მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2006-07-27
გოლფის ანა კურნიკოვა
ლამაზი, მდიდარი და პოპულარული. სწორედ ასე მოიხსენიებენ პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მეგოლფე გოგონას ნატალი გულბისს. 22 წლის ამერიკელი უკვე შერაცხეს გოლფის ანა კურნიკოვად. გარდა იმისა, რომ ნატალი გოლფში აღწევს წარმატებებს, მან უკვე დაიპყრო ცნობილი ამერიკული მამაკაცთა ჟურნალების გარეკანიც.

დღეს თითქმის აღარავის აინტერესებს ის შედეგები, რომელსაც ნატალი გოლფის მწვანე გაზონზე აჩვენებს. უკვე მიღებულია, რომ ამ სპორტსმენის ყურებითაც უნდა დატკბე და რა მნიშვნელობა აქვს, ჩააგდებს თუ არა იგი ბურთს პატარა ორმოში. მართალია, სტატისტიკის მოყვარულები მუდმივად აკრიტიკებენ ლამაზმანს, ერთი ნორმალური ტურნირი არ მოუგიაო, მაგრამ ნატალის ეს საერთოდ არ ანაღვლებს. გასულ სეზონში სოლიდური ფინანსური მოგება ნახა, ძირითადად, რა თქმა უნდა, სარეკლამო კონტრაქტების წყალობით.

ერთადერთი, რაც ახლა ნატალის გულშემატკივრებს აინტერესებთ, ისაა, რომ გოლფის პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად გამოუშვას კალენდარი თავისი ფოტოებით, ისე როგორც ეს ფრანგმა სოლიე სანდოლომ გააკეთა.

"მიხარია, რომ ანა კურნიკოვას მადარებენ. ის პატივმოყვარე ადამიანია და ჭკვიანურად იყენებს თავის გარეგნობას", - აცხადებს გულბისი.

2005 წელს ჟურნალმა FHM ნატალი პლანეტის ყველაზე სექსუალურ 100 ქალს შორის დაასახელა. რაც შეეხება სპორტსმენებს, ამ თვალსაზრისით ამერიკელები ვარაუდობენ, რომ სულ ცოტა ხანში ნატალი უკან ჩამოიტოვებს კურნიკოვასაც და შარაპოვასაც.

ნატალის მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს - თანამედროვე მსოფლიოში ჩოგბურთი გოლფზე პოპულარულია და თუ ჩოგბურთში წარმატებისთვის, კურნიკოვას მსგავსად, მხოლოდ გარეგნობაა საკმარისი, იმისთვის, რომ მეგოლფემაც ასეთი პოპულარობა მოიპოვოს, გარეგნობასთან ერთად სპორტული შედეგებიც არის საჭირო. თორემ, ისე, ლამაზ ქალებს რა დალევს...



კალენდარი
ივნისი  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
18
19
21
22
23
24
25
28
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი