მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
21-ს ქვევით
2007-11-13
"გურულებმა დაივიწყეს ტრადიციული სიმღერა, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ გურიაში კარგ ხმას ვეღარ შეხვდებით"

შემოდგომა ოზურგეთში "ჯეოსტარის" კონკურსთან ერთად დაიწყო. სმს-ების მეშვეობით ვინც გაიგო, ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრში ბედის საცდელად მივიდა - 30-ზე მეტი ახალგაზრდა. მოსმენა 40 წუთში დასრულდა და შედეგი სავალალო აღმოჩნდა, თბილისში მხოლოდ ერთი მონაწილე ნინო ბერძენიშვილი მიიწვიეს.

ახალგაზრდული გაზეთი რამდენიმე კვირის წინ წერდა, რომ პროდიუსერმა და "ჯეოსტარის" ჟიურის უცვლელმა წევრმა მარინა ბერიძემ განაცხადა, "გურულებს სიმღერა დავიწყებიათო". სამწუხაროდ, ამ ფრაზას არავინ გამოეხმაურა. იყო შემთხვევაც, როცა რამდენიმე ადამიანმა მხოლოდ ჩვენთან საუბარში "მოიკლა წყურვილი", უკმაყოფილებაც მხოლოდ პირად საუბარში გამოხატა და უარი განაცხადა გაზეთის ფურცლებზე დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი.

ჩვენ გადავწყვიტეთ ამ საკითხზე სპეციალისტების და პროფესიონალების აზრი გაიგვეგო. გვაინტერესებს, მართლა დაავიწყდათ თუ არა გურულებს სიმღერა და თუ კი, რა არის ამის მიზეზი. დღევანდელი ნომერის სტუმარია მუსიკათმცოდნე ნანა მჟავანაძე:

- ქალბატონო ნანა, როგორც მოგეხსენებათ, "ჯეოსტარში" გურულებს არ გაუმართლათ. გვაინტერესებს, რა არის ამის მიზეზი?

- იმას, რომ "ჯეოსტარსა" და სხვა კონკურსებზე გურიიდან ვერ მოხვდა წარმომადგენელი, არაერთი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზი აქვს. მათ შორის - სოციალურიც. მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით გურიაში, სიღატაკეში ცხოვრობს. მოგეხსენებათ, ღმერთი ნიჭს ადამიანს მისი სოციალური სტატუსის განურჩევლად აძლევს. შეუძლებელია აგრეთვე, კარგი მუსიკალური განათლების გარეშე გემოვნების განვითარება. მარტო კარგი ხმა და ბუნებრივი მონაცემები არაა საკმარისი იმისათვის, რომ კარგად მღეროდე. აუცილებელია კარგი მუსიკალური გემოვნება, რასაც სწორი და ხარისხიანი მუსიკალური განათლება უწყობს ხელს. ჩვენი ბავშვები უაღრესად იაფფასიან, მდარე მუსიკალურ სივრცეში იზრდებიან. მათი უმრავლესობა, ვიტყოდი 99%, დაბალი ხარისხისა და გემოვნების მუსიკის ფანია, იმიტომ, რომ უკეთესი არასოდეს მოუსმენია. რეგიონში მცხოვრები ადამიანი, სურვილიც რომ ჰქონდეს, ვერ მოუსმენს ცოცხალი შესრულებით კარგ მუსიკას. ანუ, ამისთვის საჭიროა გქონდეს მუსიკალური ცენტრი, ხარისხიანი დისკები, შეგეძლოს ინტერნეტით სარგებლობა სასურველი მუსიკის მოსასმენად. ამავე დროს, ძალზე მნიშვნელოვანია მშობლის ინტელექტი და გემოვნება, რომელიც უნდა ცდილობდეს საკუთარი შვილის დაცვას გამეფებული მუსიკალური აგრესიისგან, რადგან ბავშვი, რომელიც სახლში ვერ უსმენს კარგ მუსიკას და მოკლებულია შესაბამის განათლებას, ნაცნობ-მეგობრებისა და თანატოლების მუსიკალური გემოვნების გავლენის ქვეშ ექცევა და მათი აბსოლუტური უმრავლესობა სამარშრუტო ტაქსების მუსიკალური ფონი და საქორწილო, გაურკვეველი წარმოშობისა და ხარისხის მუსიკის თაყვანისმცემელი ხდება.

- "ჯეოსტარის" ჟიურის წევრმა მარინა ბერიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, გურულებს სიმღერა დავიწყებიათო. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- ამასწინათ, კახეთში გახლდით, ერთ მშვენიერ ოჯახში სუფრაზე და გაოცებული დავრჩი იმით, რომ ქართული სუფრის თითქმის ყველა ატრიბუტი უცვლელად იყო დაცული, დაწყებული სადღეგრძელოებიდან, დამთავრებული კახური იუმორით, ცეკვა-თამაშითა და ულამაზესი კახური სუფრული სიმღერებით. სამწუხაროდ, გურიაში თითქმის დაიკარგა ეს ტრადიცია სუფრაზეც და ოჯახშიც, სადაც მუზიცირება ცხოვრების წესი გახლდათ ახლო წარსულშიც კი. ოჯახური მუზიცირება მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მუსიკალური გემოვნების განვითარებაში. თუ ამას გავითვალისწინებთ, მაშინ ქ-ნი მარინა ბერიძე მართალია. გურულებმა დაივიწყეს ტრადიციული სიმღერა, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ გურიაში კარგ ხმას ვეღარ შეხვდებით, გურიაში ნამდვილად არსებობს ხმები, რომელთაც აღმოჩენა და მიხედვა სჭირდებათ. ფიქრობს კი ვინმე ამაზე? ან თუ ფიქრობს, როგორ წარმოუდგენია, რომ კვალიფიციურმა პედაგოგმა იზრუნოს ნიჭიერ ბავშვებსა და მათ მუსიკალურ განვითარებაზე 50-100 ლარიანი ხელფასით და ეს მართლაც ძალზე რთული და საპასუხისმგებლო საქმე იტვირთოს მაშინ, როდესაც მისი შვილები და ოჯახი შესაძლოა შიმშილობს?! ამიტომ, პერიფრაზირებას გავაკეთებდი და ვიტყოდი, რომ გურიაში სიმღერა კი არ დავიწყებიათ, ალბათ უფრო სიმღერის ხალისი წაერთვათ ადამიანებს. მუსიკა ფუფუნებაა და პურს დანატრებული ადამიანი ამის უფლებას თავს ვერ მისცემს. მუსიკალური განათლების ხელშეწყობასთან და გემოვნებასთან დაკავშირებით, არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი გაკვირვება ერთი ამასწინდელი შემთხვევის გამო; ჩემი სტუდენტობისას, ბედნიერება მქონდა მენახა და მომესმინა მსოფლიო მნიშვნელობის არერთი მუსიკოსისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც არსებობდა ელიტარული და ძვირადღირებული ადგილები საკონცერტო დარბაზებში. სტუდენტები სპეციალური საშვების საშუალებით ვესწრებოდით კონცერტებს. ჭეშმარიტი ელიტა შორსაა სნობიზმისა და პროვინციალიზმისგან, ოზურგეთის ახალგაზრდობა ვერ დაესწრო ზაურ ბოლქვაძის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტს, რადგან, როგორც ამბობენ, ბილეთების უმრავლესობა თბილისში გაავრცელეს(?!), ხოლო მცირე ნაწილი ადგილობრივ "ელიტას" ერგო. რომელ კონკურსზე შეიძლება გაიმარჯვოს ბავშვმა (ახალგაზრდამ), რომელიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ, მეტ-ნაკლებად ხარისხიან, ცოცხალ შესრულებას ვერ მოისმენს საკუთარ ქალაქში მავანთა და მავანთა სნობიზმისა და დაბალი კულტურის გამო!

ავტორი: გიორგი გირკელიძე


კალენდარი
აპრილი  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი