მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-04-03
ზესტაფონი ჭელიძეს დაუზავდა

ლოკომოტივი-ზესტაფონი 1-1

1:0 გ. ჭელიძე (24. პენ), 1:1 ჩიხლაძე (76. მიქაბერიძის პასით)

ლოკომოტივი: ქვილითაია - ლ. ჩაგელიშვილი, გუშარაშვილი, ხატიაშვილი, სარალიძე - ქებაძე (69. ბოჭორმელი), ბონდო გოცირიძე, დიაკვნიშვილი, შენგელია (63. ვეკუა) - გ. ჭელიძე - მეტრეველი (90. ბ. მახარაძე).

სათადარგოები: გვენცაძე, ჩარგეიშვილი, კაკულია, დ. ჩაგელიშვილი

ზესტაფონი: რ. კვასხვაძე - ბენაშვილი, გ. ონიანი, ხიდეშელი, ელიავა - გორგიაშვილი (82. გამეზარდაშვილი), დაუშვილი, ლ. კორღალიძე (51. მიქაბერიძე), ძარია - დვალი, ს. ლომია (69. ჩიხლაძე)

სათადარიგოები: მამალაძე, მ. კობახიძე, მაკარიანი, ცხადაია

გაფრთხილება: ხიდეშელი (23), ლ. ჩაგელიშვილი (53), ხატიაშვილი (64)

გაძევება: ხიდეშელი (77)

არბიტრი: ლ. სილაგავა

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ორივე გუნდს გამარჯვება ესაჭიროებოდა - ლოკომოტივს უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის რეალური ბრძოლის გასაგრძელებლად, ზესტაფონს კი მიზერული საჩემპიონო შანსის შესანარჩუნებლად. პირდაპირ ვთქვათ, რაც გუშინდელმა მატჩმა დაგვანახვა: ლოკომოტივი გასავარდნად დაგვენანება, ზესტაფონი კი საჩემპიონო გუნდი არაა.

ბუნებრივია, ამ ორ გუნდს შორის კლასში სხვაობა თვალსაჩინოა, მაგრამ ძლიერ მეტოქეს ლოკომოტივმა დისციპლინირებული ფეხბურთი და რაც მთავარია, გიორგი ჭელიძე დაუპირისპირა. ჭელიძე აქამდეც გუნდის ლიდერი იყო, მაგრამ გუშინ უბრალოდ, შეუდარებელი იყო - საკუთარი ტექნიკური არსენალი ბოლომდე გამოიყენა და რკინიგზელთა თითქმის ყველა შემტევის სულისჩამდგმელად მოგვევლინა. 90 წუთის განმავლობაში იგი დაუღლელად ეძებდა მეტოქის კართან მისასვლელ გზებს და თანაგუნდელებს ოდნავ მეტად რომ აებათ მხარი, მატჩი ლოკომოტივის გამარჯვებით დასრულდებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, სიტყვებით ძალიან ძნელია იმ საქმის სრულად გადმოცემა, რაც ნუგზარიჩმა თავის გუნდს გაუკეთა.

ზესტაფონს სამი დისკვალიფიცირებული, თორნიკე აფციაური, ნიკოლოზ გელაშვილი და რატი წინამძღვრიშვილი აკლდა, რამაც ფეროელთა შემტევი პოტენციალი შეასუსტა, მაგრამ იმ ფაქტს, რომ ზესტაფონმა მაღალი დონის გუნდური თამაში ვერ აჩვენა და უმეტესად მხოლოდ ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალური მონდომებით ცდილობდა ფონს გასვლას, მხოლოდ საკადრო პრობლემებით ვერ გავამართლებთ.

სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა თავიდანვე სტუმრებმა იგდეს ხელთ, მაგრამ პირველ ტაიმში ამისგან რეალური სარგებელი ვერ ნახეს. სამაგიეროდ, ჭელიძის გონივრული თამაშის წყალობით, ლოკომოტივი ხშირად ახერხებდა სწრაფი კონტრშეტევების განხორციელებას. ანგარიში სწორედ ამგვარ სიტუაციაში გაიხსნა. ჭელიძემ ეფექტური პასითYმეკარესთან პირისპირ გაიყვანა მეტრეველი, რომელიც საჯარიმოში ხიდეშელმა აკრძალული ხერხით შეაჩერა. ეს წმინდა წყლის ბოლო იმედის ჯარიმა იყო, მაგრამ სილაგავამ ქართველი მსაჯებისთვის დამახასიათებელი ლოიალობა გამოამჟღავნა და ხიდეშელს გაფრთხილება აკმარა. პენალტი ჭელიძემ უნაკლოდ შეასრულა და ანგარიშიც გაიხსნა.

პირველი ტაიმის მიწურულს სტუმართაგან ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა ჯაბა დვალმა ახალგაზრდა მეწყვილე საბა ლომია მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ ამ უკანასკნელის დარტყმა მაქსიმე ქვილითაიამ მოიგერია.

მატჩის მეორე ნახევარში ზესტაფონი შედარებით გააქტიურდა და ლოკომოტივის კართან სახიფათო მომენტებმაც იმატა. გეგუჩაძის ფეხბურთელები უმეტესად, სტანდარტული მდგომარეობებით ამწვავებდნენ თამაშს. ხიდეშელის თავური ხარიხას მოხვდა, დაუშვილის ძლიერი დარტყმა ქვილითაიამ ეფექტური ნახტომით მოიგერია, დვალის თავური მიზანს ოდნავ ასცდა...

უქმად არც სანაიას გუნდი ყოფილა, რომელსაც მთელი ძალებით წინ წასული ზესტაფონი შესატევად დიდ სივრცეებს უტოვებდა. ლოკომოტიველებს რამდენჯერმე შეეძლოთ ჭელიძის მიერ წამოწყებული კონტრიერიშების დაგვირგვინება, მაგრამ ოსტატობა აკლდებოდათ.

გეგუჩაძემ საქმეში ახალგაზრდები ჩართო და ამ ცვლილებებმა ფეროელებს ანგარიშის გათანაბრებაში შეუწყო ხელი. საგოლე კომბინაცია სწორედ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა განახორციელეს. ნიკოლოზ ჩიხლაძემ ახლო მანძილიდან გიორგი მიქაბერიძის პასით გაათანაბრა.

ერთ წუთში ხიდეშელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ ზესტაფონი მაინც განაგრძობდა იერიშებს. კარგი შანსი ჰქონდა დვალს, რომელმაც მიზანს ოდნავ ააცილა. კაცნაკლულ მეტოქეს ლოკომოტივმა უფრო თამამად შეუტია და საგოლე შანსი ჭელიძემ ორჯერ გაუშვა ხელიდან. ჯერ მეკარესთან პირისპირ გასულს მას ჯერ დაუშვილი წამოეპარა უკნიდან და დარტყმა არ ადროვა, შემდეგ კი ლოკომოტივის ლიდერი კვლავ კვასხვაძესთან ერთი-ერთზე გადიოდა, მაგრამ ბურთი ვერ დაიმორჩილა.

მოკლედ, ამერზე მზიან ამინდში მისულმა რვაასამდე გულშემატკივარმა არ ინანა და არცთუ მაღალი დონის, მაგრამ მაინც სანახაობრივი ფეხბურთი იხილა. მატჩის შედეგი კი ლოგიკურად უნდა მივიჩნიოთ.

ავტორი: ლევან ჯანეზაშვილი


კალენდარი
მაისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
16
23
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი