მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ალტერნატივა
2000-12-18
დერ სტინი: კერპები
კერპები, კერპები, კერპები!

კერპები ყველგან, კერპები ყოველთვის, კერპები ყველასათვის,

დიდი კერპები, პატარა კერპები, ძლიერი კერპები,

სუსტი კერპები,

ძველი კერპები, ახალი კერპები, მყარი და

მსხვრევადი კერპები.

კერპები დიდებისათვის, კერპები პატარებისათვის,

კერპები ინტელექტუალებისათვის, კერპები უგუნურთათვის,

კერპები პლებეებისათვის, კერპები მმართველთათვის,

კერპები თვით კერპებისათვის.

კერპები შესაშინებლად, კერპები მოსატყუებლად,

კერპები პატივსაცემად, კერპები შესაგუებლად,

კერპები შესაკავებლად, კერპები დასაპყრობად,

კერპები რწმენისათვის, კერპები თვით სიყვარულისთვის.

კერპები მორჩილებისათვის,

კერპები არსებობისათვის,

კერპები ყველგან და ყველაფერში.

კერპები ჩემში,

კერპები ჩვენში,

კერპები ყველაში.

ყველგანმყოფი კერპები,

ყოვლისშემძლე კერპები,

სასწაულთმოქმედი კერპები.

ისინი მოძვრებიან ჩემში ყველა მხრიდან,

ისინი მავსებენ მე,

ისინი ავსებენ ჩემს სულს,

ისინი შემოდიან ყველა ღრიჭოდან,

მათთვის არ არსებობს ბარიერი,

მათთვის არ არსებობს დაბრკოლება,

ისინი აღწევენ ჩემი სულის ყველაზე მიუღწეველ ადგილებში.

კერპები ლამაზი, კერპები მახინჯი,

კერპები მაცდური, კერპები საშიში,

კერპები საცოდავი, კერპები საზიზღარი,

კერპები ყოველნაირი.

ისინი იზრდებიან, დიდდებიან, იბერებიან, იჭიმებიან,

შემდეგ იმსხვრევიან გრუხუნით, წყდებიან, დნებიან,

ნაწილდებიან პატარა ნაწილაკებად და იქცევიან სულ პატარა,

პაწაწინა კერპუნიებად.

შემდეგ ისევ ერთდებიან, მთლიანდებიან, დუღან,

გადადნებიან დიდ უშველებელ კერპებად და შემდეგ ისევ...

და ასე მუდამ.

კერპები!

ჩვენი ცხოვრების კერპები, ჩვენი გონების კერპები,

ჩვენი აზროვნების კერპები, ჩვენი სამყაროს კერპები.

როდესაც მე დავიბადე, მე ახალშობილს მაშინვე ხელში

მომაჩეჩეს სუუულ პატარა კერპები,

პატარა სათამაშო კერპები.

მე ვიზრდებოდი და კერპებიც იცვლებოდნენ,

ზოგი იზრდებოდა, ზოგი პატარავდებოდა,

ზოგიც გადადიოდა სხვა კერპების სხეულში

და იქ განაგრძობდა არსებობას.

მე მომწონდა კერპები და მეშინოდა მათი,

მე პატივს ვცემდი კერპებს და მჯეროდა მათი,

მე მჯეროდა მათი.

და გარშემო ყველას ჰყავდა თავისი კერპები და ყველას სჯეროდა მათი,

სჯეროდათ და ეშინოდათ მათი.

ჩვენი კერპები ერთმანეთს ეხებოდნენ, აწყდებოდნენ

და ებრძოდნენ კიდეც.

ზოგჯერ ისინი ადგილებსაც ცვლიდნენ, გადადიოდნენ ერთიდან მეორესთან,

მეორედან სხვასთან, იქიდან ისევ პირველთან,

ისინი მოგზაურობდნენ ჩემიდან სხვებში,

სხვებიდან კვლავ ჩემში,

და ასე უსასრულოდ და ასე მუდამ...

მე ძალიან მეშინოდა კერპების,

და ყველას ეშინოდა მათი.

მე გავიზარდე და გადავწყვიტე მომეკლა კერპები,

რადგან მეშინოდა მათი.

მე უნდა მომეკლა ისინი, რადგანაც ვისიც გეშინია,

ის უნდა მოკლა,

მოკლა, რომ აღარ გეშინოდეს!

მე დავიწყე სულ პაწაწინა კერპებიდან,

რადგანაც ჯერ უნდა

მოკლა სუსტი, რათა მისი ძალა შენში გადმოვიდეს,

რათა გაუმკლავდე ძლიერს და მოკლა ძლიერიც.

პატარა კერპები იკლაკნებოდნენ, იგრიხებოდნენ

და კვდებოდნენ

და მე მიხაროდა რომ კერპებს ვკლავდი,

მე ვხოცავდი მათ და აღარ მეშინოდა მათი,

და მე მეგონა რომ ეს იყო ის, რაც ასე ლამაზია.

მაგრამ ერთხელ მე აღმოვაჩინე რომ იმ კერპების ადგილებს,

რომლებსაც ვკლავდი, უფრო დიდი კერპები ავსებდნენ,

პატარა კერპების ძალა გადადიოდა დიდ კერპებში

და აძლიერებდა მათ,

და მე კვლავ შემეშინდა მათი,

და დიდი კერპები შემომცქეროდნენ მე და დამცინოდნენ.

მაშინ მე მოვიკრიბე ძალები და შევები დიდ კერპებს და

დავიწყე მათი ხოცვა.

ეს ძნელი იყო, მაგრამ მე მაინც ვკლავდი მათ,

და დიდი კერპები ბღაოდნენ, ღრიალებდნენ, არ მნებდებოდნენ,

მაგრამ ბოლოს მაინც კვდებოდნენ.

და მე მიხაროდა,

და მე ისევ აღარ მეშინოდა მათი,

მე ვკლავდი ძლიერებს და აღარ მეშინოდა მათი,

და ერთხელ, როდესაც დავიღალე და

დასასვენებლად წამოვწექი, მე ისევ შევეჭვდი.

მე ვიეჭვე და თავზარი დამეცა,

მე მოვკალი ძველი კერპები, მაგრამ ახლა ახალი, უზარმაზარი კერპი

მადგა თავს და ბოროტად იღიმებოდა _

კერპების მოკვლის კერპი!

და მე თავზარდაცემული გავიქეცი,

მე ვირბინე, ვიარე და ბოლოს დავეცი.

იქ, სადაც მე დავეცი, მე ვერ დავინახე კერპები და

მე ვიფიქრე, რომ ეს იყო ის, რაც ასე ლამაზია.

და მე გავიხარე,

და მე ვიყავი ასე უკერპოდ და ვხარობდი რომ

აღარ მყავდა კერპი,

მაგრამ გული მაინც მოუსვენრად იყო,

და მე ისევ დავფიქრდი და ჰოი!

მე უკერპოს სულ ახალი, ცინცხალი და უძლეველი

კერპი გამომესახა თვალწინ _

უკერპობის კერპი! და მაშინ დავნებდი მე,

და ვიფიქრე _

რადგან შეუძლებელია უკერპობა,

მაშ მე თვით გავხდები კერპი,

მე ვიქნები ჩემი თავის კერპი!

და მე დავივიწყე ყველა კერპი,

მე შევზილე ისინი ერთ მთლიან გუნდად და

მოვაქციე ჩემში,

და მე თვითონ გავხდი ჩემი თავის კერპი.

მე აღარ ვგრძნობდი თავს უცხოდ,

რადგან მეც ვიყავი კერპი,

მე აღარ მახსოვდა არაფერი სიხარულისგან

და მე ვიყავი ბედნიერი.

და მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ის,

რაც ასე ლამაზია, მაგრამ

ერთხელ მე მცემეს,

მცემეს მაგრად,

მე მცემეს და დაინგრა ჩემში კერპი, რადგან ჩემმა კერპობამ

ძალას ვერ გაუძლო,

იგი ფუყე აღმოჩნდა,

და მე ჩავქინდრე თავი,

და მე მუხლებზე დავიწყე ხელები,

და ვიჯექი მე და აღარ ვიყავი კერპი.

და აი, ყველა მხრიდან ისევ მოძვრებიან ჩემში კერპები,

პატარები, დიდები,

მახინჯები, ლამაზები,

კერპები სურვილის, კერპები შიშის,

კერპები ძალის, კერპები აზროვნების,

კერპები ზომა-წონის, კერპები გარყვნილების,

კერპები სიყვარულის, კერპები სიძულვილის,

კერპები შეგუების, კერპები მოტყუების,

ისინი შემოდიან ჩემში,

ისინი მობობღავენ ჩემში,

ისინი მიპყრობენ მე,

ისინი მიმონებენ მე!

ისინი მოდიან ჩემი ბავშვობიდან,

ისინი მოდიან ჩემი დაბადებიდან,

ისინი მოდიან ჩემი გენებიდან,

ისინი მოდიან ჩემი წინაპრებიდან,

ისინი მოდიან ჩემი მიწიდან,

ისინი მოდიან ჩემი პლანეტიდან,

ისინი მოდიან ჩემი სამყაროდან,

ისინი მოდიან ჩემი წიაღიდან,

ისინი შემოდიან ჩემში,

მავსებენ მე,

და მე აღარ ვებრძვი მათ,

და მე ვემონები მათ,

და ისინი მკლავენ მე, როგორც მსხვერპლს,

რადგან კერპებს ყოველთვის მსხვერპლი სჭირდებათ

და ეს მსხვერპლი ვარ მე!

რადგან მე ვარ მარტო,

და მე ვიცი რომ ვარ მარტო,

მათ სჭირდებათ მსხვერპლად ის, ვინც არის მარტო,

რადგან ყველა დანარჩენი თვით კერპის სხეულია,

და კერპი ვერ შეწირავს თავის თავს საკუთარ

ბილწ სხეულს,

მას სჭირდება სუფთა მსხვერპლი,

კერპებს სჭირდებათ მსხვერპლი,

რადგან ეს სამყარო არის კერპების,

თვითონ სამყარო არის დიდი კერპი,

ყველაფერი არის კერპი,

და ყველანი არიან კერპების მარადი ტყვეები

და მათი ნაწილი,

და მე ვეწირები მათ,

მე ვეწირები მსხვერპლად...

მაგრამ არა!

მე არ შევეწირები,

მე ვიყავი მარტო და კვლავაც ვიქნები მარტო,

და მე ვიპოვი იმას, რაც ასე ლამაზია.

მე მივხვდი რომ გამარჯვება არა იმაშია, რომ ერთხელ

და სამუდამოდ მოკლა კერპები,

არამედ იმაში, რომ მუდმივად ხოცო ისინი,

არ გაჩერდე, ხოცო და ხოცო,

არ დაინდო,

და იყო მარტო,

და ეძებო ის, რაც ასე ლამაზია,

და გზადაგზა იპოვო ის და მერე განაგრძო

გზა უფრო ლამაზისაკენ,

და არ გაჩერდე,

იმოძრაო,

არ გაჩერდე,

და ხოცო,

ხოცო კერპები და განაგრძო გზა.

და მე ვუვლი მთელ სამყაროს,

და მე დავქრი ერთი კუთხიდან მეორეში,

და ვანადგურებ, ვთელავ, ვკლავ კერპებს,

და არ ვიყურები უკან, გაცოცხლდნენ თუ არა ისინი,

რადგან ვიცი რომ მე ისევ დავბრუნდები და კვლავ

მოვკლავ მათ, თუკი ისინი გაცოცხლდნენ.

და მე ვიცი რომ ამ კერპებით სავსე სამყაროში _

ამ დიდ კერპში

თუკი არიან ისინი, ვინც აშენებს ამ ურიცხვ კერპს,

უნდა იყვნენ ისინიც, ვინც დაანგრევს მათ,

და მე ვიცი, რომ ეს ვარ მე!

და მე აღარ ვანგრევ, იმიტომ რომ მჯერა ანდა მეშინია,

ეს აღარ არის კერპების ნგრევის კერპი,

მე ვანგრევ იმიტომ, რომ ეს აუცილებელია,

ეს გარდაუვალია,

და ამას არა აქვს არც საწყისი და არც სასრული,

ეს უბრალოდ არის და მეც ვარ,

ეს ყოფნაა,

და მე დავქრი სამყაროში და ვანგრევ.

და მე ახლა უკვე მგონია რომ ჩემს გარდა კიდევ

ვიღაცეები ანგრევენ კერპებს,

რადგანაც თუკი ვარ მე _

ესე იგი არის ის, ვინც შემქმნა მე და არის ის,

ვინც შექმნა ის და ასე შემდეგ უსასრულოდ.

და მეც შევქმნი მათ, ვინც დაანგრევს კერპებს,

და ჩვენ დავანგრევთ მათ,

და თუ ისინი კვლავ დაიბადებიან, ჩვენ ისევ დავანგრევთ,

და ასე უსასრულოდ...

მთავარია არ მიიხედო უკან,

დაანგრიო და წახვიდე,

დაანგრიო და წახვიდე უფრო წინ,

რადგან წინსვლაშია ის, რაც ასე ლამაზია,

და ეძებო ახალი კერპები,

და ანგრიო, ანგრიო, ანგრიო,

და არ გაჩერდე, არ გაჩერდე!..



კალენდარი
ივნისი  2000
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი