მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-25
გამოცდა სამტრედიასთან: კვასხვაძე ტორპედოშია, ჩხეტიანი უარით გაისტუმრეს...
კომპანია "ვისოლის" მფლობელობაში გადასული ქუთაისის "ტორპედო 2008" ახალი სეზონისთვის მზადებას ქუთაისში განაგრძობს. საღორიის საწვრთნელ ბაზაზე მოედნების მოწესრიგება მიმდინარეობს და გუნდი ვარჯიშებს ცენტრალურ სტადიონზე ატარებს. შაბათს, 26 ივნისს ტორპედოელები საკუთარ არენაზე უმაღლესი ლიგის ბინადარ "სამტრედიასთან" პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. რამაზ მუმლაძე უშუალოდ საქმეში დააკვირდება თავის ახალ შეგირდებს და ალბათ, ამ მატჩის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელის დარჩენა-არდარჩენის საკითხიც გადაწყდება.
გუნდი უკვე დატოვა მცველმა თემურ ხარებავამ, რომელიც გასულ სეზონში "ტორპედოს" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო. ცოტა უფრო ადრე კლუბიდან კიდევ ერთი მცველი, ბესიკ ხაჭიპერაძეც წავიდა. შესაძლოა უახლოეს დღეებში მათ გზას სხვებიც დაადგნენ. თუმცა გუნდში დანაკლისზე მეტი მატებაა. სატრანსფერო ბაზარზე "ტორპედო" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდია. მოგეხსენებათ, ქუთათურებმა უკვე საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დაიმატეს. გუნდში ჩაირიცხნენ: თენგიზ ჩიკვილაძე ("დინამოდან"), გიორგი დათუნაიშვილი ("ვიტ ჯორჯიადან"), დაჩი ფოფხაძე, თორნიკე თარხნიშვილი (ორივე ცხინვალის "სპარტაკიდან"), ნოდარ მაჭავარიანი ("ოლიმპიდან"), და ზაურ ხაჭიპერაძე ("სამტრედიადან").
ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ქუთაისურ გუნდში ითამაშებს ნიკა კვასხვაძე, რომელიც ბოლოს "გაგრაში" ირიცხებოდა. გუნდთან ერთად იმყოფებოდა ფოთის "კოლხეთის" ყოფილი თავდამსხმელი დავით ციცხვაია, თუმცა მისი საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ტორპედოელებს ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ მეკარე მაქსიმე ქვილითაიას დამატების იმედი. ქვილითაიამ გასული სეზონი "ლოკომოტივში" ჩაატარა და ამ გუნდში იმ შემთხვევაში დარჩება, თუ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება და "ლოკომოტივს" საუკეთესოთა შორის დატოვებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია, მან "ტორპედოში" გააგრძელოს კარიერა. რიონისპირელებს "ვიტ ჯორჯიადან" ტანმაღალი ფორვარდის ვახტანგ კვარაცხელიას დამატებაც სურთ, თუმცა მისი საკითხი უფრო რთულადაა. კვარაცხელიას ვეტერინარებთან კონტრაქტი აკავშირებს და თბილისელები თავიანთ გოლეადორს ვერ ელევიან.
სარწმუნო წყაროს ცნობით, "ტორპედოში" თამაშის სურვილი ჰქონდა ზაქათალის "სიმურგის" ნახევარმცველ კახა ჩხეტიანს, ის გუნდის ხელმძღვანელებსაც შეხვდა და მათ შორის მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.
ქუთაისურ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კლუბის პრესატაშე რამაზ ჩხიკვაძე ამ ეტაპზე ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს. მისი თქმით, ყველაფერი უახლოეს დღეებში დალაგდება და ოფიციალურად ყველაფერი დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გაცხადდება.





ავტორი:  დავით კოხრეიძე


კალენდარი
ივლისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი