მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-30
კონფერენციის შემდეგ: - ლექსო თოფურია - კოლხიდა კონტრაქტს არ გაწყვეტს, თუ...
მედიაკომპანია "კოლხიდას" დამფუძნებელი და პრეზიდენტი ლექსო თოფურია აცხადებს, რომ პროფესიული ფეხბურთის ლიგასთან გაფორმებულ კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუკი უმაღლესი ლიგის კლუბები კერძო საკუთრებაში გადავლენ. ლაპარაკია მედიაპროექტის ინიცირებულ გადაცემა "გოლზე", რომელიც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციისა და კომერციალიზაციის მიზნით ჩამოყალიბდა.

- ბატონო ლექსო, გაურკვეველია, გააგრძელებს თუ არა პროფესიული ფეხბურთის ლიგა "კოლხიდასთან" კონტრაქტს. კონფერენციიდან გამოსულ ხმებს თუ დავუჯერებთ, თქვენ პირობა წამოგიყენეს - ლიგის წინაშე 2007 წლიდან არსებული დავალიანება უნდა გადაიხდოთ.
- ჩვენ ლიგასთან 20-წლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ და 2009 წლამდე დავალიანება გავისტუმრეთ. ახლა ლაპარაკია, როგორ განვიხილოთ 2010 წელი.
- როგორც ვიცით, ვადა 31 ივლისამდეა დათქმული...
- დიახ, ასეთია შეთანხმება და დამატებითი თანხა უნდა გადავიხადოთ.
- რატომ დამატებითი?
- დამატებითი თანხა დღევანდელი ვითარებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე გამოჩნდა. ამით დეფიციტში გარღვევა აღმოფხვრილი იქნება.
- გააჩნია კი "კოლხიდას" სახსრები, დამატებითი თანხა რომ გაისტუმროს და პროექტი არ ჩააგდოს?
- საკითხი ასე დგას: კლუბები კერძო საკუთრებაში უნდა გადავიდნენ. "კოლხიდას" პროექტის გაგრძელება მხოლოდ ასეთ შემთხვევაში უღირს. სხვაგვარად, ის 31 ივლისამდე შეწყდება, მანამდე კი კლუბებთან დავალიანებას აუცილებლად გავისტუმრებთ, არსებულ კონტრაქტს "კუდები" რომ არ დარჩეს.
- ანუ, კონტრაქტის შეწყვეტაზე მართლა ფიქრობთ?
- რასაკვირველია?! თუმცა ახლა სწორი მიმართულებაა აღებული. კონფერენციაზე შევიტყვე, რომ ზუგდიდის "ბაია" ძალზე სოლიდურმა კომპანიებმა - "სოკარმა" და "ჯი-ემ-სი ჯგუფმა" აიყვანეს. ფოთის პორტი და კიდევ 6 კომპანია "კოლხეთს" უპატრონებენ, "მადნეული" კი - ბოლნისის "სიონს".
- ეს ძალიან კარგი სიახლეა...
- დიახ, დამაიმედებელი ვითარებაა. აქამდე "ვისოლმა" ქუთაისის "ტორპედო" აიყვანა, "ოლიმპი", "ზესტაფონი" და "ვიტ ჯორჯია" კი ისედაც კერძო კლუბებია. ანუ, კერძო საკუთრებაში უკვე 8 კლუბია. ეს ტენდენცია, უპირველესად, ისევ ქართული ფეხბურთის განვითარებას წაადგება. ჯერჯერობით, გაურკვეველი ვითარებაა "სამტრედიისა" და ცხინვალის "სპარტაკის" შემთხვევაში. იმედია, მათი ბედიც მალე გაირკვევა და თუ ასე მოხდება, შეჯიბრების ნორმალურად ჩატარების სასურველი წინაპირობაც იქნება.
- სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ კლუბებთან ურთიერთობა პრობლემურია?
- 5 წლის წინაც ძალიან პრობლემური იყო და ახლაც ასეა. გახსოვთ, ალბათ, როგორ ვიბრძოდით. კარგია, პროცესი რომ დაიწყო და იმედია, ასეთივე ტემპით გაგრძელდება და მალე ყველა კლუბს კერძო მეპატრონე ეყოლება.


ავტორი:  მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
მარტი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
14
21
28
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი