მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ალტერნატივა
2000-12-18
დაფუძნდა "კავკასიური სახლის კლუბი"
19 სექტემბრის მშვენიერ დღეს "კავკასიური სახლის" ეზოში შეიკრიბნენ მწერლები, მხატვრები, ფილოსოფოსები, კრიტიკოსები, ჟურნალისტები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რათა დაეფუძნებინათ "კავკასიური სახლის" კლუბი. შეკრებილნი იყვნენ ის პიროვნებები, რომლებიც თანამშრომლობენ "კავკასიურ სახლთან" და იზიარებენ მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებს. ისინი კლუბის გამგეობამ პირადად მოიწვია, რათა ერთად ემსჯელათ კლუბის არსებობის ფორმაზე, მის გეგმებსა და შესაძლებლობებზე. ძირითად საკითხებში შეთანხმების შემდეგ მსურველნი გაწევრიანდნენ "კავკასიური სახლის" კლუბში და მაშინათვე დაიწყეს ერთმანეთს შორის საუბარი სამომავლო ერთობლივ პროექტებზე. კლუბის პირველი წევრები შეთანხმდნენ, ჯერჯერობით ორ კვირაში ერთხელ, სამშაბათობით, 5 საათზე შეიკრიბონ ხოლმე "კავკასიურ სახლში", ხოლო თანდათანობით ეს შეკრებები უფრო ხშირი გახადონ. კლუბის გამგეობა კლუბის წევრების მონაწილეობით ამ სამშაბათ დღეებში მოაწყობს ლიტერატურულ საღამოებს, პრეზენტაციებს, გამოფენებს... სულ მალე გაიხსნება "კავკასიური სახლის" კაფეც, რომელიც მხოლოდ კლუბის წევრებს და მათ სტუმრებს მოემსახურება და ცხადია, ამის შემდეგ ურთიერთობები უფრო ინტენსიური, ფაქტობრივად ყოველდღიური გახდება.

რათა უფრო უკეთ გადმოგცეთ ის განწყობა, რომელიც 19 სექტემბერს "კავკასიურ სახლში" სუფევდა, გთავაზობთ მოკლე რეპორტაჟს კლუბის დაფუძნების ადგილიდან.

შოთა იათაშვილი (კლუბის გამგეობის წევრი): "კავკასიური სახლის" ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი და ჩვენ გადავწყვიტეთ, ის ხალხი, რომელიც "კავკასიურ სახლთან" მეგობრობს და თანამშრომლობს, უფრო შევამჭიდროვოთ და ჩვენს მეგობრობას უფრო დაკონკრეტებული სახე მივცეთ. ვფიქრობთ, ამისათვის კლუბის ფორმა ყველაზე კარგია, ეს ძალიან მიღებული და გამოცდილი ფორმაა დასავლეთში. ჩვენ დავწერეთ წესდების პროექტი, სადაც დაფიქსირებულია, რა გვინდა გავაკეთოთ და რატომ უნდა გავერთიანდეთ ამ კლუბში... თუმცა გამოცდილება ნაკლები გვაქვს, იმედია მას ნელ-ნელა შევიძენთ და მივხვდებით, როგორ ვიმოქმედოთ, რათა ფორმალური კი არა, მართლა სისხლსავსე იყოს კლუბის ცხოვრება...

გია სიამაშვილი (კლუბის გამგეობის წევრი): იმ ავადსაძრახისი კომუნისტების დროს დავდიოდით ბაქრაძის ლექციებზე, მერე მამარდაშვილის ლექციებზე, ანუ იყო რაღაც კულტურული ცენტრები, სადაც იკრიბებოდა საბჭოთა ინტელიგენცია, როგორც მას ვეძახდით პირობითად, მაგრამ ინტელიგენციას როგორც მაშინ, ისე დღეს, უცხოელის სტატუსი ჰქონდა საზოგადოებაში, ამიტომ გაერთიანების მოთხოვნილება იმ ხალხში, ვინც ინტელექტუალურ მოღვაწეობას ეწევა, ნამდვილად არის... რაღაცნაირად დაქსაქსულები ვართ, ვიკრიბებით ეპიზოდურად, ან შემთხვევით ვხვდებით ერთმანეთს, ან ტელეფონით ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არაა საკმარისი იმისათვის, რომ გავიზიაროთ, რას აკეთებს ჩვენთვის საინტერესო ადამიანი, რა შემოქმედებით პროცესშია და ამით სტიმულირება მივცეთ ერთმანეთს შემოქმედებითი აქტივობის პროცესში... მე ვფიქრობ, რომ ამ კლუბს ის ფუნქცია ეკისრება, რომ მეტ-ნაკლებად თანაბარი ცნობიერების, თანაბარი ინტერესების ადამიანების ადგილსამყოფელი გახდეს...



კალენდარი
აპრილი  2000
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი