი და ტიტულებით ოქლენდის "ბლუზს" დაეწევა. ყველაზე მეტი, შვიდი გამარჯვება კი ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზის" ანგარიშზეა. "სთორმერზი" ფინალში პირველად ითამაშებს და თუ მოიგო, მეხუთე გუნდი იქნება, ვისაც ზე 14-ის ჩემპიონის ტიტული მოუპოვებია. უკვე დასახელებული გუნდების გარდა ზეპური რაგბის საუკეთესო გუნდი კანბერის "ბრამბიზი" ორჯერ გახდა.
თამაში მართლაც უიშვიათესი იქნება. "სთორმერზს" წლეულს საუკეთესო დაცვა ჰყავს - 14 ტურში მხოლოდ 17 ლელო მიიღო, რაც მიმდინარე გათამაშების საუკეთესო მაჩვენებელია. კეიპთაუნელები ყველაზე დისციპლინიანებიც არიან. რეგულარულ გათამაშებაში სინბინში მხოლოდ ერთი სთორმერზელი გაუშვეს. ეს მაშინ, როცა პრეტორიელებს ხუთჯერ უჩვენეს არბიტრებმა ყვითელი ბარათი.
ყოველივე ეს, ცხადია, "სთორმერზის" უპირატესობაზე მეტყველებს, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ბლუ ბულზი", რომელიც შინ თამაშობს, ფსიქოლოგიურად უკეთეს მდგომარეობაშია. გუნდი საკმაოდ გამოცდილი, ბრწყინვალედ განსწავლული და კარგად ორგანიზებულია. მაგრამ, გამორიცხული არ არის, ზედმეტმა თავდაჯერებულობამ პრეტორიელებს ცუდი სამსახური გაუწიოს.
საინტერესო იქნება გუნდების მგეზავების მორნი სტეინისა და პიტერ გრანტის დაპირისპირება. ისინი დამრტყმელები არიან და მათ ფეხჩუბინობაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მატჩის ბედი. სტეინი ბრწყინვალე ფორმაშია, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ 243 ქულით სეზონის საუკეთესო მექულეა.
ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ "ბლუ ბულზს" დიდი უპირატესობა აქვს. ბოლო ხუთ მატჩში პრეტორიელებმა ოთხი მოიგეს და ერთში დამარცხდნენ, რომლის მიზეზებზეც უკვე ვთქვით.
Pლანეტრუგბყ-ს პროგნოზით, ჩემპიონი ტიტულის შენარჩუნებას შეძლებს და მეტოქეს მინიმუმ სამი ქულით მოუგებს.
ბლუ ბულზი-სთორმერზი
ბლუ ბულზი: 15. ზან კირშნერი, 14. ჯერარდ ფან დენ ევერი, 13. იაკო პრეტორიუსი, 12. ვინანდ ულფიე, 11. ფრანსუა ჰაუხარდი, 10. მორნი სტეინი, 9. ფური დუ პრი
1. ხურთ სტენკამპი, 2. გარი ბოთა, 3. ვერნერ კრუხერი, 4. დენი როსუ, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6. დეონ სტიგმანი, 7. დიუვალ პოტხიტერი, 8. პიერ სპისი
16. ბენდის მაკუ, 17. ბის რუ, 18. ფილიპ ფან დერ მერვე, 19. დერიკ კუნი, 20. ჟაკ-ლუი პოტხიტერი, 21. იაკო ფან დერ ვესტჰოიზენი, 22. პედრი ვანენბურხი
სთორმერზი: 15. ჯო პიტერსენი, 14. გიო ეფლონი. 13. ჟაკ ფური, 12. იუან დე იონგი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. პიტერ გრანტი, 9. დუვალდ დუვენაგე
1. ვიკუს ბლაავი, 2. ტიან ლიბენბერხი, 3. ბროკ ჰარისი, 4. ადრიან ფონდსი, 5. ანდრიას ბეკერი, 6. სხალკ ბუეხერი, 7. ფრანსუა ლოუ, 8. დუეინ ვერმულენი
16. დეონ ფური, 17. ჯი სი კრიცინხერი, 18. ენტონ ფან ზილი, 19. პიტერ ლოუ, 20. რიკი იანუარი, 21. ვილემ და ვაალი, 22. ტიმ ვაითჰედი
მსაჯი: კრეიგ ჯუბერი




ავტორი:  მოამზადა ბესიკ ჯანგავაძემ


კალენდარი
ივლისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი