მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი 7 დღე
2002-12-20
წინასაარჩევნო მშობიარობის სეზონი

საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკურმა პარტიებმა სარეიტინგო ბრძოლები გამართეს: 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და 30 ნოემბრის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნებზე. "სარეიტინგო ბრძოლა" ოდენ მეტაფორად არ გვიხმარია, რადგან ორივე არჩევნები, ანუ პოლიტიკურ ასპარეზზე ადგილის დამკვიდრება, ნამდვილი ხელჩართული ბრძოლისა და ძალმომრეობის ფონზე ჩატარდა.

შეიძლება თუ არა გარკვეული პროგნოზის გაკეთება ამ ორი საარჩევნო ტურის შედეგებზე დაყრდნობით, გვესაუბრება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

- შეიძლება თუ არა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების პროგნოზირება, ადგილობრივი თვითმმართველობის და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით?

- პროგნოზის გაკეთების დროს გარკვეულ საფუძველს უნდა დავეყრდნოთ. ასეთი ლოგიკური საფუძველი გახლავთ ელექტორატის სტრუქტურა. საქართველოში გვაქვს რამდენიმე სპეციფიკური რეგიონი, მაგალითად, აჭარა, სადაც თითქმის ყოველთვის "აღორძინება" იმარჯვებს; ანუ "აღორძინებას" ყოველთვის აქვს აჭარის იმედი. სპეციფიკურ რეგიონთა რიცხვს მიეკუთვნება აგრეთვე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები. ისინი, როგორც წესი, ხმას სახელისუფლებო პარტიებს აძლევენ. ასე რომ, "მოქალაქეთა კავშირს" ამ რეგიონებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს. შეიძლება ითქვას, რომ "აღორძინებას" და "მოქალაქეთა კავშირს" საპარლამენტო მანდატების მინიმალური რაოდენობა გარანტირებული აქვთ. რაც შეეხება თბილისს: პოლიტიკური ცხოვრება დედაქალაქში დინამიკურია. მოსახლეობის უმრავლესობაც ჩართულია ამ დინამიკაში. რეგიონებში ამომრჩეველი გაცილებით ინერტულია და ძალაუფლების მქონე პირები ადვილად ახდენენ ზეგავლენას მოსახლეობაზე. ადგილობრივმა არჩევნებმა გვიჩვენა, რომ ოპოზიციურ პარტიებს დედაქალაქში საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვთ. რეგიონებმა კი უპირატესობა მემარჯვენე პარტიებს მიანიჭეს - "ახალ მემარჯვენეებს" და "მრეწველებს". აქედან გამომდინარე, ეს პარტიები, სავარაუდოდ, გარკვეულ წარმატებას მიაღწევენ არჩევნებში. მაგრამ არჩევნებამდე დიდი დრო დარჩა. გამორიცხული არ არის, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება ოპოზიციური პარტიების მიმართ შეიცვალოს. კერძოდ, მოსახლეობა უკვე ნაკლებად ენდობა ამ პარტიებს. მემარცხენეები დღეს, შეიძლება ითქვას, აკონტროლებენ სიტუაციას თბილისში და ეს "საჯილდაო ქვა" დიდ გავლენას მოახდენს მათ რეიტინგზე. ახალი პარტიები ისეთი სისწრაფით იბადებიან, რომ არ გამოვრიცხავ, ამ "პერმანენტული მშობიარობის" პროცესში, შეიქმნას, ისეთი პარტიები, რომლებიც ამომრჩევლის მიზიდვის გასაღებს იპოვნიან და რეიტინგსაც აიმაღლებენ.

- რა პროცესები მიმდინარეობდა "მოქალაქეთა კავშირში" 2 ივნისის არჩევნებიდან, როდესაც მათ სრული კრახი განიცადეს, 30 ნოემბრის არჩევნებამდე, როდესაც მოხდა მათი გარკვეული რეაბილიტაცია?

- ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, სამწუხაროდ, 30 ნოემბრის არჩევნების შედეგებს დიდ ყურადღებას არ აქცევს. ნიჰილისტურად განწყობილი ადამიანების რაოდენობა თანდათან იზრდება, ამის გამო ეს არჩევნები ფაქტობრივად ჩაიშალა. სახელისუფლებო პარტია უმოქმედო გახდა. მათ თავის ნებაზე მიუშვა ოპოზიცია. მაგრამ ამ თავისუფლებით ოპოზიციის რეიტინგი არ ამაღლებულა, პირიქით, დაეცა კიდეც. მოსახლეობას ასეთი განწყობა აქვს: ხელისუფლება არ ვარგა, მაგრამ არც ოპოზიციაა სანდო. აქედან გამომდინარე, არჩევანის გაკეთებაც რთული იქნება. პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველს ვერაფერს სთავაზობენ.

- "მოქალაქეთა კავშირში" ერთიანდებოდნენ სხვადასხვა ინტერესის ადამიანები. ისინი გარკვეული პოლიტიკური მიზნების მიღწევის შემდეგ გაემიჯნენ "მოქალაქეთა კავშირს". ხომ არ თვლით, რომ ამ კავშირმა ხელი შეუწყო ოპოზიციური პარტიების არცთუ სახარბიელო კუთხით წარმოჩენას?

- ბუნებრივია, "მოქალაქეთა კავშირში" არიან პრაგმატისტულად მოაზროვნე ადამიანები, რომელთაც პოლიტიკური მრწამსი კი არა, მხოლოდ პრაგმატული ინტერესები ამოძრავებთ. თუმცა ეს მხოლოდ "მოქალაქეთა კავშირს" არ ეხება. იმავე პრინციპებს ეყრდნობა თითქმის ყველა პარტია, რომელიც ცდილობს, იოლად მოვიდეს ხელისუფლებაში. ასეთი პრაგმატისტები შეიკრიბნენ სააკაშვილისა და ნათელაშვილის გარშემო, რადგან მათ მაღალი რეიტინგი აქვთ.

- ჟვანიამ თავი პრეზიდენტის კანდიდატად გამოაცხადა. რა როლი ითამაშა ამ განცხადებამ პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებაში?

- ჟვანია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა და, ვფიქრობ, კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს პოზიციას. ეს კი გაგრძელდება მანამ, სანამ ელექტორატი პოპულისტურია, ამ სიტყვის არცთუ კარგი გაგებით. ნათელაშვილი და სააკაშვილი განსხვავებული სტილის პოლიტიკოსები არიან, თუმცა მაინც ჰგვანან ერთმანეთს. ჟვანია კი მართლაც, ბევრი რამით განსხვავდება მათგან, ამიტომ შეუძლებელია, რომ პოლიტიკოსის შეხედულებები და ქმედებები ერთნაირად მისაღები იყოს საზოგადოებისთვის. ასე რომ, ან ჟვანიამ უნდა შეიცვალოს პოლიტიკური მიმართულება, ან მოსახლეობამ - პოლიტიკური გემოვნება. მიმაჩნია, რომ ჟვანიამ ეს განცხადება მიზანდასახულად გააკეთა. მას საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სურდა და მიაღწია კიდეც ამას. ჟვანია უკვე აღიქმება, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი. თუმცა, როგორც ბევრ სხვა პოლიტიკოსს, ჟვანიასაც არ აქვს შემუშავებული საზოგადოებისთვის მისაღები საარჩევნო პროგრამა.

- როგორ პოლიტიკურ სიმპტომად შეგვიძლია აღვიქვათ "ტრადიციონალისტების" და "სოციალისტების" აღორძინებისგან გამიჯვნა?

- არ მგონია, "აღორძინებამ" კარდინალური ცვლილება განიცადოს. აჭარის ხელისუფლება ხშირად მიდის ცენტრალურ ხელისუფლებასთან პოლიტიკურ გარიგებაზე. "მოქალაქეთა კავშირიც" და "აღორძინებაც" შეკრულნი არიან აღმასრულებელ სტრუქტურასთან. "ტრადიციონალისტებისა" და "სოციალისტების" "აღორძინებასთან" გაერთიანებას არც ერთი მათგანისთვის არ მოუტანია წარმატება. მათ მხოლოდ პოლიტიკური ბლოკის შექმნა შეძლეს. ამას კი არც ერთი პარტიის რეიტინგი არ გაუზრდია. პირიქით, "სოციალისტებს" და "ტრადიციონალისტებს" ბლოკ "აღორძინებაში" გაერთიანებამდე უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდათ. ამ ბლოკიდან გამოყოფის შემდეგ "სოციალისტები" ახალ ამპლუაში წარმოგვიდგნენ. თუმცა ჯერ კიდევ შეუძლებელია იმის თქმა, რას მიუტანს ეს ამ პარტიას, გაზრდის თუ არა მის რეიტინგს და, შესაბამისად, მოიპოვებენ თუ არა სოციალისტები ადგილებს პარლამენტში. ჩემი ვარაუდით, "ტრადიციონალისტები" ორიენტაციას მაინც "დემოკრატებისკენ", ანუ ჟვანიას გუნდისკენ, აიღებენ, მაგრამ ჯერ კიდევ საკითხავია, გახდება თუ არა ჟვანია ის "მატარებელი", რომელიც "ტრადიციონალისტებს" პარლამენტში მიიყვანს.

ავტორი: ნინო ცხადაძე


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
25
26
27
28
29
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი