მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2006-07-27
მოსკოვი "მთიელ ბელადს" საქართველოს უპირისპირებს

რუსეთის ხელისუფლება თავის ამჟამინდელ ფავორიტს, რომელიც კოდორის ხეობაში ჰყავს, საქართველოს უმხედრებს. ეს თემა ერთნაირად ვრცლადაა გაშლილი როგორც დამოუკიდებელი ქართული მასმედიის, ასევე მთავრობას სრულიად დაქვემდებარებული რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ. ტელევიზიით გადაიცემა კადრები, სადაც ინტერვიუების ჩაწერისას თუ ხეობაში გადაადგილებისას შეიარაღებული პირები უნიფორმებსა და ნიღბებში არიან გამოწყობილნი.

22 ივლისს გაკეთებული განცხადებით კვიციანმა, ფაქტობრივად, უარყო კოდორის ხეობაზე საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია. დაუმორჩიელებელი მთიელი მინისტრთა კაბინეტის შეცვლასა და "დაუმორჩილებლობის" შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნისკენ მოუწოდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს. კვიციანის გამოწვევა იგივე რუსეთის რეაქციაა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების ჩანაცვლების მცდელობებზე. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად ჩაანაცვლოს რუსი ცისფერჩაფხუტიანები საერთაშორისო სამშვიდობო ძალებით. ამ მიზნის განხორციელების მნიშვნელობის შესახებ 18 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაც მეტყველებს.

ასპარეზზე კვიციანის გამოსვლა ტაქტიკურ დონეზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებიდან საქართველოს ყურადღების გადატანასა და "მეორე ფრონტის" გახსნას ისახავს მიზნად. ეს რუსეთის მხრიდან საქართველოს დაშინების კიდევ ერთი მცდელობაა. ამას რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებაც მოწმობს ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე სამხედრო წვრთნებში მონაწილე ქვედანაყოფების მყისიერად აქტიურ სამხედრო ძალად გარდაქმნის შესაძლებლობის შესახებ, თუ კი ეს საქართველოში რუსეთის "სამშვიდობო" ძალებს დასჭირდება. უფრო მეტიც, კვიციანის განცხადება გარკვეულწილად ეთნიკური ნიშნით გამოწვევასაც ჰგავს, რადგან ამ ნაბიჯით პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ხელისუფლებასა და კოდორის სვანი მოსახლეობის დაპირიპისრებას ცდილობს. თუმცა, თავად სვანებს არ მიუციათ უფლება კვიციანისთვის, მათი სახელით ელაპარაკა.

სტრატეგიულ დონეზე კი კვიციანის მოქმედება მოსკოვის მიერ შემუშავებული გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნას ისახავს. ვინაიდან მოსკოვს ძლიერი მოკავშირეები არ ჰყავს საქართველოში, კრემლი სპეციფიკური ლოკალური ჯგუფებით სპეკულირებას ცდილობს. ეს სტრატეგია საქართველოში ქაოსის შექმნის მიზნითაა მოფიქრებული, რომელმაც შედეგად არსებული რეჟიმის შეცვლა უნდა გამოიწვიოს, რაც მოსკოვის უმთავრესი მიზანია.

ეს კონტექსტი კარგად ხსნის კვიციანის მიზანს, მოუწოდოს სამეგრელოსა თუ კახეთში მცხოვრებ მოსახლეობას, აისხას იარაღი თბილისის წინააღმდეგ. მოსკოვი პერიოდულად ცდილობს, შეუქმნას საქართველოს პრობლემა თავგადაკლული ზვიადისტების მეშვეობითაც, მაგრამ ეს მცდელობები ყოველთვის უშედეგოა ხოლმე, რადგან მას მხარდაჭერა არ აქვს თვით სამეგრელოს რეგიონში. რაც შეეხება კახეთს, რომელიც საქართველოს უმთავრესი ღვინის მწარმოებელი რეგიონია, მოსკოვი იმედოვნებს, რომ შეძლებს იქაური მოსახლეობის ხელისუფლებისთვის დაპირისპირებას ქართულ ღვინოზე რუსული ემბარგოს დაწესების შემდეგ გაჩენილი უკმაყოფილების საფუძველზე. ამ საკითხში მოსკოვურ პროპაგანდას ორმაგი დატვირთვა აქვს: მსოფლიო დონეზე იგი უარყოფს ემბარგოს უკან ნებისმიერი პოლიტიკური მოტივაციის არსებობას, რაც შეეხება ლოკალურ დონეს, ეს პოლიტიკა მიზნად ისახავს, დაარწმუნოს კახელები, რომ მათი ეკონომიკურ რეგრესში მთავარი დამნაშავე საქართველოს რუსეთისადმი "არაკეთილგანწყობილი" ხელისუფლებაა.

ამავდროულად, კვიციანის მომხრეები ცდილობენ, მხარდაჭერა გამოხატონ თბილისში მყოფი ოპოზიციისადმი, რომლებიც "ომის პარტიად" მონათლული ხელისუფლების ძალოვანი მინისტრების - ვანო მერაბიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ. ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ ყოველგვარი კრიტიკის გარეშე მოიწონა მოსკოვის "ომის პარტიის" თეზისი ცოტა ხნის წინ. თუმცა, არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების დარგში გიორგი ხაინდრავამ, რომელიც თანამდებობიდან სწორედ ძალოვანი მინისტრების პოზიციების გაუზიარებლობის გამო გაათავისუფლეს, უარყო "ომის პარტიის" არსებობა, როგორც ქართული, ასევე რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში.

კოდორის ხოების ზემო ნაწილი ერთადერთია აფხაზეთის მოსაზღვრე ადმინისტრაციული ტერიტორიიდან, რომელსაც რუსების ხელდასმით წარმოდგენილი აფხაზეთის მთავრობა ვერ აკონტროლებს. ხეობა ძირითადად სვანებითაა დასახლებული, ხოლო კვიციანი აფხაზეთის კონტროლს დაქვემდებარებულ გულრიფშში (ხეობის დაბალი ზონა) დაბადებული სვანია. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, რუს "სამშვიდობოებს" შეუძლიათ კოდორის ხეობის ზემო ნაწილის გაკონტროლება, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება, მუდმივი საკონტროლო პუნქტები განალაგონ ამ ტერიტორიაზე. 1998-2003 წლებში კვიციანი იმდროინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის რწმუნებული იყო კოდორის ხეობაში და ხელმძღვანელობდა 300 წევრიან შეიარაღებულ დაჯგუფებას - "მონადირე", და ხელს უშლიდა რუსეთის ჯარებს, საკონტროლო პუნქტები განელაგებინა ხეობის ზემო ნაწილში. კვიციანთან ალიანსი კარგად ასახავს შევარდნაძის საბედისწერო ტენდენციას, დაედო გარიგებები ადგილობრივ ბელადებთან მაშინ, როცა სახელმწიფო მეტისმეტად სუსტია საკუთარი ლეგიტიმურობის დასამტკიცებლად.

"მონადირის" დაშლის შესახებ ბრძანება საქართველოს ხელისუფლებამ 2005 წელს გასცა და ეს დაჯგუფება თავდაცვის სამინისტროს ჩამოაშორა კიდეც, მაგრამ მისი წევრები არ განუიარაღებია. განიარაღება, ალბათ, რთული განსახორციელებელიც იქნებოდა ამ მაღალმთიან რეგიონში, სადაც მოსახლეობა ტრადიციულად იარაღს ატარებს. ამ რეფორმის შემდეგ კვიციანი ცოტა ხნით თვალს მიეფარა და კოდორში ხელმეორედ გამოჩენისას უკვე დაუფარავად იღებდა სტუმრად აფხაზ და რუს ემისრებს. ახლა კი კვიციანი ხელისუფლებისგან მაღალჩინოსნების წარგზავნას ითხოვდა კოდორის ხეობაში მოლაპარაკებების გასამართავად, რაც, როგორც მოსალოდნელი იყო კიდეც, მიუღებელი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის. კვიციანი მეტისმეტად მიამიტი აღმოჩნდა თავის გათვლებში. ფაქტია, რომ სიტუაციაზე პასუხისმგებლობის ლომის წილი მის მფარველებს ეკისრება.

ავტორი: ვლადიმერ სოკორი


კალენდარი
ოქტომბერი  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი