მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-04-03
ზესტაფონში რკინიზგა უნდა ავყაროთ, სიცოცხლე გაგვიმწარესო

მიმდინარე სეზონში თბილისის ლოკომოტივი ზესტაფონის შლაგბაუმად გადაიქცა - თბილისელებმა პირველობის ერთ-ერთ ლიდერთან ფრედ მესამედ ითამაშეს. სტუმართა ერთ-ერთი გულშემატკივარი ხუმრობდა - ზესტაფონში რკინიზგა უნდა ავყაროთ, გაგვიმწარეს სიცოცხლეო...

ლოკომოტივში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და სასარგებლო - ექსზესტაფონელი გიორგი ჭელიძე გახლდათ. ის მასპინძლეთა შეტევების სულისჩამდგმელი იყო და ბევრი სახიფათო მომენტიც შექმნა. ის იმდენად გამორჩეული გახლდათ, ზესტაფონის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ მატჩის შემდეგ თქვა, ასე კარგად ჩვენთან რომ ეთამაშა, არსად გავუშვებდიო.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს გაცილებით უკეთესი დონეზე უნდა ეთამაშა. რა და როგორ მოხდა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ეს ნიჭიერი ფეხბურთელი ახლა აუტსაიდერში გამოდის.

- გიორგი, აქამდე ყოველთვის მოტივირებულ კლუბში გამოდიოდი. ლოკოკომოტივში როგორ აღმოჩნდი?

- ამ მომენტში ჩემთვის ფინანსებს დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია. ვარიანტები მქონდა, მაგრამ არ გამოვიდა და სათამაშო პრაქტიკასთან ერთად, ლოკომოტივის დახმარებაც მსურს. ორმაგად მოტივირებული ვარ, რადგან მენდობიან და სპორტული აზარტიცაა, გუნდს მძიმე მდგომარეობაში რომ ვეხმარები. ნელ-ნელა თამაში რომ გავაუმჯობესეთ, ზესტაფონთან კარგად გამოჩნდა. ვფიქრობ, ფრეს არ ვიმსახურებდით, უნდა მოგვეგო.

- იბრძვით და მომენტებსაც საკმაო რაოდენობით ქმნით, დინამოსთანაც ასე იყო და ზესტაფონთანაც, მაგრამ აქედან რა უნდა გამოვიდეს, როცა რეალიზაციის მაჩვენებელი მეტისმეტად დაბალია?

- ყველა მომენტს ვერავინ იყენებს. მატჩის ბოლოს, მეც ვერ გავიტანე, არადა, ბურთისთვის ფეხი რომ მიმერტყა, მოვიგებდით.

- ახლა თავისუფალი აგენტი ხარ?

- დიახ, არც ერთ კლუბს არ ვეკუთვნი. სამწუხაროდ, რასაც ველოდი, არ გამოვიდა და დროის გაცდენა არ მსურდა. ლოკომოტივი კი საინტერესო გუნდია. სხვათა შორის, ბევრად ძლიერ გუნდებში მითამაშია, მაგრამ აქ მოსვლით კმაყოფილი ვარ, რადგან ერთსულოვნება და მეგობრული გარემოა. ვცდილობთ, ბოლო ადგილებს თავი დავაღწიოთ და მეორე ეტაპი ისე კარგად დავიწყეთ, მგონი, ეს შეუძლებელი არ უნდა იყოს.

- გელა სანაია ქართული ფეხბურთის აღმოჩენაა - ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ საკმაოდ ნიჭიერი მწვრთნელი გამოდგა.

- ეს მეც მიკვირს, მაგრამ მართლა კარგი მწვრთნელი აღმოჩნდა. მეორე ეტაპის შედეგი ამაზე მიუთითებს. გუნდი უმწვრთნელოდ ვერ მოიგებს.

- მართალია, თითქოს ლოკომოტივში ფეხბურთელებს ფული არ უხდიან?

- ფული მართლა არაა, ამ ეტაპზე ლოკომოტივი ცუდ მდგომარეობაშია.

- ფეხბურთი სამუშაოა და თუ ხელფასს არ იღებთ, მოტივაცია გაგაჩნიათ?

- მოტივაცია ფეხბურთის თამაშია, მაგრამ არის იმედი, მეგობრობა და ეს გვათამაშებს.

ავტორი: მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
ივნისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
13
20
27
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი