მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-04-03
არც ისეთი უიღბლო ვარ...

ბესიკ ჩიხრაძე ბრძოლას ბოლომდე აპირებს: უმაღლესი ლიგის მყარი აუტსაიდერი გაგრა გავარდნის უპირველესი კანდიდატია, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურით ადრე იმედების გადაწურვა უადგილოა და გაგრას პრეზიდენტმა სასწრაფო დახმარება ანატოლი პისკოვეცს სთხოვა. შესაძლოა, პისკოვეცი საქართველოში მუშაობას არც დათანხმებოდა, რომ არა ჩიხრაძესთან ძველი მეგობრობა. როგორც ვწერდით, უკრაინელმა სპეციალისტმა სამი თავისიანიც ჩამოიყვანა, რომელთაგან წარსულით მიკოლა ნაკონეჩნი გამოირჩევა.

28 წლის ნახევარმცველს უკრაინის უმაღლეს ლიგაში რამდენიმე კლუბის ფორმა მოურგია. ის ბორისფენის, კიევის არსენალის, ობოლონის, მალმიოსა (შვედეთი) და, რაც მთავარია, უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახლდათ, 2001 წელს არგენტინაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშა, მაგრამ იმედისმომცემი ფეხბურთელის კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც წარმოედგინა. უშუალო და უბრალო მიკოლასთან ინტერვიუც ამ თემით დავიწყეთ.

- მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში უკვე ნიშნავს იმას, რომ ნიჭიერი ფეხბურთელი ხართ. უკრაინაში სავარჯიშო პირობებიც მშვენიერია და ფინანსურიც. ამდენად, გასაკვირია, საქართველოში რომ აგრძელებთ კარიერას...

- განსაკუთრებული არაფერია, მე ვარჯიში არასდროს დამზარებია, მაგრამ ტრავმებმა გამაწვალა და სამწუხაროდ, ისე ვერ ამეწყო კარიერა, როგორც ვისურვებდი. კიევის ობოლონში რომ ვიყავი, ტრავმა მივიღე, მერე იყო პაუზა და ერთი ხანობა ვერ ვითამაშე. ამან ფორმიდან ამომაგდო. მერე დავიწყე ზრუნვა კონდიციების აღდგენაზე, მეორე და პირველი ლიგის კლუბებში ვთამაშობდი. საქართველოში ჩამოსვლამდე კი ჩემი ბოლო კლუბი უკრაინის მეორელიგოსანი პლისკის ედნისტი იყო.

- როგორც გავიგეთ, კიევის არსენალში შალვა აფხაზავას გვერდით თამაშობდით...

- არა მხოლოდ ვთამაშობდი, ვმეგობრობდი კიდეც... შალვა კარგი ბიჭი იყო და მისმა უდროოდ გარდაცვალებამ გული უზომოდ დაგვწყვიტა. გელა შეყილაძესაც ვიცნობ, ერთადაც გვითამაშია, თუმცა გაცილებით ცოტა ხნით, ვიდრე აფხაზავასთან. 2005 წელს არსენალიდან კიევის ობოლონში გადავედი, ტრავმაც მაშინ მივიღე და ნახევარი წელი მოედანზე გასვლა ვერ შევძელი. ეს ფეხბურთელისთვის საკმაოდ დიდი დროა და სამწუხაროდ, მერე ძლიერ გუნდში ვეღარ მოვხვდი. სხვათა შორის, უქმად რომ არ გავჩერებულიყავი, მწვრთნელობაც კი შემომთავაზეს. გაგიკვირდებათ და, მკურნალობის პერიოდში ბავშვებს ვავარჯიშებდი... ასე გაგრძელდა მთელი ერთი წელი. ამ დროისთვის კარიერის დასრულებაზეც ვფიქრობდი და ასეც მოხდებოდა, სხვა გუნდში გადასვლა რომ არ შემოეთავაზებინათ - გამოცდილი ფეხბურთელი ხარ და თამაში შეგიძლიაო. ბოლოს ედნისტში ვთამაშობდი. მართალია, უკრაინის თასზე დონეცკის შახტართან წავაგეთ, მაგრამ ღირსეულად გამოვიყურებოდით.

- და მაინც, საქართველოში ჩამოსვლას რითი ახსნით? ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთელისთვის ჩიხია...

- ასე აფასებენ ქართული ფეხბურთის მდგომარეობას?

- ასე ფიქრობენ უცხოეთში ნათამაშები ქართველები...

- ვერ დავეთანხმები მათ. დღეს საკმაოდ კარგი დონის ფეხბურთი ვნახე (ინტერვიუ ლოკომოტივი-ზესტაფონის მატჩის შემდეგ ჩავწერეთ - ავტ). გულწრფელად გეუბნებით, აქ არც ისეთი დაბალი დონის პირველობა ყოფილა, როგორც მეგონა.

- ...და როგორი გეგონა?

- ვფიქრობდი, რომ გაცილებით უარესი მდგომარეობა იყო - თურმე, ვცდებოდი. მატჩამდე არ ვიცოდი, რომ ზესტაფონი ლიდერი იყო, ლოკომოტივი კი - აუტსაიდერი. ბოლოსღა ვიკითხე. სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომედგინა, ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი ასე კარგ და გამართულ ფეხბურთს თუ ითამაშებდა. თითქოს, ორი ძლიერი და ტაქტიკურად საკმაოდ კარგად მომზადებული გუნდი თამაშობდა. აქ დაახლოებით იგივე დონეა, რაც უზბეკეთში - ქართველები საკმაოდ ტექნიკურ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ.

- უზბეკეთში უკეთესი პირველობა არ არის? იქ ხომ უზარმაზარ ფულს ხარჯავენ?

- სამაგიეროდ, საქართველოში ნიჭიერი ბიჭები არიან.

- როდის თამაშობდით უზბეკეთში და რომელ კლუბში?

- ამ ზამთარს ვიყავი, მაგრამ ვერ ვითამაშე, რადგან ეკაბატის ლოკომოტივში ვარჯიშის დროს ტრავმა მივიღე, კუნთი გამეჭიმა და წამოსვლამ მომიწია.

- იქაც ტრავმა? უიღბლო ფეხბურთელი ყოფილხართ...

- იმედია, საქართველოში მაინც მოვახერხებ წარმატებით თამაშს. ისე, რატომ ვარ უიღბლო? ასე რომ ყოფილიყო, ფეხბურთს საერთოდ ვერ ვითამაშებდი, ვერც უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში მოვხვდებოდი და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის ბედნიერებაც არ მექნებოდა. თუ გაითვალისწინებთ, სად დავიბადე და სად დავიწყე თამაში, კარიერას წარმატებულად ჩამითვლიდით.

- ...და სად დაიბადეთ ისეთ ადგილას, საიდანაც ფეხბურთელის კარიერის აწყობა რთული იყო?

- უკრაინის პროვინციულ რეგიონში, სპეციალისტების დაინტერესება ძალზე რთულია. უკრაინა დიდი ქვეყანაა და ბევრი ფეხბურთელი უყურადღებობის გამო იკარგება, პროვინციიდან წინ ვერ მიდიან. ასე რომ, არც ისეთი უიღბლო ვარ...

ავტორი: მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
მაისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
16
23
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი