მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
21-ს ქვევით
2007-11-13
"გერმანია საათივით აწყობილი ქვეყანაა"

მაკა გიორგაძემ თბილისის პროფკავშირების უცხო ენათა ინსტიტუტი დაამთავრა და ცოდნის გასაღრმავებლად გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ბოხუმის უნივერსიტეტში ჩააბარა ხელოვნების ისტორიისა და გერმანისტიკის ფაკულტეტზე.

- ახლა ვარ მეექვსე სემესტრზე, 2 წელში დავამთავრებ, შემდეგ არის ბაკალავრი, შემდეგ კი მასტერი, - ამბობს ის. ჩვენ მას გერმანიაში ცხოვრების შესახებ რამდენიმე შეკითხვა დავუსვით:

- ხშირად გაიგონებთ, რომ გერმანელები ცივი ხალხია, შენ რას იტყვი ამის შესახებ?

- მე ვისთანაც ურთიერთობა მაქვს, იმ ადამიანებისგან არანაირი სიცივე არ მიგრძვნია. გერმანია საათივით აწყობილი ქვეყანაა, ხალხი კი ზედმიწევნით პუნქტუალურია. იქ როცა ცხოვრობ, ყოველი წუთი აუცილებლად განსაზღვრული უნდა გქონდეს.

- საქართველოს შესახებ თუ იციან ბევრი რამ?

- საქართველოს კარგად არ იცნობენ. უნდა აუხსნა, რომ საქართველო რუსეთი არ არის და რომ ჩვენ საკუთარი ენა და დამწერლობა გვაქვს. სხვათაშორის, ჩვენი დამწერლობა ძალიან მოსწონთ, ამბობენ, დიდი ნიჭი რომ გაქვთ ხელოვნებაში, თქვენი დამწერლობიდან ჩანსო, ისეთი მოყვანილობით წერთ, ეს ნამდვილი შემოქმედებააო. საქართველოსადმი ინტერესი თანდათან ძლიერდება და ახალგაზრდებს სურვილი უჩნდებათ, ისწავლონ ქართული წერა-კითხვა.

- გერმანელ ახალგაზრდებზე რას იტყვით?

- გერმანელი ახალგაზრდები ძალიან დიდ დროს უთმობენ განათლებას, შეძლებული ოჯახის შვილები განათლებას სხვადასხვა ქვეყნის უძლიერეს სასწავლებლებში იღებენ. ვისაც არ აქვს სწავლის საშუალება, ისინი სწავლობენ სხვადასხვა ხელობას, მუშაობენ ფაბრიკებში, რაც ძალიან ბევრია იქ. ხალხის დასაქმება ჩვენთან შედარებით პრობლემა არ არის. თუმცა, იქაც არის ამ მხრივ პრობლემები. შედარება რომ მოვახდინოთ, თუ ჩვენთან 80%-ია დაუსაქმებელი, იქ შეიძლება იყოს 20%. მუშაობა ასაკობრივად შეზღუდული არ არის, 60 წლამდე აუცილებლად იმუშავებ, შემდეგ კი მაღალი პენსიები ენიშნებათ, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ უზრუნველად იცხოვრონ. ასევე, ასაკის შეუზღუდავად შეგიძლია ჩააბარო უმაღლეს სასწავლებელში და ისწავლო. ჩემთან ერთად 60-70 წლის ადამიანები სწავლობენ, არიან ეკონომისტები, რომლებსაც სურთ ცოდნა გაიღრმავონ ხელოვნების მხრივ, ამ მხრივ მათ ყოველგვარი პირობები აქვთ შექმნილი.

- უცებ რას გაიხსენებდით?

- ამ წუთში გამახსენდა ერთ-ერთი სემინარი, სადაც ძალიან ბევრი სტუდენტი ვესწრებოდით ბიზანტიის ხელოვნების ლექციას, უცებ დავინახე, ერთ-ერთი სტუდენტი "ნაბეღლავს" გემრიელად მიირთმევდა. მე სასწრაფოდ მვუახლოვდი. ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო რომ ქართველი ვიყავი, - "დედოპლის წკაროში" ვიყავი, პრაქტიკებზეო, - არქეოლოგიურ გათხრებში მიუღია მონაწილეობა. აღფრთოვანებული იყო, ასეთ პატარა ქვეყანაში ამდენი ეკლესია-მონასტრები და კულტურის კერა იყოს, პირველად ვნახეო. ძალიან საინტერესო ტრადიციების მქონე ქვეყანა ხართ, რაც აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ და განავითაროთო, საერთოდ, ჩვენ ბევრი უნდა ვიღვაწოთ იმისათვის, რომ საქართველოს დადებითი მხარეები გავაცნოთ მსოფლიოს.

- მაკა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ხომ დაბრუნდებით საქართველოში?

- აუცილებლად. მე იმიტომ წავედი გერმანიაში, რომ იქ უფრო სრულყოფილი განათლება მივიღო და შემდეგ საქართველოში დავბრუნდე. მე შემიძლია ვიმუშაო მუზეუმის, ტურიზმისა და კულტურის სფეროში. ასევე, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი უცხოელებთან გიდად, რომლებსაც საქართველოს ღირსშესანიშნაობებს გავაცნობდი. თუმცა, ზუსტად რომელ სფეროში ვიმუშავებ, ამას მომავალი გადაწყვეტს.

- ანუ გერმანიაში არ დარჩებით და არ გათხოვდებით?

- არანაირად (იცინის).

- ჩოხატაურელ ახალგაზრდებს რას ეტყვით?

- ჩოხატაურელ ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ ისწავლონ კარგად, დააფასონ ჩვენი ქვეყანა, ის ბუნება, ის სიმდიდრეები რაც ღვთისაგან გვაქვს მონიჭებული, შეისწავლონ ჩვენი კულტურა, ისტორია, რაც ზოგჯერ უცხოელებმა უფრო უკეთ იციან... თუ საზღვარგარეთ წავლენ, იქ ისწავლონ და შემდეგ კვლავ დაბრუნდნენ საქართველოში. საქართველოს ძლიერი, ნიჭიერი, განათლებული ახალგაზრდები სჭირდება.

ავტორი: ქეთევან კუკულავა


კალენდარი
ივნისი  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი