მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-27
მართვე 35 წლისაა
კომუნისტური ჟურნალ-გაზეთების ეპოქაში ახალ გამოცემას მზის სინათლე რომ ეხილა, თითქმის შეუძლებელი იყო. ხშირად ამიტომაც ამბობდნენ: ყოველ ქართულ ნაბეჭდ ფურცელს ერისთვის დიდი მნიშვნელობა აქვსო. ცხადია, არაპოლიტიკური, მაგრამ ეროვნული ქართული გამოცემა იგულისხმებოდა. და აი, ამ დროს დაიბადა ქართული სპორტული ჟურნალის იდეა. საკითხის პირდაპირ დასმა უაზრობა იყო, შემოვლითი გზა კი ჟურნალ "სკოლა და ცხოვრებაზე" გადიოდა. მაშინ ამ ჟურნალს, მოსკოვის ნებართვით, სასკოლო საგნობრივი დამატებები ჰქონდა და მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის ეგიდით ასეთი დამატების, ფაქტობრივად, სპორტული ჟურნალის გამოცემას წინ აღარაფერი უნდა დასდგომოდა. მით უმეტეს, ძალიან იყვნენ მოწადინებულები საქართველოს განათლების მაშინდელი მინისტრი ოთარ ქინქლაძე და მისი მოადგილე ნუგზარ ფოფხაძე. სწორედ ნუგზარმა მიიყვანა საქმე ბოლომდე და, რამდენადაც მახსოვს, ჟურნალის სახელიც _ "მართვე" სწორედ მან მოიფიქრა. მოსკოვიდანაც მოვიდა თანხმობა. ეს იყო 1974 წლის შემოდგომა. ნუგზარ ფოფხაძეს შერჩეული ჰყავდა საღერძო ტანდემიც _ რედაქტორი არჩილ გოგელია, მოადგილე _ თენგიზ გაჩეჩილაძე. არჩილმა ცნობილი მხატვარი ვახტანგ რურუა მოიწვია, დაგვემატნენ გიორგი ქორქია, ცისანა ნიკოლაიშვილი, რაიმონდ (რეზო) მაჭავარიანი, ნოდარ გუგუშვილი, ნანა კვარაცხელია, შემოვიკრიბეთ საუკეთესო ავტორები.
პირველი ნომერი 1975 წლის პირველ კვარტალში გამოვიდა და მალე გახდა პოპულარული, ტირაჟმა 35 ათასს მიაღწია.
ყველა აღნიშნავდა, რომ "მართვე" იყო ახალი სიტყვა საერთოდ ჟურნალისტიკაში და ეს არ იყო მხოლოდ შინაარსობრივ მხარეზე მინიშნება, გაოცებას იწვევდა მხატვრული გაფორმების ნოვაცია, რაც ვახტანგ რურუას ნიჭით იყო დაღდასმული. ვახტანგმა დიდი წვლილი შეიტანა აგრეთვე ახალი რუბრიკების დამკვიდრებასა და გრაფიკულ გაფორმებაში.
"მართვეს" პოპულარობას მოჰყვა ამავე სახელის საკალათბურთო გუნდის ჩამოყალიბება, დაფუძნდა სპორტული საზოგადოება "მართვე", ანზორ ერქომაიშვილმა ჩამოაყალიბა ანსამბლი "მართვე" და ა.შ.
1979 წლამდე ჟურნალს არჩილ გოგელია რედაქტორობდა, 1980-1984 წლებში _ თენგიზ გაჩეჩილაძე, 1984-1992 წლებში _ ნოდარ გუგუშვილი. გამოცემა 1992 წელს შეწყდა. "მართვემ" წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში, საერთოდ, ქართულ მედიაში.


ავტორი:  თენგიზ გაჩეჩილაძე


კალენდარი
ივლისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი