მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-30
ქართველებთან ურთიერთობა ყოველთვის მსიამოვნებდა
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და "დინამოს" კორტებზე ორ კვირას გრძელდებოდა თბილისისა და "რენას და დათოს" თასის გათამაშება 14-16 წლის ჩოგბურთელთა შორის. შეჯიბრებას მრავალი სტუმარი ჰყავდა. ერთ-ერთი გახლდათ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებული და პრიზიორი იულია სალნიკოვა. მისი ვაჟი - სტეფანოს ციციპასი 14-წლიანებში გამოდიოდა და წყვილებში მეორე ადგილიც დაიკვა. თავად იულია ცნობილი საბჭოთა ფეხბურთელის, საკავშირო ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" მოთამაშის სერგეი სალნიკოვის ქალიშვილია. სსრკ-ის ჩემპიონატებზე იგი ლეილა მესხსაც უწევდა მეტოქეობას, 80-იანი წლების მიწურულს კი ისინი წყვილებში ერთად ავიდნენ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ტალინში.

- ლეილა მესხი ჩოგბურთელი დების - ირინა და მარინა მალაციძეების მეშვეობით გავიცანი. - მითხრა იულიამ. - მართალია, იგი ოთხი წლით უმცროსია, მაგრამ ჩვენი მეგობრობისთვის ამას ხელი არ შეუშლია. თუმცა, კორტებზე უშეღავათო მეტოქეები ვიყავით. თუ არ მეშლება, დადებითი ბალანსი ჩემს მხარეს უნდა იყოს. ერთხელ ერევანში საბჭოთა კავშირის თასის გათამაშებისას დავუპირისპირდით ერთმანეთს. მახსოვს, ბურთს რომ ვაწოდებდი, კორტზე უეცრად უშველებელმა ვირთხამ გადაირბინა. ლეილამ შიშისგან შეჰკივლა, მე კი ხელები ჰაერში გამიშეშდა, მაგრამ მალევე მოვეგე გონს, როგორც უფროსმა, შიშიც ადრე დავძლიე და ის მატჩიც მოვიგე. მერე და მერე ლეილა უფრო დაწინაურდა. არა მარტო საბჭოეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გაითქვა სახელი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორიც გახდა. ყოველთვის მიხაროდა მისი წარმატებები.
- სხვა ქართველ ჩოგბურთელებთან თუ გქონიათ ურთიერთობა?
- როგორ არა. როგორც გითხარით, ნაცნობობა მალაციძეებით დაიწყო. ალექსანდრე მეტრეველი მოსკოვში რომ ჩამოდიოდა სათამაშოდ, გოგონები სპეციალურად მივდიოდით კორტებზე მის საყურებლად. შესანიშნავი პიროვნება და ჩოგბურთელი გახლდათ თეიმურაზ კაკულია. დღემდე ვინარჩუნებ მეგობრულ ურთიერთობას მალაციძეებთან, ლეილა მესხთან, ლალი ზერეკიძესთან, სხვებთანაც. საერთოდ, ძალიან მსიამოვნებს ქართველებთან ურთიერთობა. თბილისში თავს შინაურულად ვგრძნობ.
- როგორც ვიცი, წყვილებში უფრო ტყუპისცალთან ერთად ამჯობინებდით ასპარეზობას...
- დიახ, ასე იყო. არბიტრებსა და მეტოქეებს უჭირდათ ჩვენი გარჩევა. ჩემს დას უფრო ძლიერი მოწოდება ჰქონდა, ამიტომ ხშირად მივმართავდით სპორტულ ეშმაკობას - ბურთს უფრო ხშირად ალა აწვდიდა, რაც მეტოქეთა ბანაკში გაუგებრობას და უკმაყოფილებას იწვევდა. არბიტრები სხვადასხვა ფერის წინდების ჩაცმას გვთხოვდნენ.
- შეყვარებულებსაც ხომ არ ერეოდით ერთმანეთში?
- (ეცინება). გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საბერძნეთში გავთხოვდი. ოთხი შვილი მყავს. ორი ვაჟი ჩოგბურთს თამაშობს, აი, სტეფანოსი ამ შეჯიბრებაზე სხვებზე უმცროსია, მაგრამ ერთი პრიზი უკვე დაიმსახურა. იმედია, მომავალში ბიჭები უფრო დიდ სიმაღლეზე ავლენ.









ავტორი:  ვაჟა დანელია


კალენდარი
სექტემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი