მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-30
შოთამ ქაისერი შეკრიბა: ქართველს მიზნად ხუთეული დაუსახეს
შოთა არველაძე თურქული "ქაისერისფორის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას შეუდგა. საზაფხულო პაუზის შემდეგ მან გუშინ პირველად შეკრიბა გუნდი. "ქაისერისფორში" გუშინ დილით სამედიცინო შემოწმება იყო, საღამოს კი შოთამ მსუბუქი წვრთნა ჩაატარა. არველაძის გუნდი, ერთი გამონაკლისის გარდა, სრული შემადგენლობით არის შეკრებილი. თურქული ვებგვერდების ინფორმაციით, ახალწვეული მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი ქაისერელებს ამ დღეებში შეუერთდება.
"ბოლო სეზონს თუ არ ჩავთვლით, უკანასკნელი წლების განმავლობაში "ქაისერისფორი" მოწინავე 5-6 გუნდს შორის იყო. ჩვენ ეს ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ. ზაფხულის პაუზისას გუნდში არაერთი ცვლილება მოხდა. რამდენიმე მოთამაშე წავიდა, ფეხბურთელები დავიმატეთ და გვინდა, კიდევ გავძლიერდეთ. ჩემი მიზანია კარგად შეკრული და წარმატებაზე ორიენტირებული გუნდი ჩამოვაყალიბო", - აღნიშნა შოთამ თურქულ პრესასთან საუბარში.
ჟურნალისტები ახალ მწვრთნელსა და მის პირველ სამუშაო დღეზე კლუბის სპორტულ დირექტორ სულეიმან ჰურმას აზრითაც დაინტერესდნენ. ჰურმამ აღნიშნა, რომ შოთა არველაძის დიდად ემედება და სჯერა, რომ ახალ სეზონში "ქაისერი" მოწინავე ხუთეულში დაიმკვიდრებს ადგილს.
არველაძემ პირველივე სამუშაო დღეს გუნდის კაპიტანი დანიშნა. ეს პატივი შემტევ ნახევარმცველ მეჰმეთ ერენს ერგო, რომელიც ბოლო 3 წელია "ქაისერისფორში" ასპარეზობს და 89 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.
თურქული ვებგვერდების მიხედვით, არველაძე ჯერაც არ კარგავს იმედს, რომ გლაზგოს "რეინჯერსიდან" შოტლანდიის ნაკრების თავდამსხმელ კრის ბოიდს გადაიბირებს. შეგახსენებთ, რომ ბოიდის აყვანა "ბირმინგემს", "ბლექბერნს", "მიდლსბროს", თურქულ "ბურსასფორსა" და "ანკარაგიუჯუს" უნდათ. არველაძე მზად არის შოტლანდიის ნაკრების ფორვარდს კერძო თვითმფრინავი გაუგზავნოს, თუ ის ქაისერში კონტრაქტზე ხელმოსაწერად ჩავა.
"კრის ბოიდს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, თუ სად გააგრძელებს კარიერას. ჩვენ მას ჩინებული ფინანსური პირობები შევთავაზეთ, რითაც უკმაყოფილო ნამდვილად არ არის. ბოიდის აგენტსაც ვესაუბრე, ის და მისი კლიენტი ჩვენ მიერ შეთავაზებული პირობებით კმაყოფილნი არიან. აგენტმა საუბარში თურქეთამდე გადამღლელი მგზავრობა ახსენა. თუ კრის ბოიდი ჩვენს გუნდში თამაშს გადაწყვეტს, მაშინ შეგვიძლია მას გადაჯდომებით გადამღლელი მგზავრობა თავიდან ავაცილოთ. თუ ბოიდი თანახმაა, ჩვენ მზად ვართ, კერძო თვითმფრინავი გავუგზავნოთ ქაისერში ჩამოსაფრენად. თურქეთში მხოლოდ ვითარების გასაცნობად თვითმფრინავის გაგზავნა ჩვენთვის ძვირი სიამოვნებაა", - აღნიშნა შოთა არველაძემ ევენინგტიმეს.ცო.უკ-სთან კომენტარში.








ავტორი:  დავით ცაბაძე


კალენდარი
აპრილი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
17
18
21
25
26
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი