მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2006-07-27
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ორი პროცესი მოიგო
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" სასამართლო პროცესი მოუგო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტს. სასამართლო დავის საგანს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა წარმოადგენდა.

საქმე ისაა, რომ საია-მ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, 2006 წლის 9 თებერვალს მიმართა, რადგან ერთი თვის განმავლობაში მოთხოვნილი ინფორმაცია ადრესატს არ ჩაბარდა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 21 მარტს სასამართლოს სარჩელით მიმართა.

თუმცა, 2006 წლის 15 მაისს, კანონმდებლობის სრული დარღვევით, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაუგზავნა.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო განხილვების დროს დავის საგანი უკვე აღარ არსებობდა, საია-მ უარი არ თქვა სარჩელზე და მოპასუხე იძულებული გახდა, თავად ეღიარებინა სარჩელი - ანუ სასამართლო პროცესი კანონდამრღვევი სახელმწიფო სტრუქტურის წინააღმდეგ მაინც ჩატარდა.

"აღნიშნული სასამართლო პროცესით საია-მ მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტი დაამკვიდრა. დღემდე აბსოლუტურად ყველა სასამართლო დავისას თუ მოპასუხე სასამართლო განხილვამდე დააკმაყოფილებდა მოთხოვნას, ანუ გასცემდა საჯარო ინფორმაციას, მოსარჩელე უარს ამბობდა სარჩელზე, შესაბამისად, იხდიდა სახელმწიფო ბაჟს და საქმის წარმოება წყდებოდა," - აცხადებენ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლები და იმედს გამოთქვამენ, რომ ეს სასამართლო პრეცედენტი პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჟურნალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირების პროფესიულ საქმიანობაზე. ამავე დროს, ხელს შეუწყობს საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის დროულ გაცემას და ამ საკითხზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებას.

გარდა ამისა, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ძალისხმევით საჯარო ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი გახდა და მისი გაცემა გამარტივებული პროცედურით მოხდება.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რადგანაც საია-ს განცხადებები საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სხვადასხვა საჯარო დაწესებულებისა და სასამართლო ინსტანციის მიერ არ კმაყოფილდებოდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქმე ისაა, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში არსებულ სადავო ნორმათა ინტერპრეტაციით იზღუდებოდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. არადა, ამგვარი შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია ღიაა, გარდა სახელმწიფო, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოებისა (41-ე მუხლი), ან გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეზღუდვა უკიდურესი სოციალური საჭიროებით არის განპირობებული სხვა თანაბარზომიერი სიკეთის გადასარჩენად (24-ე მუხლი).

საკონსტიტუციო სასამართლომ საია-ს სარჩელი, ფაქტობრივად, დააკმაყოფილა - გასაჩივრებული დებულებებით გამოწვეული ზიანი, არა მათი კონსტიტუციასთან შეუსაბამობის, არამედ არასწორი გამოყენების შედეგად მიიჩნია.

"სასამართლომ გასაჩივრებული ნორმების განმარტებით გაზარდა მათი მნიშვნელობა და შექმნა ინფორმაციის შემზღუდველი არაკონსტიტუციური პრაქტიკის გამოსწორების შესაძლებლობა," - აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასიაციაციის წარმომადგენლები.

24 საათი



კალენდარი
მაისი  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი