მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-30
ევროპის ლიგა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. დინამო-ფლორა - ესტონელები ბეგლარიშვილით გვეთამაშებიან: ფლორამ ჰოლანდიიდან თავდასხმელი დაიმატა
ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი თბილისის "დინამო" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას აგრძელებს. მოგეხსენებათ, 1 ივლისს კახა კაჭარავას გუნდის მეტოქე ესტონეთის თასის ფინალისტი და მეოთხეადგილოსანი ტალინის "ფლორაა". უპრიანი იქნება ჯერ ჩვენს გუნდზე მოგითხროთ, მერე კი მეტოქესა და ხუთშაბათის მატჩზე.
"დინამო" ევროტურნირებისა და ახალი სეზონისთვის თბილისში მოემზადა. შეგახსენებთ, რომ განვლილი სეზონის შემდეგ, კაჭარავას გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა. კერძოდ, მცველები - კაპიტანი გურამ კაშია, თენგიზ ჩიკვილაძე და მაკედონიელი ალექსანდრ კრტესკი, ნახევარმცველი შოთა კაშია და გაბონელი თავდამსხმელი ჯორჯ აკირემი. რაც შეეხება შევსებას, ჯერჯერობით გუნდს მხოლოდ ორი ფეხბურთელი შეუერთდა - ისრაელიდან დაბრუნებული ნახევარმცველი ლევან ხმალაძე და თბილისის "ლოკომოტივიდან" თავდამსხმელი ზვიად მეტრეველი.
რაც შეეხება მეტოქეს. "ფლორა" თბილისში გუშინ ჩამოფრინდა და სასტუმრო "პრესტიჟში" დაბინავდა. ესტონელებმა გუშინ საღამოს დიღმის მასივში, სპორტკომპლექს "ოლმპიკზე" ივარჯიშეს. ესტონეთის ჩემპიონატში ახლა პაუზაა. ფლორა, რომელსაც ესტონეთის ნაკრების ყოფილი მცველი მარტინ რეიმი წვრთნის, "ტრანსთან" ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.
ტალინელთა გუნდის თავკაცმა მარტინ რეიმმა თბილისში 18 ფეხბურთელი ჩამოიყვანა. ესტონელთა შემადგენლობაშია 20 წლის თავდამსხმელი ზაქარია ბეგლარიშვილი. შეგახსენებთ, რომ ბეგლარიშვილი საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფორვარდია, ბოლოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული და 2-3 წლის წინ, ამსტერდამის "აიქსის" ჭაბუკთა სკოლაში იყო სტაჟირებაზე. ზაქარია ბეგლარიშვილმა მიმდინარე სეზონში, "ფლორას" რიგებში 6 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. ზაფხულის პაუზისას ტალინელებმა ერთი თანამემამულე უცხოეთიდან ინათხოვრეს, ჰოლანდიის პირველი დივიზიონის "იგლიდან" 25 წლის თავდამსხმელი სანდერ პოსტი, რომელიც ესტონელებს თბილისში თან ახლავთ.
დაბოლოს, დღეს მეტოქეები მატჩის წინა ბოლო ვარჯიშს გამართავენ. ეროვნულ სტადიონზე 18 საათზე ესტონელები ივარჯიშებენ, 18 საათზე კი წვრთნას "დინამო" ჩაატარებს. ხუთშაბათს, 1 ივლისს კი "დინამოსა" და "ფლორას" მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 18 საათზე დაიწყება. შეხვედრას ებრაელი მსაჯები გაუძღვებიან, არბიტრი ელი ახმნონი იქნება. თამაშზე დასასწრები ბილეთის ფასი 3 და 5 ლარია. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟს "პირველი არხი" გადასცემს.



ავტორი:  დავით ცაბაძე


კალენდარი
მაისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
16
23
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი