მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2006-07-27
გზა გამოქვაბულისკენ: დღე მეორე

ამბოხებულის გზა გამოქვაბულისკენ მიდის, - ამგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას გუშინ კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები იძლეოდნენ. სამწუხაროდ, ყოფილი პოლკოვნიკის და პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ბოლო გზა გამოქვაბულისკენ მიმავალი აღმოჩნდა.

დღის ქრონიკა

გუშინ, დაახლოებით 20 საათისთვის, უშიშროების საბჭოს მდივანმა კოტე კემულარიამ ხაიშში ბრიფინგი გამართა. კემულარია იუწყებოდა, რომ კოდორში საპოლიციო ოპერაცია საერთაშორისო ნორმების დაცვით მიმდინარეობდა. იგი ხაზს უსვამდა პოლიციის პროფესიონალიზმს და ამის შედეგს - დაჭრილთა მინიმალურ რაოდენობას. კემულარიას ინფორმაციით, საღამოს ოცი საათისათვის არანაირი მსხვერპლი არ არსებობდა, დაჭრილების სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრებოდა. უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებდა, რომ ოპერაცია "უახლოეს ხანში" დასრულდებოდა", თუმცა, კონკრეტული დრო უცნობი იყო.

სპეცოპერაციის მსვლელობის დეტალებზე ხელისუფლება, ბუნებრივია, ინფორმაციას არ ავრცელებდა. საინფორმაციო საშუალებებით კი ინფორმაციის კორიანტელი შეიქმნა.

არაოფიციალური ინფორმაციით, სროლა პირველად ამბოხებულებმა დაიწყეს. პირველი დაჭრილი ხეობიდან, დახლოებით, 16 საათისთვის გამოიყვანეს. კვიციანს გუშინ 4-საათიანი ულტიმატუმი წაუყენეს. ულტიმატუმის გასვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებმა ამბოხებულებს ცეცხლი გაუხსნეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია კვიციანის დაჭრის თაობაზე, თუმცა ზოგიერთი წყარო ამ ცნობას უარყოფდა.

მასმედიის საშუალებები დროდადრო იუწყებოდნენ კვიციანის მომხრეების განიარაღების თაობაზე. "კვიციანის რაზმელები ხელისუფლებას ურიგდებიან," - გუშინ ამგვარი ცნობებიც გაისმოდა. თუმცა, ამ პერიოდისათვის ხელისუფლების წარმომადგენლები ოპერაციის დასრულების ზუსტ დროს კვლავ ვერ აკონკრეტებდნენ.

დღის მეორე ნახევარში მედია იტყობინებოდა, რომ კვიციანი რუსეთისგან შველას, ხეობიდან გაყვანას ითხოვდა. დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია რუსულ ვერტმფრენზე, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამბოხებულები სურსათით და იარაღით მოამარაგა.

საღამოსათვის არსებობდა ოფიციალური ინფორმაცია ორი-სამი დაჭრილის შესახებ. არაოფიციალური ინფორმაციით, დაჭრილები ვეტმფრენებით გადაჰყავდათ კოპიტნარისა და ალექსეევკას აეროდრომებზე.

ქაოსი დაუშვებელია

ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხმად აცხადებდნენ, რომ ისინი ქვეყანაში ქაოსს არ დაუშვებდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გუშინ ბრიუსელიდან ეხმიანებოდა კოდორის მოვლენებს. "კვიციანი არის კრიმინალი და ის იქნება დაპატიმრებული სხვა ბანდიტებთან ერთად," - მტკიცედ აცხადებდა ნოღაიდელი.

პრეზიდენტის ადმინიტრაციის ხელმძღვანელი გიორგი არველაძე სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოების დაიმედებას ცდილობდა. იგი იუწყებოდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს მიღებული აქვთ ბრძანება, რათა ყველაფერი გაკეთონ მშვიდობიანი მოსახელობის უსაფრთხოებისათვის.

"ბანდიტების ქვეშ მიწა დაიწვება," - აცხადებდა არველაძე. ხოლო ბანდიტების მხარდამჭერ განცხადებებს ღალატის ტოლფასად მიიჩნევდა.

სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების სფეროში მერაბ ანთაძემ საჭიროდ ჩათვალა, გამოხმაურებოდა რუსული მხარის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ამ დღეებში გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოს ხელისუფლება 1994 წელს შეთანხმებულ სამშვიდობო ფორმატს არღვევს. ანთაძის განცხადებით, 1994 წლის ხელშეკრულება არ კრძალავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების ძალებით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პოლიციური ოპერაციის ჩატარებას.

ევროპის და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერის გიორგი ბარამიძის ბრიფინგი ემოციურობით გამოირჩეოდა. ბარამიძე აღშფოთებას გამოხატავდა ოპონენტთა იმ ნაწილის მიმართ, რომელიც კოდორში მიმდინარე სპეცოპერაციას ძმათამკვლელ ომთან აიგივებენ. ვიცე-პრემიერის თქმით, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ხელისუფლების ოპონენტებმა სრული უმეცრება გამოიჩინეს. მათთვის ხელისუფლების კრიტიკა თვითმიზანია და თეთრის და შავის გარჩევა უჭირთ.

ემზარ კვიციანს, რომელსაც წლების განმავლობაში შეიარაღებულ ძალებში "ბაბაჯოდ" მოიხსენიებდნენ, ხელისუფლებამ მეორე მეტსახელი შეარქვა. გიორგი ბარამიძემ ყოფილ პოლკოვნიკს კვიციანს გუშინ "ორჯონიკიძე" უწოდა.

ოპოზიციის პოზიცია

ხელისუფლება და ოპოზიცია გუშინ სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ. ოპოზიცია მთელ დღეს ინფორმაციული ვაკუმიის არსებობაზე საუბრობდა. ერთადერთი გამონაკლისი "მესამე ძალის" წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ სპეცოპერაციის მსვლელობისას კომენტარები არ უნდა კეთდებოდეს.

მაშინ, როცა ხელისუფლება ოპოზიციას მოღალატეებთან აიგივებდა, ოპოზიცია ხელისუფლებას სისიხლისღვრაში ადანაშაულებდა. "მემარჯვენე" ფიქრია ჩიხრაძე აცხადებდა, რომ ხელისუფლება პროვოკაციაში აღმოჩნდა ჩართული. ჩიხრაძის ვარაუდით, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამ პროვოკაციის მონაწილეა. ფიქრია ჩიხრაძე გოჩა ფიფიას ეყრდნობოდა და აღნიშნავდა, რომ ხელისუფლებამ დიალოგის რესურსი არ გამოიყენა.

პოლიტიკური პარტია "თავისუფლების" ლიდერის კოკო გამსახურდიასთვის ხელისუფლებასთან იარაღის ენაზე საუბარი მიუღებელია. ამავე დროს, გამსახურდია ხელისუფლებისგან სისხლისღვრის შეწყვეტას მოითხოვდა. კოკო გამსახურდია აცხადებდა, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა დიალოგზე. "თავისუფლების" ლიდერის პოლიტიკური ინიციატივა ხელისუფლების გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაში მდგომარეობს.

შალვა ნათელაშვილი, როგორც ყოველთვის, გუშინაც "ორიგინალური" იდეებით გამოირჩეოდა. შრომის პარტიის ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებდა, ხოლო გაერო-ს გენერალურ მდივანს სააკაშვილის და მისი გარემოცვის დასაპატიმრებლად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას სთხოვდა.

n n n

სახელმწიფო კანცელარიაში გუშინ ღამით გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გოიორგი არველაძემ განცხადება გააკეთა ანტიკრიმინალური ოპერაციის წარმატებულობის შესახებ. "ამ დროისთვის გაწმენდილია საკენი, ომარიშარა, გენწვისი, ჩხალთა. დარჩენილია ზემო აჟარა."

გვიან ღამით ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ ემზარ კვიციანს უკანასკნელი თანმზრახველებიც ტოვებდნენ. ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციის თანახმად, კვიციანმა გამოქვაბულს შეაფარა თავი.

ავტორი: ვერიკო თევზაძე


კალენდარი
მაისი  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი