მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ალტერნატივა
2000-12-18
ხათუნა ხაბულიანი: დემოკრატია, ფემინიზმი და "ალტერნატივა"
"ალტერნატივა"-ს შესახებ კერძო საუბრისას ერთმა კრიტიკოსმა მის "ერთადერთ" ნაკლად გაზეთის "სტუდიური" ხასიათი დაასახელა. ვფიქრობ, მისაღები შენიშვნაა და ამ პრობლემის ირგვლივ იყო საუბარი "ალტერნატივა"-ს რედაქციის წევრების, ავტორებისა და მკითხველების შეხვედრაზეც (3. V. 2000 წ. "კავკასიური სახლი"), რომლის ჩანაწერის გაცნობის შემდეგ (დასწრება მხოლოდ მცირე ნაწილზე მომიხდა) გამოჩნდა რამდენიმე მოსაზრება, რომელთა ჩამოყალიბებასაც ამ წერილში შევეცდები...

შეხვედრაზე გამოითქვა რამდენიმე პრეტენზია "ალტერნატივა"-ს ალტერნატიულობის ხარისხებზე; აღინიშნა ისიც, რომ ეს სახელწოდება პირობითია და მას გარკვეული კონტექსტი განაპირობებს. ამ აზრს დავამატებდი, რომ გაზეთის მთავარ ღირსებად მაინც ეს საწყისი უნდა ჩაითვალოს, რომელიც მხატვრული ფორმების ორგანულობაზე აკეთებს აქცენტს. სინთეზური ექსპერიმენტები (სხვა საკითხია მათი წარმატებულობა) მხატვრების, მწერლების, რეცენზენტებისა და ინტერპრეტატორების თანამშრომლობისა თავისთავად ქმნის ცოცხალი ფორმა-"შეხვედრების" ნიმუშს. რა თქმა უნდა, თავად კონტექსტი, რომელიც ორგანულ ფორმას "ალტერნატიულ" სტატუსს აძლევს, სამწუხარო ფაქტია. სწორედ ეს რეალობა წარმოშობს კიდეც მოძრაობის აუცილებლობას. ცხადია, რომ "ყინული დაიძრა", მაგრამ თავისუფალი სვლის გარანტიები არ ჩანს. მენეჯერული ხელშეწყობის უკმარისობის გარდა არის უკმარისობა თვით ამ სამოძრაო გზის სპეციფიკის გამოკვეთისა. აქ არ არის საუბარი იდეოლოგიაზე, ან კონცეპტუალურ ტრაქტატზე, არამედ იმ საფუძვლებზე, რომლებიც ქმნიან "კულტურულ ველს" პირობითი სახელით _ "ალტერნატივა", და რომელიც იზიდავს გარკვეულ აუდიტორიას. ეს საფუძვლები ითხოვენ ვერბალიზაციას და საზოგადოებრივი მხარის გააქტიურებასაც, რასაც აუცილებლად თვლიან სარედაქციო კოლეგიის წევრებიც. "კავკასიურ სახლში" არის ტრადიცია კოსმოპოლიტური ინტერესებისა და ინტერდისციპლინარული კვლევებისა. აქ მუშაობენ ადამიანები დიდი გამოცდილებითა და განსხვავებული ინტელექტუალური სისტემების ცოდნით... ამ საფუძვლიდან საზოგადოებრივი ნაწილის გააქტიურებით გაზეთმა შეიძლება დაძლიოს ზემოთ ნახსენები "სტუდიური" ხასიათი. კარგი იქნებოდა, ნაწილი დათმობოდა საზოგადოებრივ სასაუბრო-შეხვედრის სივრცეს, რომელშიც გაზეთი თვითონ მიაწოდებდა აქტუალურ თემებს ანალიტიკოსებს. აქ შესაძლოა შედგეს საუბარი იმ რეალობაზე, რომელსაც "დაუსრულებელი პოსტსაბჭოთა აგონია" შეიძლება ეწოდოს; ექსპერიმენტზე, რომელიც ჩვენი სივრცის "დემოკრატიზაციას" და დასავლურ მოდელზე მის გარდაქმნას ისახავდა მიზნად და ამ ექსპერიმენტის წარუმატებლობაზე, თავსმოხვეულ და არაბუნებრივი გარეგნული რეფორმებით გამოწვეულ მუტაციებზე _ "ფსევდოდონეზე"; იმ ილუზიის მსხვრევის შედეგებზე, რომელიც "რკინის ფარდის" გახსნას მოჰყვა ორივე მხარისათვის და ა. შ...

შეხვედრაზე გამოკვეთილად აღინიშნა, რომ "ალტერნატივა"-ს სახასიათო შტრიხია ქალების აქტივობა. მოაზროვნე ქალების არსებობა, ისევე როგორც მოაზროვნე კაცებისა, რასაკვირველია სასიამოვნო იშვიათობაა, თუმცა სქესის ნიშნის საგანგებო აქცენტირებამ შეიძლება ისევ ხსენებულ სექსიზმამდე მიგვიყვანოს და უკვე "ნაკლებად მოაზროვნე" ქალბატონების ენთუზიაზმმა შეიძლება "ქომაგი"-ს ფემინური პრეცედენტი შექმნას. ეს თემა ბუნებრივია, ფემინიზმამდე მიგვიყვანს, რომელთან დაკავშირებითაც "ალტერნატივა"-მ ალბათ, თავისი პოზიცია უნდა განსაზღვროს. ჩემი აზრით, აუცილებელია მოხდეს გამიჯვნა ფემინიზმის სოციალურ-პოლიტიკური ასპექტისა "ფემინურად" წოდებული კულტურისაგან... ფემინიზმი, როგორც სოციალურ-პოლიტიკური ასპექტი, აუცილებელი შემადგენელი ნაწილია საზოგადოების განვითარების პროცესისათვის, ხოლო რაც შეეხება "ფემინურ" კულტურას, აქ გარკვეული განმარტებების გაკეთება იქნება აუცილებელი... ამ შემთხვევაში ცნება "ფემინური" საკმაოდ პირობითია და ეპოქის კრიზისული ხასიათიდან გამომდინარეობს, რომლის ფონს უკვე დასრულებული პატრიარქალური ცივილიზაცია და ჯერ გაურკვეველი მომავალი ორიენტაცია ქმნის. ადამიანის ცნობიერება აფიქსირებს რეალობას _ ერთი კულტურის დასასრულს, რომელიც მასკულინური ნიშნისაა და სუროგატის ძიებისას მას არქაული მეხსიერება იმავე ცნობიერებაში დალექილ მატრიარქალურ აჩრდილებს სთავაზობს შორეული წარსულიდან. უკვე ტრივიალური ამბავია, რომ ეპოქას აქვს ანდროგინული ხასიათი და ამ მხრივ პედრო ალმოდოვარის საკმაოდ სიმპათიური ანდროგინები ეპოქის საუკეთესო მეტაფორას წარმოადგენენ. დღეისათვის ეს მხატვრული გამოსახულება იკავებს ეკრანის კედელს, ხვალ მას სხვა გამოსახულება შეცვლის... იმედია, რომ ადამიანი საბოლოოდ დაძლევს სქესის პრობლემას და მისი ნიშნებით ცივილიზაციების განსაზღვრას; ვფიქრობ, ეს უკვე ისტორიაა, რაც არ ნიშნავს სქესის როლის უარყოფასა და დაკნინებას, ან მის კულტურასთან გადაჯაჭვულობის უარყოფას. ვ. როზანოვი "ქრისტიანობის მეტაფიზიკა"-ში წერდა, რომ კულტურის უდიდესი ნაწილი შექმნილია ასკეზით ფორმირებული ადამიანების მიერ, ე. ი. ეს ორი ფენომენი უშუალო კავშირშია ერთმანეთთან; იუნგის "სიმბოლოსა და არქეტიპში" ანიმა მასზე ორიენტირებული ადამიანისათვის მოპირდაპირე სქესის სახეს იღებს; მაგრამ, ეს პროცესი კულტურამდე მისასვლელ გზას ასახავს, ხოლო რაც შეეხება თავად კულტურას, თუ ის საერთოდ იქმნება, ეს ხდება იმ აბსტრაჰირებულ ექსტაზში, სადაც სქესი დროსა და სივრცესთან ერთად მხოლოდ პირობით დეტალად რჩება. თუმცა, ამ ველში შექმნილი მხატვრული ფორმები ინარჩუნებენ და ატარებენ განვლილი გზის ანაბეჭდს, მათ შორის სქესთან დაკავშირებული მისტერიებისა. ყველასათვის ცნობილია გავრცელებული ინტერპრეტაცია თომას მანის ცნობილი ნოველის გმირის _ აშენბახის პრობლემისა, როცა ტაბუს მარწუხებში ამბოხებული ანიმა შურს იძიებს მორალისტზე და ტრანსსექსუალად აქცევს მას... ეს ფაქტია, მაგრამ არის მეტაფორაც და კვლავ მხატვრული გამოსახულებაც, რომელიც თავის ღირებულებას იმით ამართლებს, რომ განსხვავებული წაკითხვის პოტენციას ინარჩუნებს. თანამედროვე ანალიტიკურ-ფენომენოლოგიური ფონიდან აშენბახის მეტაფორა სხვაგვარადაც შეიძლება განიმარტოს: "მხატვარს" საბოლოოდ იმორჩილებს იდეა, რომელიც მშვენიერების სიმბოლოთი _ სექსუალური ლტოლვის ობიექტის ილუზიით ითრევს სრულ აბსტრაქციაში. ამ შემთხვევაში ტრანსსექსუალიზმი საერთოდ სექსუალური ლტოლვის პირობითობას განმარტავს, როცა ლტოლვის ობიექტი რეალურად არც წარმოადგენს ამ ვნების დაკმაყოფილების ობიექტს. ტაძიო აქ ერთგვარი სიმბოლური "სატყუარაა", რომელიც შემოქმედს სრულ აბსტრაქციაში ითრევს, სადაც ირღვევა ცნებათა და განსხვავებათა საზღვრები... ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე სასურველი იქნებოდა კულტურის "ფემინურად" განსაზღვრის პირობითობის გააზრება და ერთგვარი სიფხიზლის გამოჩენა იმ საშიშროების მიმართ, რომელიც რომელიმე სქესის ნიშანზე "ჩაციკლულობას" შეიძლება მოჰყვეს. ამ უკანასკნელის ცალმხრივობა ყოველთვის ერთი ნაყოფით _ "უნაყოფობით" მთავრდება, რომელსაც აღარაფერი აქვს საერთო კულტურასთან, როგორც სულიერი შრომის ნაყოფთან...

მოძრაობის სურვილი თავისთავად ითხოვს ორგანულ საორიენტაციო სისტემასაც, რომელიც მთელი ყოფიერებითი სტრუქტურის ანალიზიდან განვითარებულ აზრის მოძრაობაზე უნდა იგებოდეს. ჩვენს შემთხვევაში საუკეთესო საშუალება იქნება მ. მამარდაშვილის ტექსტების უფრო "ინტენსიური" ამოქმედება, რადგან ისინი წარმოადგენენ დღეისათვის ყველაზე აქტუალურ ნიმუშებს ერთგვარი ინტერდისციპლინარული კვინტესენციისა, რომელიც საბჭოთა გამოცდილებითი ველის პრიზმიდან არის აღმოცენებული, ე. ი. ყველაზე ორგანულია ჩვენთვის. ამასთან ეს ტექსტები შეიძლება დახასიათდეს იმ ნიშნით, რომლითაც ფუკო "დისკურსიულობის დამაარსებლებს" განსაზღვრავდა: "...ისინი არა მარტო თავიანთი ტექსტების ავტორები არიან, არამედ მათ შექმნეს რაღაც უფრო დიდი: _ საშუალება და წესი სხვა ტექსტების წარმოშობისა"... ამას გარდა, მ. მამარდაშვილის სისტემა მოიცავს ერთ ძალიან მნიშვნელოვან და მომავალი კულტურისათვის ალბათ ძირითად განმსაზღვრელ ხაზს; აქ ხდება ლეგალიზებული და მეცნიერული პოზიციის დაფუძნება ადამიანისა და ტრანსცენდენტური სფეროს ურთიერთობების ვერბალიზაციისა და ამ შეხებათა ყოფიერებაში ორგანული და კანონიზირებული ჩართვის მიმართ...

თანამედროვე კულტურის ძირითადი ტენდენცია სხვადასხვა მხატვრული ფორმების თანამშრომლობითი ექსპერიმენტირებისაკენ არის მიმართული. მხოლოდ ერთ სფეროზე ფოკუსირებული გამოცემების მაღალი პოლიგრაფიული ხარისხი მხოლოდ ძალიან გამოუცდელი თვალისათვის ახერხებს კრიზისის ფაქტის შენიღბვას და თავის მხრივ იმეორებს იმ კრიზისის ანარეკლს, რომელსაც "დემოკრატიის" ბევრისათვის ჯერ კიდევ "პროგრესული" ამერიკული მოდელი ატარებს. ეს უკანასკნელი თავის იმპოტენციას პარანოიკულ სტრიპტიზ-შოუებში ავლენს თუნდაც პრეზიდენტის პიკანტური "ანცობის" ამბებით; ამ უკანასკნელმა თავისი სექსუალური უნიჭობით ქართველ "მაჩოებსაც" კი გაუსწრო...

ამ ფონს მილან კუნდერა რომანში "უკვდავება" განსაზღვრავს როგორც "უფლებათა" ერთგვარ ისტერიას, როცა ადამიანის ნებისმიერი ქცევის მოტივი ხდება ამ ქცევაზე უფლების ქონის დემონსტრირების სურვილი, ე. ი. მე მიყვარს არა იმიტომ, რომ მე ეს მსურს, არამედ იმიტომ, რომ მე მაქვს "სიყვარულის უფლება"...

მოკლედ, პრობლემები უხვადაა ორივე ნახევარსფეროზე და ამ პრობლემებზე "პროგრესულობასა და აქტუალურობაზე" პრეტენზიის მქონე ყოველი მოძრაობა გარკვეულწილად რეაგირებს... რადგან საუბარი "ალტერნატივა"-ს ეხებოდა, აქ სასურველი იქნებოდა სპექტრის გაფართოება, კულტურულოგიური წერილები არა მარტო ლიტერატურასა და მხატვრობაზე... სამწუხაროა, რომ გაზეთი ნაკლებ ყურადღებას უთმობს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა როკ ან რეპ პოეზია... "ალტერნატივა"-ს ემუქრება კიდევ ერთი საშიშროება, რომ მისთვის თვითმიზნად არ იქცეს "ალტერნატიულობა". ეს ზოგადი პრობლემაა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს ეხება, რადგან სრულიად არაპროგნოზირებად ეპოქასა და სივრცეში გვიხდება ცხოვრება. "ფემინურად" წოდებული ტენდენცია, რომელიც იუნგისეულ ანიმა-ს განსაზღვრებას ეფუძნება და რომელმაც სწორედ პატრიარქალური პოზიციიდან მიიღო ფემინური ნიშანი, სიმბოლოა ირაციონალურისა, რომელიც ჩვენი მომავლის განმსაზღვრელია და მისივე ბუნებიდან გამომდინარე უკვე ხვალ შესაძლოა რადიკალურად შეცვლილ სამყაროსთან მოგვიხდეს შეხვედრა...



კალენდარი
დეკემბერი  2000
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი