მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-04-03
მონტობანი გავარდა, მონპელიე გადარჩა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურიღა დარჩა. პლეი ოფში, ანუ საუკეთესო ექვსეულში მოხვედრისთვის მებრძოლთა შორის ოთხს, კლერმონს, პერპინიანს, კასტრს და ტულონს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. დარჩენილ ორ ადგილზე კი პრეტენზიას კიდევ ოთხი აცხადებს.

მართალია, ზემოთ დასახელებულ გუნდებს პლეი ოფში თამაშის უფლება უკვე მოპოვებული აქვთ, მაგრამ მათ შორის ბრძოლა პირველ-მეორე ადგილებისთვის, რაც პირდაპირ ნახევარფინალის საგზურს იძლევა, მაინც გრძელდება.

სასიხარულოა, რომ ამ ოთხეულიდან სამი ქართველ მორაგბეთა გუნდია. აქვსენტი გიორგაძის კასტრი, რომელიც მთელ სეზონს სტაბილურად კარგად ატარებს, 24-ე ტურში უშუალო კონკურენტ პერპინიანს უმასპინძლებს. მატჩის შედეგს, უწინარესად, კასტრელებისთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რადგან მომდევნო, ბოლოსწინა ტურში ჩვენებურის გუნდი სტუმრად ხვდება ჩემპიონობის კიდევ ერთ უმთავრეს კანდიდატს დავით ზირაქაშვილის კლერმონს.

კასტრი, ისევე როგორც პერპინიანი, წლეულს საკუთარ მოედანზე ჯერ არ დამარცხებულა. ამას დავუმატოთ ისიც, რომ საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი გასვლით შეხვედრებში ვერ ყოჩაღობს. კასტრს კარგი შანსი აქვს, მეტოქის დამარცხებით სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცეს.

გიორგაძე ტრავმირებულია და თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს. პლანეტრუგბყ-ის პროგნოზით, კასტრი, სულ ცოტა, სამი ქულის სხვაობით მოიგებს.

ჩემპიონობის კიდევ ერთი მაძიებელი, დავით ზირაქაშვილის კლერმონი სტუმრად დაუპირისპირდება ფინანსურ გაჭირვებაში ჩავარდნილ სტად ფრანსეს, რომელიც რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე 49 ქულით მისთვის უჩვეულო მე-9 ადგილზეა.

უჩვეულო პარიზელებისთვის მარტო მე-9 ადგილი არაა. სეზონის განმავლობაში გუნდმა ორი მწვრთნელი გამოიცვალა და საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის ფინანსურმა კომისიამ ბიუჯეტში ორმილიონიანი გარღვევა აღმოუჩინა.

უპრობლემო არც კლერმონია. ჩვენებურის გუნდს ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლია. ბრუკ ჯეიმზი, ჟულიენ ბონერი და ჟულიენ მალზიო ვულკანებისთვის დიდი დანაკლისია. გამარჯვების შემთხვევაში კლერმონი ნახევარფინალისკენ გადადგამს დიდ ნაბიჯს. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იქნება.

პლანეტრუგბყ-ის პროგნოზით, კლერმონს ძალიან კი გაუჭირდება, მაგრამ მინიმუმ ხუთი ქულით მაინც მოიგებს.

დავით ქუბრიაშვილის ტულონს პლეი ოფი განაღდებული აქვს, თუმცა, მადა ჭამაში მოდისო და, გამორიცხული არ არის, პირდაპირ ნახევარფინალში თამაშსაც გამოჰკრას ხელი.

ტულონელები დღეს ერთ-ერთ აუტსაიდერის, ბასკურ ბაიონს უმასპინძლებენ. ორივე გუნდი მატჩს საბრძოლო შემადგენლობით ხვდება და, სავარაუდოდ, დიდი ბრძოლა იქნება. სტად დე მაიოზე ტულონელთა დამარცხება კი არც ისე იოლი საქმეა. ქუბრიაშვილი სასტარტო შემადგენლობაშია.

პლანეტრუგბყ ფიქრობს, რომ მასპინძლები მინიმუმ ათი ქულის სხვაობით მოიგებენ.

პლეი ოფში მოხვედრის თეორიულ შანსს ინარჩუნებს დავით ხინჩაგიშვილის ბრივი, რომელიც 24-ე ტურში შინ ბურგუენს ეთამაშება. ბურგუენელებს ფინანსურმა კრიზისმა დარია ხელი და, თუ სეზონის ბოლომდე მდგომარეობა არ გამოასწორეს, დივიზიონის დატოვება ემუქრებათ.

ბრივისთვის, ცხადია, კრიზისში მყოფი გუნდის ძლევა დიდი პრობლემა არ იქნება. მომდევნო ტურში ჩვენებურის გუნდი სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ ბაიონს ეთამაშება და თუ ბედმა გაუღიმა, ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, პლეი ოფში გააღწიოს. ბურგუენთან მატჩში ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იქნება.

პლანეტრუგბყ-ის პროგნოზით, ბრივი მეტოქეს დიდი ანგარიშით დაამარცხებს.

მამუკა გორგოძისა და გიორგი ჩხაიძის მონპელიე, რომელიც დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის, შინ ბოლო ადგილზე მყოფ ალბის დაუპირისპირდება. საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის ფინანსურმა კომისიამ გუშინ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გოდერძი შველიძისა და ბექა შეყლაშვილის მონტობანი ფინანსური პრობლემების გამო მომავალ სეზონს რანგით დაბალ, მეორე დივიზიონში დაიწყებს. იგივე, როგორც უკვე ვთქვით, ემუქრება ბურგუენსაც, ამიტომ ალბიმაც და მონპელიემაც, იმის მიუხედავად, რომელ ადგილს დაიკავებენ, შესაძლებელია, დივიზიონში ადგილი შეინარჩუნონ.

მონპელიელები აუტსაიდერისთვის არაფრის დათმობას აპირებენ. მით უფრო, რომ ეროვნული ნაკრებიდან რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაუბრუნდათ. წინასამატჩო განაცხადშია ორივე ქართველიც. გორგოძეს, მართალია, ფეხი ისევ აწუხებს, მაგრამ თამაში მაინც შეუძლია.

პლანეტრუგბყ-ის პროგნოზით, მონპელიე მინიმუმ თხუთმეტი ქულის სხვაობით მოიგებს.

სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო დივიზიონის დატოვება მოუწევს გოდერძი შველიძისა და ბექა შეყლაშვილის მონტობანს. დარჩენილ სამ ტურში ამ გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგს მნიშვნელობა აღარ აქვს.

მონტობანელები 24-ე ტურში სტუმრად თამაშობენ ბიარიცთან, რომელიც პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის.

პლანეტრუგბყ-ის პროგნოზით, ბასკები მინიმუმ 20 ქულით მოიგებენ.

სატურნირო მდგომარეობა: 1. პერპინიანი - 71 ქულა, 2. კასტრი - 71, 3. კლერმონი - 70, 4. ტულონი - 67, 5. ტულუზი -65, 6. მეტრო რასინგი - 59,7. ბიარიცი - 52, 8. ბრივი - 52, 9. სტად ფრანსე - 49, 10. ბურგუენი -45, 11. მონტობანი - 45, 12. ბაიონი - 43, 13. მონპელიე - 42, 14. ალბი - 20

ავტორი: ბესიკ ჯანგავაძე


კალენდარი
მაისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
16
23
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი