მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
ამორძალების მემკვიდრეები: ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა ევროპის გრან-პრის მეორე ეტაპზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

№149      2010-06-29
ლელო

საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრები სომხეთიდან დაბრუნდა, სადაც ევროპის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით გამოვიდა. ქართველმა მშვილდოსნებმა ფინალში გასვლა მოახერხეს და ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს. თამაზ ფუტკარაძის გუნდმა ნახევარფინალში რუსეთის ნაკრები დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი უკრაინის ნაკრებთან წააგო. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს მშვილდოსნობის ფედერაციის ...
ვრცლად

დოკვაძის ოქროს ხელთათმანი

№149      2010-06-29
ლელო

ლვოვში ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს საქართველოს წარმომადგენლებმა, რომლებმაც ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. განსაკუთრებით მძიმეწონოსანმა ალექსანდრე დოკვაძემ იყოჩაღა. სტარტზე მან ხორვატი იოზეფ გრანიჩი დაამარცხა (1:0), შემდეგ რუმინელი მარიან პარედა ჩამოიცილა გზიდან, ნახევარფინალში რუს ივან კაბატოვს 3:0 აჯობა, ხოლო გადამწყვეტ პაექრობაში აშკარა უპირატესობით სძლია უკრაინელ ბოგდან ბლაჟკოს და კვარცხლბეკის ...
ვრცლად

ქართული ჩოგბურთის დაისი?

№149      2010-06-29
ლელო

ქართულ ჩოგბურთს პატრონი რომ არ ჰყავს, ცხადია. თუკი ქალი ჩოგბურთელები ასე თუ ისე ახერხებენ სხვადასხვა ტურნირში გარკვეული შედეგების მიღწევას, ვაჟი ჩოგბურთელები არსად ჩანან. ჩოგბურთის ფედერაციას ისინი მხოლოდ დევისის თასის გათამაშების ეტაპისთვის ახსენდება. ეტყობა, ვაჟი მეჩოგნეები ფედერაციას გერებად მიაჩნია. მათ არავითარი თანადგომა არ აქვთ. წინა გათამაშების ტურნირების ფინანსური დავალიანება დღესაც არ არის გასტუმრებული, რომ არაფერი ვთქვათ ...
ვრცლად

საფრანგეთში, პოლონეთსა და შვედეთში

№149      2010-06-29
ლელო

ფრანგულ მონ-დე-მარსანში დაიწყო ქალთა 25-ათასიანი ტურნირი, რომლის ძირითად ბადეში 21 წლის სოფიო შაფათავა (302) ითამაშებს. მანამდე გაიმართა საკვალიფიკაციო ბატალიები, რომელშიც მონაწილეობა ანა ჯიქიამ (1042) მიიღო. 18 წლის ჩოგბურთელმა, რომელიც მე-12 ნომრად იყო განთესილი, პირველ საკვალიფიკაციო წრეში დათმო ფრანგ ჯენიფერ მიგანთან - 5:7, 1:6. მანანა შაფაქიძე (400) პოლონეთის ქალაქ ტორუნში ითამაშებს საერთაშორისო ტურნირის (25 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში. შვედეთის ქალაქ ისტადში ...
ვრცლად

ოძეკი სუმოდან მოკვეთეს: ბანძუკე 5 ივლისს გამოქვეყნდება

№149      2010-06-29
ლელო

იაპონიაში დიდი სკანდალია, რომელიც მოწინავე სუმოისტთა არალეგალურ ტოტალიზატორებში თამაშს უკავშირდება. გუშინ, წესით, ახალი რეიტინგი (ანუ ბანძუკე) უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭო შეიკრიბა, რომელმაც ძალზე მკაცრი განაჩენი გამოუტანა ოძეკი (ჩემპიონი) კოტომიცუკის. ყველაზე მაღალი რანგის იაპონელი სუმოისტი საერთოდ მოკვეთეს სპორტიდან! ასეთივე სანქცია გამოიტანეს მისი მასწავლებლის, ოიაკატა ოტაკეს (ყოფილი ოძეკი ტაკატორიკი) ...
ვრცლად

ტურის დუელი: ძაგნიძე-კოსინცევა

№149      2010-06-29
ლელო

სომხურ ჯერმუკში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან-პრიზე გუშინ მეხუთე ტურის პარტიები გათამაშდა. სასიამოვნოა, რომ ქართველი დიდოსტატი ნანა ძაგნიძე შეჯიბრებას მომზადებული და სრული მობილიზაციით შეხვდა. მესამე ტურში ორგზის ევროპის ჩემპიონ პია კრამლინგთან (შვედეთი) შეფერხებას თუ არ ჩავთვლით, მის შეჩერებას ჯერჯერობით ვერავინ ახერხებს. გუშინ ნანამ შავი ფიგურებით 50-ე სვლაზე ეკვადორელ მარტა ფიეროს სძლია. ქართველმა დიდოსტატმა, წინა პარტიების მსგავსად, ...
ვრცლად

გამორჩათ...

№149      2010-06-29
ლელო

გუშინ რედაქციაში დაგვიკავშირდა საქართველოს მოცურავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი აბზიანიძე, რომელმაც გვაცნობა, რომ ქვეყნის ღია ჩემპიონატის ორგანიზატორებს სასტარტო ოქმში გამორჩათ ბატერფლაიში 200 მეტრზე მონაწილე ორი სპორტსმენი დავით მურჯიკნელი ("დიღომი", 2.39,28) და ირაკლი შავიძე (რუსთავი, 2.45,75), რომლებმაც, სხვა მეტოქე რომ არ ჰყავდათ, პირველი მეორე ადგილები ერთმანეთში გაინაწილეს, მაგრამ ზემოხსენებული ტექნიკური მიზეზის გამო "ლელოში" ...
ვრცლად

ვარკეთილის ტალახიდან ტარბის ხასხასა მოლამდე

№149      2010-06-29
ლელო

საქართველოს ჩემპიონისა და თასის მფლობელის, თბილისის "ლელოს" რიგებს სატრანსფერო სეზონისას რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ტოვებს. მათ შორის შერკინების პირველხაზელი, 22 წლის მარჯვენა ბურჯი ირაკლი მირცხულავა, რომლის სარაგბო ეპოპეა მშობლიურ ფოთში დაიწყო, იქ გაითავისა ამ ვაჟკაცური თამაშის ხიბლი. მერე იყო თბილისის გუნდები "დინამო" და "ლელო". ახლა კი ფრანგული კლუბების ჯერიც დადგა. ირაკლი ახლახან ჩაირიცხა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე ...
ვრცლად

ზირაქაშვილმა მსოფლიოს ნაკრებში ითამაშა

№149      2010-06-29
ლელო

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "კლერმონის" ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა კუალა ლუმპურში მსოფლიოს ნაკრებში ითამაშა ახალი ზელანდიის 2007 წლის ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა მსოფლიოს ნაკრებმა 36:26 მოიგო. მატჩის გამართვის იდეა სამი ერის ორგანიზატორებს ეკუთვნით. ხარჯები მთლიანად ერთ-ერთმა ჩინელმა ბიზნესმენმა იკისრა. თამაშს, რომელიც შუადღის თაკარა მზეზე, 45- გრადუსიან სიცხეში ჩატარდა, 25 ათასი მაყურებელი დაესწრო. ბილეთი 250 ევრო ღირდა. მატჩი ახალზელანდიური ...
ვრცლად

1   2   


კალენდარი
ივნისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
13
20
27
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი