მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი 7 დღე
2002-12-20
კოპენჰაგენის სამიტი: დიდი პრობლემა გადაიჭრა, დიდი პრობლემები წინ არის

13 დეკემბერს კოპენჰაგენში უდიდესი მოვლენა მოხდა - ევროკავშირმა ათ ახალ წევრს: პოლონეთს, უნგრეთს, ჩეხეთის რესპუბლიკას, სლოვაკეთს, სლოვენიას, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, კვიპროსსა და მალტას - უთხრა: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!"

დასრულდა მტანჯველი მოლაპარაკებებისა და სკეპტიციზმის ხუთწლიანი ეპოპეა; წარსულს ჩაბარდა ევროფილებისა და ევროსკეპტიკოსების ცხარე დებატები: რა არის ევროპა - გეოგრაფიული ფენომენი თუ საერთო ღირებულებებით გაერთიანებული პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცე? რას მოუტანს ევროპის ეკონომიკას საშუალოდ და სუსტად განვითარებული ეკონომიკების ტვირთად აკიდება? გეოგრაფიული კუთვნილების მიხედვით, ვისია ლუდი "ბუდვაიზერი" - ჩეხეთის თუ გერმანიის? და რაკი გერმანია ვახსენეთ, შეუძლია თუ არა მარკიდან ევროზე გარდამავალ პერიოდში მყოფ გერმანიას, როგორც ყველაზე მსხვილ გადამხდელს, 800 ათასი პოლონელი გლეხის მეურნეობის პატრონობა?..

სხვათა შორის, ამ საკითხებს აქტუალობა არც გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუკარგავთ და მათზე მსჯელობა კიდევ არაერთ მტანჯველ ხუთწლედს წაიღებს. 13 დეკემბერს კოპენჰაგენშიც, სადაც ევროკავშირი 10 წევრით გამდიდრდა, და თბილისშიც, სადაც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში საგანგებო დარბაზობა გამართა, უფრო რაოდენობრივ პარამეტრებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, ვიდრე თვისობრივზე, სახელდობრ: ევროკავშირის გეოგრაფიული საზღვრების გრძივებსა და განედებზე, ერთბაშად 90 მილიონით გაზრდილ პოპულაციაზე... თუმცა ორივე ღონისძიება არც დეკლარაციული ხასიათის განცხადებების სიმწირეს უჩიოდა. "ეს უდიდესი მოვლენაა, - აღნიშნა კოპენჰაგენში პოლონეთის ელჩმა ევროკავშირში, მარეკ გრელამ, - იგი აღნიშნავს გასული საუკუნის ორი სამარცხვინო მოვლენის საბოლოოდ დასამარებას: ტოტალიტარული ერისა და ევროპის გაყოფის". თბილისში კი ბატონმა ელჩმა განაცხადა: ეს ნიშნავს შრომისა და კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას და საერთო გარემოსდაცვითი წესრიგის დამყარებას ევროპაში.

კოპენჰაგენის სამიტის შემდეგ ევროპელი და მსოფლიო პოლიტოლოგების ყურადღების ცენტრში ორი საკითხი აღმოჩნდა: ეკუთვნის თუ არა თურქეთი ღირებულებრივ ევროპას და როგორ იმუშავებს ევროკავშირის ძველი ძრავი - საფრანგეთ-გერმანიის დუეტი - 25 რთული დეტალისაგან შემდგარ ახალ ევროპულ მანქანაში...



კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
25
26
27
28
29
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი