მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2006-07-27
შეკითხვები - სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ : თინათინ ხიდაშელის კომენტარი
რესპუბლიკური პარტიის პოზიცია ორი დღის წინ გამოხატული იყო ბრიფინგზე, სადაც ჩვენ ცალსახად დავგმეთ ემზარ კვიციანის ქმედება. ნებისმიერი ადამიანის იარაღით ხელში ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლა მიუღებელია, შეუწყნარებელია და მას ხელისუფლება აუცილებლად კანონის ენით უნდა დაუპირისპირდეს .

საქართველო დღესაც იმკის 1991 წელს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსული შეიარაღებული ამბოხის შედეგებს. სწორედ მაშინდელი შეიარაღებული დაპირისპირების ბრალია ის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას დღემდე სერიოზული პრობლემები აქვს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავუშვათ, რომ ანალოგიური რამ განმეორდეს.

ჩვენ ვგმობთ ემზარ კვიციანის მოქმედებას! მოვუწოდებთ მასთან ერთად მყოფ ადამიანებს, რომ დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ ხელისუფლებას. იმედს ვიტოვებთ, რომ ასეთი მოქმედების შემთხვევაში ხელისუფლება მათთან მიმართებაში, სასჯელის თვალსაზრისით, უფრო ლმობიერი იქნება.

დღეს ნომერ პირველ ამოცანად მიგვაჩნია ამ ოპერაციის, რაც შეიძლება სწრაფად და უსისხლოდ, მსხვერპლის გარეშე დასრულება. ქვეყანა არ უნდა იყოს ჩათრეული სერიოზულ, უფრო ფართომასშტაბიან გართულებებში.

შეკითხვები, რომელიც აუცილებლად გაჩნდება სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, ჩვენც გვექნება.

როგორ გახდა შესაძლებელი, რომ კვიციანმა შეიარაღებულ ადამიანებთან ერთად ტყეში გავარდნა მოახერხა და იქიდან შეიარაღებული შანტაჟი მოუწყო ხელისუფლებას. ხელისუფლება ხშირად გვეუბნება, რომ ძალიან ეფექტური უშიშროება და დაზვერვა გვყავს. დღეს ეს ეფექტურობა ეჭვქვეშ დგება.

ემზარ კვიციანმა და ყველა იმ ადამიანმა, რომელიც მხილებული იქნება ამ დანაშაულის ორგანიზებაში ან მონაწილეობაში, პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე. მათ მიმართ კანონი უნდა იყოს ისეთივე შეუბრალებელი, როგორც სხვა ნებისმიერი კრიმინალის მიმართ იქნებოდა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვილაპარაკოთ იმ ტერმინებით, რომლითაც განათლების მინისტრი გველაპარაკებოდა - რომ ამბოხებულები ლიკვიდირებულები უნდა იყვნენ.

ისინი უნდა წარდგნენ კანონის წინაშე. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი სასამართლოში მიყვანა. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა.

ლიკვიდაცია არის არის პასუხი. ამას შეიძლება კიდევ სხვა გართულებები მოჰყვეს.



კალენდარი
მაისი  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი