მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-04-03
ირლანდია გადაგვირჩა

საქართველოს თვრამეტწლამდელთა ნაკრებს იტალიის ქალაქ ტრევიზოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ნახევარფინალურ შეხვედრაში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ირლანდიელ თანატოლებთან წააგეს - 11:19, არადა თითქმის ტაიმ-ნახევრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიშშიც წინ იყვნენ. ჩვენი ნაკრები დღეს მესამე ადგილისთვის ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების თამაშზე კომენტარისთვის მთავარ მწვრთნელ ლევან მგელაძეს ტრევიზოში დავუკავშირდით.

- ნახევარფინალში ირლანდიასთან არ უნდა წაგვეგო, - გვიამბობს ლევან მგელაძე - მთელი პირველი ტაიმი და მეორის დასაწყისში თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. ირლანდიას ლელოს გატანის ერთი შანსიც არ ჰქონია. სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ჩვენმა მგეზავმა გოდერძი ჭინჭარაულმა, რომელიც სრულფასოვნად ვერ შევცვალეთ. მას შემდეგ, რაც მან მოედანი დატოვა, თამაში ვეღარ დავალაგეთ.

- რა შეიცვალა, პირველ ტაიმში მარცხის შემდეგ, რის ხარჯზე მოახერხეს ირლანდიელებმა ჩვენი გუნდის ძლევა?

- ირლანდიის ნაკრებს რვა მწვრთნელი ახლავს. შესვენებაზე ჩვენი თამაში გააანალიზეს, სუსტი წერტილები მოგვიძებნეს და თამაშიც მის გამოყენებაზე ააწყვეს. როცა მიხვდნენ, რომ შეცვლაზე შესული მგეზავი ფეხით ვერ თამაშობდა, ხაზი ამოწიეს, გაააქტიურეს და ტყუპისცალივით მსგავსი ორი ლელო გაგვიტანეს.

ფეხით თამაში ჩვენი გუნდის ყველაზე სუსტი კომპონენტია. ყველაზე კარგად ფულბეკი ბახვა კობახიძე ურტყამს და მანაც ბევრი გასატანი გარდასახვა და საჯარიმო ვერ გამოიყენა. ოთხ ლელოს რომ გაიტან და აქედან მხოლოდ ერთის გარდასახვას შეძლებ, ეს გუნდის ფსიქოლოგიაზე ახდენს გავლენას. არა, ნამდვილად არ გაგვიმართლა. ჭინჭარაულს ტრავმა რომ არ მიეღო, ირლანდიას მოგების შანსი არ ჰქონდა.

- საქართველოსა და ირლანდიის თვრამეტწლამდელთა მატჩმა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია...

- დიახ, გუშინ ნაკრებების მენეჯერთა კრება გაიმართა, სადაც საქართველო-ირლანდიის მატჩი საუკეთესოდ დაასახელეს. ჩვენი გუნდი კი სამაგალითოდ გამოაცხადეს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ თავისი ქცევის გამო.

უნდა აღვნიშნო, რომ თამაშის დასაწყისში ყველა ირლანდიას ქომაგობდა. ათი წუთის შემდეგ კი, მატჩის ბოლომდე მთელი სტადიონი ჯორჯია, ჯორჯიას სკანდირებდა. თამაშის დასრულების შემდეგ ირლანდიელებს, როგორც რაგბის წესია, დერეფანიც გავუკეთეთ და გამარჯვება ვაჟკაცურად მივულოცეთ. ყველა მატჩის შემდეგ მოედანზე ვრჩებით და რამდენიმე წუთი მოთელვას ვაკეთებთ, კუნთებისთვის დაძაბულობის მოსახსნელად. სანამ მოთელვას არ მოვრჩით და გასახდელისკენ გავემართეთ, მაყურებელი ტრიბუნიდან არ მიდიოდა. ფეხზე იდგნენ და მოედნიდან ტაშით გაგვაცილეს.

- რუმინეთის ნაკრების ფონზე ჩვენი მორაგბეების საქციელი მართლაც შთამბეჭდავი იქნებოდა...

- რუმინელები აქ რაგბის სათამაშოდ არ არიან ჩამოსულები. გერმანიასთან მატჩში ჩხუბის გამო მსაჯმა ორ რუმინელს წითელი ბარათი უჩვენა, ორი კი სინბინში გაუშვა. გერმანელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ: ორი ზელანდიელი, სამი აფრიკელი და კიდევ რამდენიმე არაგერმანული წარმოშობის მოთამაშე. რუმინელები, ალბათ, მოწინააღმდეგის კარგ თამაშს არ ელოდნენ და ჩხუბზე გადავიდნენ.

ჩვენთანაც ჩხუბობდნენ, მოთამაშეებს კბენდნენ, თმებში ქაჩავდნენ, ყველაფერს კადრულობდნენ, მაგრამ ბიჭები მკაცრად მყავდა გაფრთხილებული, პროვოკაციას არ აჰყოლოდნენ. ყველაფერი მოითმინეს და მოვუგეთ კიდეც. თუმცა დასაწყისში ძალიან გაგვიჭირდა. ბიჭები ფსიქოლოგიურად ვერ განეწყვნენ და მე-5 წუთზე უკვე 7:0-ს ვაგებდით. მერე და მერე, ფსიქოლოგიური წნეხისგან რომ გათავისუფლდნენ, თამაში წაუვიდათ, ყველაფერი გამოსდიოდათ. ოთხი ისეთი ლელო გავუტანეთ, ყველანაირი გემოვნების რაგბის გურმანს რომ დააკმაყოფილებს.

- მესამე ადგილისთვის მატჩში ბელგიის ნაკრებს ვხვდებით. როგორი შთაბეჭდილება დატოვა ამ გუნდმა და რას უნდა ველოდოთ ამ მატჩში?

- ბელგიას ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს. გუნდი თითქმის მთლიანად ფრანგებითაა დაკომპლექტებული. მართალია საფრანგეთის ნაკრებთან ნახევარფინალში წააგეს 21:0, მაგრამ ბოლო წუთებამდე დიდი ბრძოლა იყო და მხოლოდ 7:0-ს აგებდნენ. თუ ისევე ვითამაშებთ, როგორც ირლანდიასთან, მაშინ მოვუგებთ. მათი თამაშის ვიდეოფირი ვნახე, ცხადია, ისევე როგორც ჩვენ, მათაც აქვთ სუსტი წერტილები და ვეცდებით, ამით მაქსიმალურად ვისარგებლოთ. გუნდში საბრძოლო განწყობაა და დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მედლებით დავბრუნდებით.

ევროპის ჩემპიონატი,

ტრევიზო (იტალია)

დღეს

მე-7 ადგილისთვის

რუმინეთი-რუსეთი

მე-5 ადგილისთვის

გერმანია-იტალია

მე-3 ადგილისთვის

საქართველო-ბელგია

ფინალი

საფრანგეთი-ირლანდია

ავტორი: ბესიკ ჯანგავაძე


კალენდარი
მაისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
16
23
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი