მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-30
პროფლიგა. კონფერენცია: უმაღლესი ლიგა არ გაფართოვდა - სასჯელები გამკაცრდა, ლიგას დუბლები და ჭაბუკებიც ჩააბარეს
გუშინ საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის კონფერენცია გაიმართა. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხი იყო შეტანილი: 1. 2010/11 წლების სეზონში უმაღლესი, პირველი ლიგების და თასის გათამაშების რეგლამენტის დამტკიცება; 2. სუპერთასის მატჩის გამართვის თარიღის დამტკიცება; 3. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დუბლშემადგენლობისა და ჭაბუკთა ლიგის გათამაშებების პფლ-ის ეგიდით ჩატარების შესახებ; 4. პირველ ლიგაში დავალიანების მქონე კლუბების საკითხის განხილვა; 5. სხვა მიმდინარე საკითხები.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებმა. საბოლოოდ, დღის წესრიგში არ შევიდა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც პასუხი გაცემულია - თბილისის "ლოკომოტივისა" და "გაგრას" იმედების მიუხედავად, ეს ორი კლუბი უმაღლეს დივიზიონს დაემშვიდობა, ანუ ლიგა 12 გუნდამდე არ გაიზარდა. ეს გუშინდელი კონფერენციის ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება იყო, რომელსაც დიდი მუშაობა უძღვოდა წინ.
გია ფირცხალავა, პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი: "მიუხედავად იმისა, რომ "ლოკომოტივი" და "გაგრა" კერძო მფლობელობაშია, ჩვენ ვიხელმძღვანელეთ რეგლამენტის მიხედვით და ლიგა ათგუნდიანი დავტოვეთ. უმაღლესში, როგორც გათვალისწინებული იყო, პირველი ლიგის ორი გამარჯვებული - ფოთის "კოლხეთი" და ქუთაისის "ტორპედო" გადავიდა, შესაბამისად, ლიგა დატოვეს "გაგრამ" და ლოკომოტივმა". რაც შეხება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფორმატს: XXII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 10 გუნდი ოთხ წრედ ითამაშებს. პირველი ეტაპი 6-7 აგვისტოს დაიწყება და 12 დეკემბერს დასრულდება. მეორე ეტაპი 12-13 თებერვალს დაიწყება და 27 მაისს დასრულდება. კალენდარიც მალე დადგინდება. რაც შეეხება პირველ ლიგას, ის 16 გუნდით დაკომპლექტდება და ტურნირი ორ წრედ ჩატარდება.
უმაღლესი ლიგიდან შემდეგშიც ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი გავარდება. მომავალი სეზონის ბოლოს გადათამაშება აღდგება და უმაღლესის საგზურს ლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზე გასული და პირველი ლიგის მესამეადგილოსანი გაითამაშებენ. დუბლების ჩემპიონატი, 3 წრის ნაცვლად, ამჯერად ოთხ წრედ ჩატარდება. დუბლების თამაშები გაიმართება უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების თამაშების მეორე დღეს.
26 მაისის ნაცვლად, თასის ფინალი 13 მაისს დავგეგმეთ. წინა გათამაშების მსგავსად, 1/16 და 1/8 ფინალები ერთმატჩიანი იქნება. ევროთასებზე გასული ოთხეული კი, თასის გათამაშებას მეოთხედფინალიდან ჩაერთვება. რაც შეეხება სუპერთასის გათამაშებას, ის 20 ოქტომბერს გაიმართება. თუმცა ჯერ მატჩის გამართვის ადგილი არ დაზუსტებულა".
მიხეილ აბაიშვილი, პროფლიგის პრესატაშე: "ვინაიდან სუპერთასის ორივე მონაწილე, "ოლიმპი" და "ვიტ ჯორჯია", რუსთავში თამაშობს, მატჩი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება".
- მედიაკომპანია "კოლხიდასა" და პფლ-ის თანამშრომლობა გაგრძელდება? როგორც შევიტყვეთ, კონფერენციაზე ამის თაობაზე ილაპარაკეთ...
გია ფირცხალავა: - საქმე ისაა, რომ, "კოლხიდას" დამფუძნებელმა 31 ივლისამდე ითხოვა დრო, როცა საბოლოო პასუხს გვეტყვის, გააგრძელებს თუ არა კონტრაქტს. ასე რომ, პარტნიორობის საკითხი მომავალი თვის ბოლომდე გადაწყდება.
- ანუ, შესაძლოა, კონტრაქტი თავად გაწყვიტოს?
- შესაძლოა, რადგან ეს თავად თოფურიას გადასაწყვეტია...
- თუ "კოლხიდამ" კონტრაქტზე უარი თქვა, საქართველოს ჩემპიონატი ტელევიზიით არ გაშუქდება?
- როგორ არ გაშუქდება?! არიან მსურველი ტელევიზიები და ეროვნული ჩემპიონატი უეთეროდ არ დარჩება.
- "დია" თუ გაიმართება?
- აუცილებლად გაიმართება და თარიღს უახლოეს დღეებში გაცნობებთ. მანამდე ჩატარდება ჟურნალისტებისა და სპეციალისტებსი გამოკითხვა და ნომინანტები გამოვლინდებიან.
- შევიტყვეთ, რომ პირველი ლიგის რამდენიმე გუნდს ჯარიმა დაუწესეთ.
პაატა ბურჯალიანი, პროფესიული ფეხბურთის ლიგის გენერალური დირექტორი: - ლიცენზირების კომიტეტმა, ჯარიმის გადაუხდელობისთვის, ჩემპიონატის მინუს სამი ქულით დაწყება მიუსაჯა "შავი ზღვის უნივერსიტეტსა" და ახალციხის "მესხეთს", ლაგოდეხის "ჰერეთი" კი ტურნირს მინუს ცხრა ქულით დაიწყებს. რაც შეეხება "35-ე" სკოლას, "ჭიათურას" და "ნორჩ დინამოელს", დავალიანების დასაფარად ერთკვირიანი ვადა მიეცათ.
- მართალია, რომ დღის წესრიგში უმაღლესი ლიგის გაფართოება იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ამოიღეთ?
მიხეილ აბაიშვილი: - დღის წესრიგი ერთი კვირით ადრე გამოვაქვეყნეთ და რა საკითხებიც იყო, ლიგის პრეს-სამსახურმა ოფიციალურად განაცხადა.
- პირველ ლიგაში საწევრო გაგიზრდიათ.
პაატა ბურჯალიანი: - დიახ, 20 ათას ლარამდე გაიზარდა. მიზეზი ისაა, რომ მომსახურების ხარჯები გაიზარდა.
- დუბლების ტურნირი რა ფორმატით გაიმართება?
პაატა ბურჯალიანი: - უმაღლესის კალენდარს დაემთხვევა და ოთხ წრედ გაიმართება. დუბლებისა და ჭაბუკთა ლიგის გათამაშებები ამიერიდან პროფლიგის კომპეტენციაში გადავიდა.
- სახელმწიფო გუნდების კერძო საკუთრებაში გადაცემაზე იყო ლაპარაკი. რაიმე სიახლე თუ არის?
გია ფირცხალავა: - ბოლნისის "სიონს" "მადნეული" მიხედავს, ზუგდიდის "ბაიას" "სოკარი" და "ჯი-ემ-სი ჯგუფი", ფოთის "კოლხეთს" კი ფოთის პორტი და კიდევ ექვსი ბიზნეს-ჯგუფი.
სხვათაშორის, გამკაცრდება სასჯელები და ადრინდელივით სიმბოლური გადასახადი არ იქნება.



ავტორი:  მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
აპრილი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
17
18
21
25
26
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი