მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
21-ს ქვევით
2007-11-13
"თავზე ხელი გადამისვა და კოცნაც დამიპირა"

გოგონა, რომელზეც ახლა გიამბობთ, საკმაოდ უცნაური სიყვარულის მსხვერპლი გახდა. მას ეგონა, რომ უყვარდა სხვა, მაგრამ აღმოჩნდა...

ლიკა 20 წლისაა. მისი "თავგადასავალი" კი კომპიუტერით და ინტერნეტით დაიწყო;

- კომპიუტერის შესწავლის კურსებზე დავიწყე სიარული. საკმაოდ სწრაფად ვისწავლე. ინტერნეტის მეშვეობით უამრავი მეგობარი შევიძინე. ერთმა იქ გაცნობილმა ადამიანმა სიყვარულიც შემომთავაზა. ბევრს ვსაუბრობდით ამაზე. ხშირად მეუბნებოდა, რომ შევუყვარდი. ასე გრძელდებოდა ორი თვის განმავლობაში. როგორც თავად ამიღწერა თავი, მაღალი, გამხდარი, შავგრემანი, უმაღლესდამთავრებული, სერიოზული მამაკაცი იყო, რომელსაც ოჯახის შექმნა სურდა და ჩემნაირ გოგონას ეძებდა.

- როგორ, შენნაირს?

- ვუთხარი, რომ ვარ ლამაზი, ჭკვიანი, განათლებული და ნამდვილი ქართველი ქალის განსახიერება. ცოტა წავიტრაბახე, მაგრამ მან ისე ამიღწერა საკუთარი თავი, მინდოდა მისნაირი "სრულყოფილი" ვყოფილიყავი. იცი, როგორ შემიყვარდა? უაზროდ, უზომოდ, გადარეულად. მთელ სანათესაოს ვუამბობდი ჩემი სრულყოფილი შეყვარებულის შესახებ. ერთხელ კი, როცა ინტერნეტით ვეკონტაქტებოდი, მითხრა, რომ რაღაც ისეთი უნდა გაემხილა ჩემთვის, რასაც შეიძლება შეეცვალა ჩვენი ურთიერთობა. ვერ მივხვდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო. გადავწყვიტეთ, შევხვედროდით ერთმანეთს. ის სხვა ქალაქში იყო, მე - სხვაში. დავთქვით შეხვედრის დრო და ადგილი და... ყველაფერი უკუღმა დატრიალდა.

- რა მოხდა?

- კარგა ხანს ველოდე, მაგრამ არ გამოჩენილა. ახლომახლოც ვერავინ დავინახე მისი აღწერილობის მსგავსი. ვიფიქრე, აღარ მოვა-მეთქი. ამ დროს ვიღაც გოგონა მოვიდა. "თქვენ ლიკა ხართ"? - მკითხა. "კი, - ვუპასუხე, - თქვენ ვინ ხართ-მეთქი?"; "მე ის ვარ, ვინც სიყვარულს გიხსნიდა და ვისაც უზომოდ უყვარხარო". გაოგნებული შევცქეროდი და ხმას ვერ ვიღებდი. "ალბათ, ვინმეში გეშლებით-მეთქი", ვუთხარი. "არა, სწორედ შენ გეკონტაქტებოდი ინტერნეტითო", - მიპასუხა. ძალიან შემეშინდა, როცა ყველაფგერი მითხრა. ამ ხნის განმავლობაში ბიჭს კი არა, თურმე, გოგონას ველაპარაკებოდი, რომელიც ლესბოსელი ყოფილა. გოგონამ თავზე ხელი გადამისვა და კოცნა დამიპირა, საშინლად ვეჩხუბე. მან კი ტირილი დაიწყო: "ნუთუ, საყვარელ ადამიანს ასე მოექცევიო?" მგონი, მართლა ვუყვარდი.

- შენ? შენი გრძნობა სად გაქრა?

- გაქრა. სად ის, როცა გგონია, რომ მამაკაცი გიყვარს და სად ის, როცა ლესბოსელი ხარ. თუმცა, ის გოგო მებრალება, ცხოვრება დაიღუპა. არა მგონია, ცხოვრებაში ამაზე დიდი საშინელება დამემართოს. თავი შეურაცხყოფილად და გაუბედურებულად ვიგრძენი. იმედია, ოდესმე მამაკაცი შემიყვარდება.

ავტორი: ნანა კუკულავა


კალენდარი
აგვისტო  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი