მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
21-ს ქვევით
2007-11-13
"ორივე სფერო ჩემთვის ერთნაირად ახლობელი და საინტერესოა" - ამბობს ბექა ბერიშვილი

არავინ იცის რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო დროს ჩოხატაურის რაიონში ტრადიციად დამკვიდრდა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ჩვენში, ცოტა, ან საერთოდ არ მოიძებნება პერსპექტიული და ნიჭიერი ახალგაზრდა. ალბათ სწორედ ეს არის მიზეზი იმისაც, რომ დღეს ჩოხატაურში თურაშაულის პატრონისა არ იყოს, "ტყეში" ნაპოვნ "პანტებს" გაცილებით უფრო დიდ პატივს მიაგებენ, ვიდრე ადგილობრივ "ვაშლებს". .

სოფელი ბუკისციხე ჩვენს რაიონში მართლაც განთქმული და გამორჩეული სოფელია, როგორც თავისი ბუნებრივი მონაცემებით, ასევე, აქაურ მაცხოვრებელთა განსაკუთრებული ნიჭიერებითა და ინტელექტით. ვისაც ერთხელ მაინც მისცემია შესაძლებლობა ამ სოფელთან ურთიერთობისა, არ გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ აქ თითქმის ყველა ახალგაზრდა არაჩვეულებრივად მღერის, ცეკვავს და გამოირჩევა თავისი სამსახიობო მონაცემებით. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი იმ დიდი კულტურული ტრადიციების დამსახურებაა, რომელსაც ამ სოფელში კარგა ხნის ისტორია აქვს და რომელიც თავის დროზე სოფლის კოლორიტმა ადამიანებმა შექმნეს.

ბექა ბერიშვილიც სოფელ ბუკისციხეში დაიბადა და გაიზარდა. ჩოხატაურის საზოგადოებამ იგი კიოკუშინკაი კარატედან გაიცნო. თვრამეტ წლამდე ასაკის მოზარდებში ბექა დღეს საქართველოს რამდენიმეგზის ჩემპიონია.

გარდა სპორტული წარმატებებისა, რამდენიმე თვის წინ ბექა ჩოხატაურელ საზოგადოებას სულ სხვა ამპლუაში წარმოუდგა. მან რამდენჯერმე ძალზე ორიგინალურად და საინტერესოდ წაიყვანა სარაიონო ღონისძიება, გარდა წამყვანის მართლაც რთული მოვალეობისა, აღნიშნული ღონისძიებები სიმღერითა და ლექსითაც გაალამაზა.

კითხვაზე, როგორ შეუთავსა ერთმანეთს ხელოვნებისა და სპორტის სამსახური, იგი გვპასუხობს:

- ორივე სფერო ჩემთვის ერთნაირად ახლობელი და საინტერესოა. მიყვარს სიმღერა, კარგი ლექსი. არჩევანის წინაშე რომ დავდგე, ვერც კი გეტყვით, რომელს ავირჩევ, საერთოდ კი, ორივესთან თანაზიარობა მირჩევნია.

ბექა ჩოხატაურის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში სწავლობს. სასკოლო საგნებიდან ყველაზე ძალიან ქართული ენა და ლიტერატურა ყვარებია, რასაც მისი მასწავლებლის ნანა მგალობლიშვილის დამსახურებად მიიჩნევს:

- ქალბატონ ნანაზე კარგი ადამიანი ჯერ არ შემხვედრია, არაჩვეულებრივი მასწავლებელია, ვერ ვიტყვი, რომ გადასარევი მოსწავლე ვარ, მაგრამ ნანა მასწავლებელი იმდენ რამეს გვასწავლის, შეუძლებელია არ მოუსმინო, ამიტომაც, მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები, - ამბობს ის.

საგნები და მასწავლებლები სხვებიც უყვარს და მოსწონს, მაგრამ მის ცხოვრებაში მთავარი ადგილი მაინც სპორტს უჭირავს:

- სკოლას რომ დავამთავრებ, სწავლის გაგრძელებას ვაპირებ, მაგრამ სადაც არ უნდა ჩავაბარო, სპორტს მაინც არ დავანებებ თავს. არც სიმღერასა და ხელოვნებას მოვეშვები, ჩემი აზრით, სწორედ ეს დარგებია ცხოვრებას რომ გვილამაზებს და გვიხალისებს. დღეს ისეთი ცხოვრებაა, თუ ჩვენით არ შევეცადეთ ცხოვრება გავილამაზოთ, შეიძლება ძალიან უფერული მოგვეჩვენოს ყველაფერი. ჩემს გარშემო ძალიან ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას ვიცნობ. სოფელშიც და სკოლაშიც. ამ ბავშვებს თავის მოყრა და გამოჩენა სჭირდება, თუმცა, მიმაჩნია, რომ თვითონაც უნდა იაქტიურონ. მე ვთვლი, რომ სიმღერაში ჩემი გამოჩენა აწ გარდაცვლილი ლოტბარის, ვაჟა გოგოლაძის დამსახურებაა. სკოლებში დადიოდნენ და ბავშვებს არჩევდნენ. მეც სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ ვიღაცას ჩემი სიმღერა მოეწონა. სტიმული აუცილებელია.

ასევე, მისი აზრით, სოფლებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებაც მთავარი პირობაა იმისთვის, რომ ვიღაცა გამოჩნდეს და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინოს:

- ცუდია, რომ სოფლებში კულტურის სახლები და ბიბლიოთეკები აღარ იარსებებს. ჩემს სოფელში ამ მხრივ, სხვა სოფლებთან შედარებით ბევრად უკეთაა საქმე, სოფლის ძალისხმევითა და არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით კულტურის სახლი გავარემონტეთ. მომავალში ალბათ ღონისძიებებსაც ჩავატარებთ.

რაც შეეხება წარმატებებს სპორტში, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამაში ლომის წილი თურმე დედას შეუტანია:

- დედაჩემმა შემიყვანა კარატეში, მამაჩემი მხოლოდ მას შემდეგ ჩაება საქმეში, როცა დაინახა, რომ რაღაც წარმატებები მქონდა, დედაჩემი კი, მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა და ჩემგან მხოლოდ წარმატებას არ მოელოდა. ასე რომ, თუ რამეს მივაღწიე, ამისთვის ყველაზე დიდი მადლობელი მუდამ დედაჩემისა ვიქნები.

დიდი კმაყოფილებით იხსენებს ბექა პატრიოტულ ბანაკში გატარებულ დღეებს:

- ჩემი აზრით, ასეთი ურთიერთობები აუცილებელია და იგი ყველა ახალგაზრდამ უნდა გამოსცადოს. უცხო გარემოში მოხვედრილი, იძულებული ხდები დამოუკიდებლობას მიეჩვიო, გარდა ამისა, ურთიერთობის ჩამოყალიბებასაც სწავლობ. ჩვენს ჯგუფში, ერთ-ერთი შეჯიბრის ბოლოს ერთმანეთს ვაფასებდით. დღეს ჩვენთვის შორეულად ქცეული ოსეთიდან ჩამოსულმა თანატოლმა ჩემი შეფასებისას თქვა, ბექასთან ურთიერთობა მსიამოვნებსო, ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი. ობიექტური შეფასებები და სხვისი თვალით დანახული საკუთარი თავი ძალიან საინტერესოა.

სათქმელი კიდევ ბევრი დარჩა ერთ რიგით ჩოხატაურელ, მაგრამ უკვე გარკვეულ წარმატებამიღწეულ ახალგაზრდას. თუმცა, მისი მთავარი სათქმელი მაინც თანატოლებს ეკუთვნით:

- მე მინდა ყველა ჩემს თანატოლს მოვუწოდო, დაკავდნენ სპორტით, მთავარი სპორტული ცხოვრებაა და არა წარმატებები. წარმატებებს ყველა ვერ მიაღწევს, მაგრამ კაცურ ურთიერთობასა და მეგობრობას ნამდვილად ჩამოიყალიბებს. სპორტული შეჯიბრებების დროს ბევრ წინააღმდეგობას წავწყდომივარ, მაგრამ გავმკლავებივარ, როცა მატყობდნენ, რომ მე გარკვეულ ეშმაკობებთან დაკავშირებით არ მქონდა განსაკუთრებული ან გაბრაზებული რეაქციები, სულ სხვანაირად მიყურებდნენ. სპორტი წონასწორობის დაცვასაც გვასწავლის. და კიდევ, სულ სხვაა ნაკითხ და განთლებულ ადამიანთან ურთიერთობა. ამიტომ ჩემს თანატოლებს ამასაც ვეტყვი - ვიკითხოთ ბევრი, გამოვიჩინოთ თავი და ვერავინ მოგვერევა.

ჩვენც ისღა დაგვრჩენია, წარმატებები ვუსურვოთ ბექას. იგი არ არის ერთადერთი ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა, რომელიც დღეს ჩოხატაურში ცხოვრობს. ამიტომაც, ჩვენ კიდევ ბევრ ახალგაზრდას გავაცნობთ საზოგადოებას, "გურია ნიუსის" ახალგაზრდული გაზეთი ხომ სწორედ ამას ემსახურება.

ავტორი: მზია სიხარულიძე


კალენდარი
აგვისტო  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი