მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-30
ევროპის ლიგა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. ზესტაფონი-ფაეტანო: ალადაშვილი ზესტაფონში ვარჯიშობს - ფაეტანო ბათუმში ჩამოფრინდა
ხუთშაბათს, 1 ივლისს, "ზესტაფონს" ევროპის ლიგის 2010-11 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სან მარინოს "ფაეტანოს" უმასპინძლებენ. გუნდი, სტადიონი და ქალაქი მატჩს დიდი ინტერესით ელის, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის სახელი ბევრს არაფერს გვეუბნება. გია გეგუჩაძის გუნდმა ევროტურნირებისა და ახალი სეზონისთვის მზადების დასკვნითი რაუნდი ავსტრიაში ჩაატარა. იმერლები უკვე 4 დღეა, რაც მშობლიურ ქალაქში ემზადებიან. ზესტაფონელებმა უეფაში განაცხადი 22 ფეხბურთელზე გააგზავნეს:
მეკარეები - 1. როინ კვასხვაძე, 12. ზურაბ მამალაძე, 25. გიორგი კიკაბიძე;
მცველები - 4. გიორგი ონიანი, 5. მამუკა კობახიძე, 13. კარენ მაკარიანი, 16. გიორგი ხიდეშელი, 20. ზაალ ელიავა;
ნახევარმცველები - 7. ალექსი ბენაშვილი, 8. მურთაზ დაუშვილი, 10. ირაკლი ძარია, 17. თორნიკე გორგიაშვილი, 18. თორნიკე აფციაური, 19. შოთა გრიგალაშვილი, 21. გიორგი მიქაბერიძე, 22. გიორგი ცხადაია, 27. შოთა ბაბუნაშვილი;
თავდამსხმელები - 9. ნიკოლოზ გელაშვილი, 11. ჯაბა დვალი, 14. საბა ლომია, 15. ნიკოლოზ ჩიხლაძე, 33. გოგი ფიფია.
გაცნობებთ იმასაც, რომ უკვე სამი დღეა, რაც გუნდთან ერთად ვარჯიშობს მცველი კახა ალადაშვილი. ეს ფეხბურთელი, რომელიც 11 აგვისტოს 27 წლის ხდება, კონტრაქტით მახაჩყალის "ანჟის" ეკუთვნის, მაგრამ ამ კლუბში ბოლოს თამაში არ უწევდა. გასულ ზამთარს ალადაშვილი სამარის "კრილიაში" გამოჩნდა და საკონტროლო მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ამ კლუბში მისი ტრანსფერი არ შედგა. ალადაშვილს ეროვნულ ნაკრებში 2005-06 წლებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული. როგორც გავიგეთ, იმერელთა კლუბში ალადაშვილის დარჩენა-არდარჩენის საკითხი ამ დღეებში გადაწყდება. თუ ალადაშვილი "ზესტაფონში" ჩაირიცხა, მაშინ ევროპის ლიგის მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მას უეფას განაცხადშიც შეიყვანენ.
გაცნობებთ იმასაც, რომ ევროტურნირებისთვის ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" სარემონტო სამუშაოები უკვე ჩატარდა და ყველაფერი მწყობრშია. ახალი კონსტრუქცია დამონტაჟდა მწვრთნელებისა და სათადარიგო მოთამაშეთა განსათავსებლად. აღმოსავლეთ ტრიბუნაზე გასულ სეზონში დაზიანებული წითელი ფერის სკამები გამოიცვალა და თეთრი ფერის ინდივიდუალური სავარძლებ დამონტაჟდა. სკამები შეიცვალა VIP-სექტორშიც და ახალი სავარძლები ფერითა და განლაგებით "ზესტაფონის" დროშის კომბინაცია შედგა.
რაც შეეხება მეტოქეს. "ფაეტანო" გუშინ ნაშუადღევს, ჩარტერული ავიარეისით ბათუმში ჩამოფრინდა და იქვე, სასტუმრო "შერატონში" დაბინავდა. გუნდი, რომელსაც სერენა ურალდი წვრთნის, გასულ სეზონში სან მარინოს პირველობის B ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი ოფში ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, ბოლო ეტაპზე ოქროსმედალოს "ტრე ფიორესთან" დამარცხდა. მეტოქე გუნდის თავკაცმა სერენა ურალდიმ საქართველოში გამოფრენამდე სან მარინოს ტელევიზიასთან საუბარში ასეთი კომენტარი გააკეთა:
"ზესტაფონის" სახით ძლიერი მეტოქე რომ გვერგო, ამაზე ამ გუნდის, ევროტურნირებზე შარშანდელი სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. ქართული გუნდი ავსტრიაში მზადებისას ძლიერ გუნდებს ეთამაშა და კარგად არის მომზადებული. მეტოქეზე ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ ფავორიტად სწორედ მოწნააღმდეგ მიიჩნევა. ჩვენი მიზანია გასვლით შეხვედრაში კარგად წარმოვჩნდეთ და მომდევნო რაუნდში გასვლის შანსი საპასუხო მატჩამდე შევინარჩუნოთ. გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად, საქართველოში 5 ახალგაზრდა ფეხბურთელი მიგვყავს. თუ შესაძლებლობა იქნება, მინდა მათ საერთაშორისო მატჩების გამოცდილება მიიღონ. იმედი მაქვს ჩვენი გუნდის დაცვა და მეკარე ლუკა დიმეტო ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევენ მეტოქეს", - იმედოვნებს "ფაეტანოს" თავკაცი სერენა ურალდი.
დაბოლოს, ისევ სანმარინოელებთან მატჩზე ვთქვათ. "ზესტაფონისა" და "ფაეტანოს" მატჩი 1 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 20 საათზე დაიწყება. ამ თამაშზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 (აღმოსავლეთ ტრიბუნაზე) და 7 (დასავლეთ ტრიბუნაზე) ლარია. შეხვედრას სერბი მსაჯები გაუზღვებიან. მატჩის არბიტრი ვლადო გლადიოვიჩი იქნება.



ავტორი:  დავით ცაბაძე


კალენდარი
აპრილი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
17
18
21
25
26
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი