მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი 7 დღე
2002-12-20
ცრემლების ფაბრიკა

აქ წელიწადში 900 ფილმს იღებენ - იმაზე მეტს, ვიდრე მთელ მსოფლიოში ერთად აღებულს (რა თქმა უნდა, თუ მსოფლიოდან ამერიკას გამოვრიცხავთ). ამ ფილმების ყველაზე ერთგული მაყურებელი პოსტსაბჭოთა სივრცეში ცხოვრობს.

კინო, რომელიც დავკარგეთ და ისევ ვიპოვეთ

ინდური კინოინდუსტრიის ყურადღების ღირსი ფილმების სიუჟეტები წარმოუდგენლად მარტივია და დაახლოებით სამ კატეგორიად იყოფა:

ა) გოგონას ღარიბი ოჯახიდან შეუყვარდება მწყემსი, მხიარული მაწანწალა, ან ახალგაზრდა მდიდარი; მაგრამ მისი მშობლები, დეიდა და ბიძა ან ბაბუა და ბებია ძალით ათხოვებენ სხვაზე. როგორც წესი, ამ კატეგორიის ფილმებში კვდება ყველა, ამავე დროს ყველა მღერის, ბებიისა და ბაბუის გამოკლებით, რომლებმაც თავიანთი სიმღერა უკვე იმღერეს.

ბ) ახალგაზრდა ყმაწვილს ღარიბი ოჯახიდან სურს გახდეს მომღერალი, ადვოკატი, ან დისკოს მოცეკვავე, მაგრამ მდიდარი არამზადები მის დიად მიზნებს წინ აღუდგებიან. თუმცა ჩვენი გმირი მაინც აღწევს თავისას. ასეთ ფილმებში მთავარი გმირი გადარჩება. იგი ყველაზე მეტს მღერის. იღუპებიან მდიდარი არამზადები. სამწუხაროდ, იღუპება ასევე მთავარი გმირის უახლოესი ადამიანი - მისი საუკეთესო მეგობარი ბანდიტების დანას წამოეგება, დედა თავისი ვაჟისთვის წირავს სიცოცხლეს, ელექტრო გიტარას სტაცებს ხელს, რომელშიც მაღალი ძაბვის ელექტროენერგია გადის.

გ) ორი მეგობარი (ბუთხუზა და გაჯგიმული) იპარავს ყველაფერს, რაც ხელში მოხვდება, ვიდრე არ აღმოჩნდება მთიან სოფელში, რომელიც მდიდარი, გაურკვეველი ბრიტანული წარმოშობის ტირანის უღელქვეშ გმინავს. ადგილობრივი მოსახლეობის ნაძირალისგან დახსნისას გმირები მეგობარ ქალებს გაიჩენენ, რომელთაგან ერთს შეუძლია მინის ნამსხვრევებზე ცეკვა, მეორეს კი ტრაგიკული წარსული აქვს. მთავარი გმირებიდან მხოლოდ ერთი გადარჩება, ის, რომელიც ბუთხუზაა. გადარჩება ორივე გოგონა; მთავარ ტირანს, როგორც წესი, კლავს მოხუცებული, უხელო პოლიციელი. სიმართლისმოყვარული მოხუცი, რომელსაც აცვია საშინელი რკინის ნალებით დაჭედილი ტყავის "ბათინკები", ნაძირალას ფეხებით თელავს. დაკუნთული მეგობარი მოცელილივით დააწვენს ორ ათეულ "წვრილი კალიბრის" ტირანს, შემდეგ კი, სასიკვდილოდ დაჭრილი და თავიდან ფეხებამდე კეტჩუპით მოთხუპნული, მღერის გამოსამშვიდობებელ სიმღერას. გვხვდება ასევე ოჯახურ თემატიკაზე შექმნილი ფილმები, რომლებშიც ცოლ-ქმრული ღალატის გულისშემძვრელი ისტორიებია მოთხრობილი; მათთვის კი, ვისთვისაც უცხო არ არის ფემინიზმი - ტყუპი დების თავგადასავალი.

ბოლივუდური ფილმის საშუალო ხანგრძლივობა სამი საათია. ამ ხნის განმავლობაში ერთი წუთითაც ვერ მოიწყენთ; წარმოუდგენელი დაძაბულობა გრძელდება ფილმის დასაწყისიდან ფინალური ტიტრების ბოლომდე. მუსიკალური ნომრები თუნდაც ისეთ ფილმში, როგორიცაა "ერთი შეცდომა", მომზადებულია დიდი გემოვნებითა და ცოდნით; უნდა ითქვას, რომ გადასაღებ მოედანზე ქორეოგრაფი რეჟისორზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ყველამ კარგად იცის, რომ ინდური კინო - სიმღერები და ცეკვებია და არა მონოლოგები ან ფართო ხედები. როგორც ერთი გაცვეთილი ანეკდოტი ამბობს: "თუ ინდურ კინოში კედელზე იარაღი ჰკიდია, მაშინ ის აუცილებლად ამღერდება". იარაღის გარდა, მღერის ფილმის მთავარი გმირიც. როგორც წესი, ამ სიმღერებს იგი თავად ასრულებს, მაგრამ ზოგიერთ გარეწარს არც კი რცხვენია, ისე მღერის ფონოგრამით თავისი შეყვარებულის ლამაზ თვალებზე. მაგრამ ნამდვილი გმირები, რაჯ კაპური, მიტხუნ ჩაკრაბორტი, ამიტაბხ ბაჩანი და ამჯატ ხანი - ჩვენდა სასიხარულოდ, საკუთარი ხმის იოგებს აჟღერებენ. ბოლივუდის ვარსკვლავის საშუალო ჰონორარი სასაცილოდ გამოიყურება ჰოლივუდურ ანალოგთან. იგი სულ რაღაც 300 ათას დოლარს შეადგენს. თუმცა "ოსკარის" ნომინანტ მსგავს ვარსკვლავს - მსახიობს,პროდიუსერსა და რეჟისორს, ამირ ხანას ან, თუნდაც, ამიტაბხ ბაჩანას, შეუძლია, მილიონი მწვანე ფულის იმედიც ჰქონდეს. თავად საშუალო ფილმის ბიუჯეტი ძალიან იშვიათად აჭარბებს მილიონ დოლარს.

სად და როგორ აკეთებენ ამას

ბოლივუდი, რომელსაც აბორიგენებმა Fილმ ჩიტყ უწოდეს, მსახიობმა შაბანოი აზმამ კი - "ინდური კინემატოგრაფიის ცენტრი", მდებარეობს ბომბეიდან 100 კმ-ის მოშორებით (ამჟამად მუმბაია). ყოველწლიურად სტუდიის ათ პავილიონში იღებენ 700-მდე ფილმს. აქედან მაყურებლამდე აღწევს მხოლოდ ფილმების 1/7 ნაწილი. წარმოების ნაწილი იყინება სახსრების უკმარისობის გამო, დანარჩენი კი კონკურენტებთან არათანაბარ ბრძოლას ეწირება. წელს გაქირავებაში ჩაშვებული იყო 100-ზე მეტი ფირი, მათგან გაქირავების ლიდერად მხოლოდ ერთი აღიარეს. საუბარია ფილმზე "საიდუმლო", რომელიც გადაღებულია ჰოლივუდის ბესტსელერის - "რას მალავს ტყუილი" - მოტივებზე.

ახლა კი წარმოიდგინეთ თქვენი თავი საშუალო რეჟისორის ადგილზე, რომელიც იღებს საშუალო ფილმს შეყვარებული გოგონას შესახებ: რეკლამისთვის განკუთვნილი თანხა ქორეოგრაფმა მიითვისა, პროდიუსერი ბიძაშვილის ქორწილში თვრება, სასურველია, ეს ფილმი გამოვიდეს იმ 699 ფილმზე ადრე, რომლებსაც იქვე, გვერდით პავილიონებში იღებენ, თანაც, დაახლოებით იმავე თემაზე. როგორც წესი, ეს საშუალო რეჟისორი ადგილობრივ მაფიასთან გარიგებაზე მიდის, რადგან, სწორედ, ის აკეთებს თავის ბინძურ საქმეს: ემუქრება მსახიობებს, ცხრილავს პროდიუსერებს. ორი თვის წინ იქაური "კოზა ნოსტრას" წარმომადგენლებმა მოაწყვეს თავდასხმა რეჟისორ ლორენსანა დე სოუზე. თავად რეჟისორი არ დაშავებულა, მაგრამ ინფორმირებული წყაროები მიიჩნევენ, რომ "ეს იყო გამაფრთხილებელი გასროლა. როგორც ჩანს, მალე ლორენსანას აიძულებენ სოლიდური თანხის გადახდას". მეორე ჯერზე მსროლელი აღარ ააცილებს. ცოტა ხნის წინ პოლიციელებმა მოკლეს განგსტერები, რომლებიც ემუქრებოდნენ ამირ ხანას და რეჟისორ აშუტოშუ გოვარიკარუს, რომლის ფილმი - "გადასახადი" - "ოსკარზე" უნდა წარედგინათ ნომინაციაში - "საუკეთესო უცხოური ფილმი".

ბომბეის პოლიციის გამოძალვის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების უფროსი პრადეპ შინდე დარწმუნებულია, რომ "მაფია ბოლივუდს მიიჩნევს იოლ ნადავლად; ეს ბიჭები მწარედ ცდებიან. მათ არ იციან, რომ ადგილობრივ კინოინდუსტრიას მძიმე პერიოდი დაუდგა და აქ ფული, პრაქტიკულად, არ არის". ივლისში გამოვიდა ფილმი "დევდასი", რომელსაც მომენტალურად მიანიჭეს "ყველაზე ძვირად ღირებული ბოლივუდური ფილმის" სახელწოდება (ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა 10 მლნ დოლარზე მეტი). პრემიერის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ "დევდასის" პროდიუსერი, ბხარატ შახი, "მაფიასთან კავშირში" იმყოფება. ბოლივუდის სუპერვარსკვლავმა, სანჟავ დეტმა, 1993-1994 წლებში წელიწად-ნახევარი გაატარა გისოსებს მიღმა "მაფიოზური სტრუქტურების დახმარებით კონკურენტების ჩამოცილებისა და მუმბაიაში აფეთქებაში მონაწილეობის" ბრალდებით. ამ აფეთქების მსხვერპლი გახდა 300 ადამიანი, რის გამოც სანჟაევს ბრალდება დღესაც არ აქვს მოხსნილი. ინდოეთის მოქალაქეებს უკვე აღარ აკვირვებთ კრიმინალურ ქრონიკაში გამოქვეყნებული ასეთი სახის განცხადებები: "ადგილობრივმა მაფიოზმა აბუ სალემმა დაიქირავა 4 "ქილერი" ამირ ხანასა და მისი ორი მსახიობის მოსაკლავად, რომლებიც მონიწილეობდნენ ფილმში "ლაგოონი". სალემი ხანასაგან მოითხოვდა მისთვის საზღვარგარეთ გაქირავების უფლების გადაცემას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჰპირდებოდა მკაცრად დასჯას. მაგალითისთვის მოჰყავდა ცოტა ხნის წინ ბოლივუდის ვარსკვლავის, დინეშა ანანდას, მკვლელობა, რომელმაც უარი განუცხადა სალემს ჰონორარის გაყოფაზე". აი, აქ კი ნამდვილად კარგი იქნებოდა უხელო პოლიციელი, რომელიც ნალებიანი ფეხსაცმლით დაწიხლავდა საზიზღარ სალემს, მაგრამ, სამწუხაროდ, საცოდავების შველას ვერც თავად "შეურაცხყოფილთა და დამცირებულთა ქომაგი და ბანდიტების დედოფალი" პულან დევი შეძლებდა, რომელიც ამ წლის ზაფხულში ჩაცხრილეს.

ისინი ასეთები არ არიან

რაც შეეხება თავად ინდოელებს: მათ ჭეშმარიტ ინდოელ რეჟისორებად მიაჩნიათ მხოლოდ ამირ ხანი, შეკხარა კაპუნი და ნიტა შიამალანა ("მეექვსე გრძნობა" "მოუწყვლადი"), ხოლო ისეთი ფილმები, როგორიცაა "დისკოს მოცეკვავე", "ზიტა და გიტა", "ერთი შეცდომა" და ა. შ. უმრავლესობას ნანახიც კი არ აქვს, უფრო მეტიც, ახალგაზრდა ინდოელები ვერ იტანენ რაჯ კაპურს, ხოლო რეკხა ექსტრავაგანტურ ქალბატონად მიაჩნიათ. ჩვენთვის ცნობილი მსახიობებიდან მხოლოდ ორს სცემენ პატივს, ამიტაბხ ბაჩანს ("შურისძიება და კანონი", "გაჭიანურებული შურისძიება") და შაბანა აზმას ("ერთი შეცდომა"). ამ უკანასკნელს რცხვენია თავისი ბოლივუდური წარსულის. იგი უპირატესობას ანიჭებს მწვავე სოციალურ თემებზე გადაღებულ და ალტერნატიულ ინდურ ფილმებში მონაწილეობას. იგი აღფრთოვანებით იხსენებს ჯონ შლეინგერთან "მადამ ზუზატწკაზე" მუშაობის პერიოდს. მისი აზრით: "ბოლივუდი არ არსებობს - ყველა ეს სიმღერა და ცეკვა შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ უცხოელებისთვის, რომლებსაც ჩვენი ეროვნული კულტურის არაფერი გაეგებათ".

თარგმნა მაგდა დარბაიძემ

ავტორი: სვეტა რეიტერი


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
25
26
27
28
29
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი