მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
21-ს ქვევით
2007-11-13
თუ საქართველო "ნატოში" შევიდა, ნოდარის დამსახურებაც იქნება

"ცხრამეტი წლისა შევსრულდიო", - არავისთვის უხმია, მაგრამ 6 ოქტომბერს, ოზურგეთში, ბათუმის ქუჩაზე გამთენებამდე ზეიმობდნენ უბანში, უბრალოებით გამორჩეული, ერთი სიმპათიური ბიჭის ნოდარ ქილიფთარის დაბადების დღეს. ეს ლხინი ორიგინალური იყო იმდენად, რამდენადაც ნოდარი ასე რეზონანსულად პირველად იხდიდა დაბადების დღეს და პირველად ზეიმობდა პირველ სერიოზულ გამარჯვებას. საქმე ისაა, რომ ჩვენი წერილის გმირმა მართლაც გმირობა ჩაიდინა:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებისათვის გამოცხადებულ კონკურსში ტოლი არავის დაუდო, თემაზე "საქართველო ნატოში" მის მიერ შესრულებული ნახატი საუკეთესოდ გამოცხადდა.

- მართალი გითხრათ, აღარ ველოდი, მთელი სამი თვე დააგვიანდა და იმიტომ, - ალალად გვითხრა ნოდარმა.

სამი ნახატი გაუგზავნია, სამივე ერთ ღამეში შეუქმნია. სკოლა არ მიუთითებია და როცა პასუხი ჩამოსულა, რესურსცენტრში ერთი ამბავი შექმნილა, რომელი სკოლის მოსწავლეაო. სახელისა და გვარის გაგონებაზე - ჩემი მოსწავლეაო, სიხარულით ჭერისთვის კინაღამ თავი აურტყამს მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორს ტარიელ კალანდაძეს. მასვე უხარებია ნოდარის მამისათვის, რომელიც მაშინ სწორედ მეოთხე საშუალო სკოლის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.

სიტყვამ მოიტანა და ბატონი ბიჭიკოც ძალიან კარგად, უნიკალურად ხატავდა თურმე. მაგრამ ნოდარის ხატვით გატაცება და უკვე რეალური წარმატება, ბატონი ბიჭიკოს თქმით, უფრო დედის, ქალბატონ მანანა აბუსერიძის დამსახურება უნდა იყოს, რომელიც თხემით ტერფამდე შემოქმედია. ქალბატონი მანანა მაღალმთიანი აჭარის, კერძოდ, შუახევის რაიონის სოფელ უჩამბას შვილია. ნოდარმა ბავშვობა დედულეთში გაატარა, იქ შეიგრძნო მაღალმთიანი სოფლის სურნელება. ორი წლისა თურმე განმარტოვდებოდა, მაგიდის ქვეშ შეიტანდა ქაღალდსა და ფანქარს და ხატავდა. ასევე ორი წლისა იყო თურმე, ცეკვა რომ დაუწყია, არავის უსწავლებია, "შუამთობაზე" რომ დადიოდა, იქ გაერეოდა ბავშვებში და ახლა "განდაგანას" შესანიშნავი შემსრულებელია. გამოირჩევა მუსიკალური სმენითაც.

ნოდარს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ბუნებისადმი, როცა მიდის, მარტოც რომ იყოს, ელაპარაკება ბუნებას, თითქოს იქ ადამიანები ხვდებიან. თევზაობა კი მისი უპირველესი ჰობია, ცნობილ მეთევზეებთან ერთად ზედიზედ რამდენიმე დღე უთევზავია და აჭარა-გურიის თითქმის ყველა მთის მდინარის კალმახიც აუსხმარტალებია ანკესზე.

სწორედ ბუნების თავდავიწყებით სიყვარული ჭარბობს მის ნატურმორტებში, პეიზაჟებში, ნებისმიერ კომპოზიციაში.

ნოდარი ამბობს, რომ მას, როგორც მომავალ შემოქმედს, ძალიან ბევრი მისცა მხატვარმა თამაზ დარჩიამ, ვისთაც იგი დადიოდა 6-7 თვის განმავლობაში.

ჩვენი პერსონა გაისად მოსე თოიძის სამხატვრო სასწავლებელში აპირებს შესვლას, რომლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში განაგრძობს დაოსტატებას. ბუნებით მაქსიმალისტია და დარწმუნებულია, რასაც მიზნად დაისახავს, შეასრულებს კიდეც.

როგორც მან გვითხრა, თემაზე "საქართველო ნატოში" გამოსაცემად მზადდება კალენდარი, რომელშიც მის სამივე საკონკურსო ნამუშევარს შეიტანენ.

ის, რომ ნოდარის ჩანაფიქრი და ხედვა უკეთესია, ვიდრე შესრულება, შესრულების ოსტატობა, სპეციალისტების აზრით, ახალგაზრდა მხატვრის პერსპექტიულობასა და დიდ მომავალზე მეტყველებს, რა თქმა უნდა, სწავლებისა და დაოსტატების სწორად წარმართვის შემთხვევაში.

ავტორი: ანა ლომჯარია


კალენდარი
ოქტომბერი  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
17
18
19
20
21
22
24
25
26
27
28
29
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი