მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
21-ს ქვევით
2007-11-13
"... მომავალი ჩვენია?!"

გავკადნიერდები და სათქმელს დიდი ილიას სიტყვებით დავიწყებ: "მე პირთან საქმე არა მაქვს, საზოგადო ჭირზედა ვწერ". გულწრფელად გეტყვით, მიჯობს, ადრესატი ერთი იყოს და არა მრავალი, თუმცა, ვინ იცის, იმ ერთის ხვედრი რა მძიმე და აუტანელი იქნებოდა, სხვაც რომ არ გამოჩენილიყო მისებრი. მიმბაძველობა კი ქართველებს, იცოცხლეთ, სისხლში გვაქვს გამჯდარი და წვეთ-წვეთად კი არა, სულ თქრიალ-თქრიალით გადმოედინება ჩვენგან და სხვისას ერევა. ამიტომაც არის, რომ ხშირად ტყუპებივით ვგავართ ერთმანეთს: საერთო ზნე, ხასიათი, ქცევა, მისწრაფება, ჩაცმულობა, კაზმულობა, ინტერესი... ძნელია გარჩევა ვინ ვინ არის, როგორი და სადაურია: გოგოა თუ ბიჭი, ცისფერია თუ ვარდისფერი, სოფლელია თუ ქალაქელი, გენიოსია თუ იდიოტი, თამამია თუ თავხედი...

ასეთნი არიან თუ ისეთნი, ერთი ნათელია - ისინი ჩვენი დროის "გმირები" არიან, რომლებიც ცხოვრების სცენაზე დგანან და ტაშს ელიან. ჟიური მკაცრია და ულმობელი. დროა მათი შემფასებელი, რომელიც ტაშსაც დაგიკრავს, ერთი-ორჯერ შემოჰკრავს ერთმანეთს ხელებს, გაგიცინებს კიდეც, თუმცა, უფრო ხშირად დაგცინებს, ფეხსაც დაგიდებს, წაგაქცევს, მწვერვალზეც აგიყვანს, გამოგცდის, ზეგ კი ისტორიის ფურცლებზე გაგაკრავს ან როგორც გმირს, ან როგორც მაწანწალას. ვინ იცის მერე შთამომავლობა რას იტყვის ჩვენზე - იამაყებენ თუ შერცხვებათ გვიჩვენებს "საქმენი საგმირონია", ხვალინდელ დღეს დღევანდელი გამოაჩენს - მომავალს ხომ ჯერ წარსული და მერე აწმყო ბადებს, ცხოვრებას კი თაობათა ცვალებადობა ქმნის, ვინ არიან დღეს ისინი: ახლანდელი დროის გმირები თუ გმირობაზე მეოცნებე დონკიხოტები... გუშინ ვინ იყვნენ, გუშინწინ... ხომ შეიძლება წარსულის ბრალიცაა თავხედი აწმყო - იქნებ მამებიც არიან დამნაშავენი? "სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ" - გვეხმიანება ურჩის "გამზრდელი". ამასაც ამბობენ, დრომ მოიტანაო, გიჟმა ცხოვრებამ, იქნებ ყველაფერმა ერთად - მძივივით აკინძულმა მიზეზებმა მოგვცა უნიათო შედეგი.

შემთხვევით ყალბ ფასეულობებზე ხომ არ გავზარდეთ შვილები, რჩევის მიცემა დავიზარეთ და საყვედურის თქმა დავაგვიანეთ, დანაშაულზე თვალები დავხუჭეთ, დავუყვავეთ: პატარაა, გაიზრდება და... არ გავითვალისწინეთ, პატარა გაუზრდელი დიდი ვიგინდარა გაიზრდება მხოლოდ. იქნებ არ ვასწავლეთ შვილებს რაა ღირებული: ძველბიჭობა კი არა, მეგობრობა, თავმდაბლობა, სიყვარული; სიზარმაცე კი არა, სიბეჯითე; ჯანსაღი ცხოვრების წესი და არა ალკოჰოლი, ნარკოტიკი, სიგარეტი; შრომა, სწავლა და არა "ბირჟაობა", დანის ტრიალი და ბილწსიტვაობა.

- სად დავუშვი შეცდომა?! - ძიება გვიანია

თხუთმეტი წლის ბიჭმა თანატოლი მოკლა, თანატოლი დაჭრა, თანატოლი გააუპატიურა... დღეს ქუჩაში შეიარაღებული საფრთხე დადის.

სა-გან-გა-შო-ა!!!

თხუთმეტი წლის გოგო ვიღაც ნარკომანის ცოლობაზე ოცნებობს. ქურდის ასული ამაყობს "სახელოვანი" მამის შვილობით...

სა-გან-გა-შო-ა, სა-გან-გა-შო!!!

- ვინ არის დამნაშავე???

ირინა ინარიძე, ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის დირექტორი: ხელაღებით ვინმეზე ხელის დადება, - ეს ამის ბრალია, არ შეიძლება. განა მარტო დღეს შეიძლება მოკლას 15 წლის ბავშვმა. საინფორმაციო სამსახურია უფრო აქტიური და მეტად ვართ ჩახედულნი ამ საქმეში. ვინ გააკეთა იმის სტატისტიკა ათი წლის წინ 15 წლის მოზარდი ჰკლავდა თუ არა თანატოლს? ამ თემაზე ასე ვერ იმსჯელებ. შეიძლება მეტ-ნაკლები სიმწვავით რაიმე საკითხი დღეს უფრო იდგეს და აქტუალური იყოს, ვიდრე დავუშვათ, ათი წლის წინ. მარტო დღეს ჰკლავს 15 წლის ბავშვი? ასე არ არის. დღესაც შესანიშნავი თაობაა და მაშინაც იყო. ამ თაობებით მოვიდა საქართველო დღემდე და მომავალშიც ეს თაობა მიგვიყვანს.

მაია თავართქილაძე, ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის დირექტორი: პირველ რიგში, რამაც გამოიწვია ძალადობა ბავშვებში, მოზარდებში, არის იმის გამოხატულება, რაც ხდება საქართველოში, მაგალითად, რაც ხდება სტუდენტობაში, უფროს თაობაში, მეზობლებში, ნათესავებში... დღე არ არის ისეთი, რაღაც საშინელება არ მოხდეს. ბავშვი არის იმის ასახვა, იმის სარკე, რაც ხდება საზოგადოებაში.

ტარიელ კალანდაძე, ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: ჩემთვის გასაოცარია, რომ 15 წლის ბავშვმა ვინმე მოკლას. ქუჩურ გარჩევებს ხშირად სავალალო შედეგამდე მივყავართ. სად არის ხსნა? საზოგადოება არის უპირველესი. მასწავლებლები, მშობლები, მედეასაშუალებები უნდა ჩაერთონ ამ პროცესებში. ჩვენ ვცხოვრობთ გარდამავალ ეპოქაში. ხდება ბევრი რაღაცის შეცვლა, ნგრევა, მტვრევა, მსხვრევა, ახლის შენება... მალე ყველაფერი დაშუშდება, დაწყნარდება. საბოლოოდ, მივიღებთ ძალიან ლამაზ თაობას, რომელსაც ეყვარება თავის სამშობლო, იზრუნებს მისი კეთილდღეობისთვის.

ასე რომ, "აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია".

პ.ს. მშობლიური სოფლის ცენტრში ყურმოკრული ერთი "მჭერმეტყველი" გლეხის სიტყვები გამახსენდა: "ბავშვს ყველა ზრდის, მთავარი აღზრდაა". ამაზე მაშინ ბევრი ვიცინე, ისეთი პათეტიკით იყო ნათქვამი. ახლა კი ვფიქრობ, მართალი თქვა იმ მართალმა კაცმა. კარგი ბავშვი კარგი აღზრდის ნაყოფია.

ავტორი: იზა დარჩია


კალენდარი
ივნისი  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი