მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
21-ს ქვევით
2007-11-13
"ბოლოს იმას მივაღწიეთ, ფრანგები ხან "ჯორჯიას" ყვიროდნენ, ხან - "საქართველოს"

როგორც ჩვენი გაზეთის წინა ნომრებიდან ვიუწყებოდით, საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად საქართველოდან 15 ახალგაზრდა წავიდა, რომელთა შორისაც ჩოხატაურელი გიორგი ტრაპაიძე იყო, რაიონის მორაგბეთა გუნდის "ღონეს" (გია გიორგაძე) წევრი.

- მოთამაშეები თავად მწვრთნელებმა შეგვარჩიეს. დასავლეთ საქართველოდან სამნი ვიყავით. ჩვენთან ერთად 10 გოგონა გვახლდა - ქართველ მორაგბეთა შვილები. სულ 8 დღე ვიყავით. ეს მოგზაურობა ლანსის (საფრანგეთი) ლიცეუმის დირექტორმა დააფინანსა. მასპინძლები დელოგერში (პარიზის გარეუბანი) დაგვხვდნენ და ავტობუსით წაგვიყვანეს დედაქალაქში. თითოეული ჩვენგანი იქაურ ოჯახებში ვცხოვრობდით. მე, პირადად, ახალგაზრდა ცოლ-ქმართან ვცხოვრობდი, რომელთაც ორი გოგონა ჰყავდათ. ძალიან თბილი და ყურადღებიანი ხალხი იყო. ერთმანეთში ინგლისურად ვსაუბრობდით. შემდეგ, მთხოვეს, ქართული სიტყვები მესწავლებინა მათთვის. 4 დღის შემდეგ უკვე ქართულად მესალმებოდნენ და ქართულად მეკითხებოდნენ რაღაცეებს, - გვიყვება გიორგი.

- საქართველო-ნამიბიის თამაშზე რას გვეტყვი, რომელსაც დაესწარით?

- შვიდ საათზე დაიწყო თამაში. საინტერესო იყო და ძალიან გვიხარდა, რომ საქართველომ მოიგო. ძალიან ბევრი ქართველი ვნახეთ, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობენ. ერთი 40 წლის ქართველი მამაკაცი მოგვიახლოვდა და გვითხრა, 6 წელია ქართველი არ მინახიაო, ტირილი დაიწყო. ძალიან იმოქმედა ამან ჩვენზე. ქართველების გულშემატკივრობა ყველას უკვირდა. ბოლოს იმას "მივაღწიეთ", რომ ფრანგებიც ხან "ჯორჯიას" ყვიროდნენ, ხან - "საქართველოს". საქართველო პირველად იყო რაგბის მოსფლიო ჩემპიონატზე, სადაც ნებისმიერ შეხვედრაში მოგება, ძალიან დიდი საქმეა ქვეყნისთვის.

- ფრანგული სამზარეულო როგორ მოგეწონა?

- არ მომწონებია. შეიძლება კარგი სამზარეულო აქვთ და მე ვერ ვხვდები, მაგრამ ქართულთან ვერ მივა. პირველ დღეს რაც სუფრასთან მოიტანეს, თითქმის არაფერი მიჭამია, მხოლოდ ხილი გავსინჯე. ასეთი წესი აქვთ, ერთხელ რომ გადაიღებენ თეფშზე საჭმელს, აღარ დაიმატებენ. ოჯახებმა, სადაც ვცხოვრობდით, სუპერ-მარკეტში წაგვიყვანეს და თავად აგვარჩევინეს საჩუქრები. მე სპორტული აქსესუარები ვიყიდე: ბურთი, მაისური...

- როგორი ხალხია ფრანგები?

- ძალიან თავისუფალი. უხერხულობის გრძნობა არ აქვთ. შეყვარებულები თავისუფლად იქცევიან ქუჩაში, თითქოს ხალხი არ დადიოდეს იქ.

- ექსკურსიები თუ მოგიწყვეს?

- კი. ეიფელის კოშკი ვნახეთ. ძალიან ლამაზია. ტბაზე გავისეირნეთ. აკვარიუმი დავათვალიერეთ, სადაც უზარმაზარი ზვიგენები ჰყავთ. სურათები გადავიღეთ პინგვინებთან. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე აკვარიუმმა.

- გასართობად სად დადიოდით?

- დისკოთეკებზე დავდიოდით ღამის კლუბებში. საქართველოსგან განსხვავებით, იქაურ ღამის კლუბებში ძირითადად როკ-მუსიკას უკრავენ. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა. ერთ კლუბში ხშირად 500-600 ახალგაზრდა იყრის თავს.

- ყველაზე დასამახსოვრებელი და საინტერესო რა იყო შენთვის პარიზში?

- ძალიან შესამჩნევია სისუფთავე ქუჩებში. ძირს არაფერი ყრია, ნამცეციც კი. სათვალთვალო კამერებია დაყენებული. ერთხელ, ასეთ შემთხვევას შევესწარით: ქუჩაში მივდიოდით და ჩვენს წინ ვიღაც ფრანგმა "კოკა-კოლას" ცარიელი ბოთლი გადააგდო. იმ წუთში გაჩნდა მასთან პოლიცია და 10 დოლარით დააჯარიმა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მწვრთნელს გია გიორგაძეს იმისთვის, რომ საფრანგეთში გამიშვა, პარიზი ვნახე და მსოფლიო ჩემპიონატს დავესწარი.

ავტორი: ია ტაკიძე


კალენდარი
ივნისი  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი