მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ალტერნატივა
2000-12-18
ხათუნა ხაბულიანი: ისევ კერპების შესახებ...
"ეძებდა ეკლესიასტე საჭირო სიტყვებს და წრფელად დაიწერა ჭეშმარიტი სიტყვები"

ეკლესიასტე (12, 10)

დერ სტინის პოემის მონუმენტური სათაური _ "კერპები" _ უკვე საკმარისია, რომ განვეწყოთ "მცნებათა განზომილებაში" კიდევ ერთი მოგზაურობისათვის. ეკლესიასტეს გახსენებაც სავსებით ლოგიკურია, რადგან ხსენებული პოემა ერთგვარი ახალი ილუსტრაციაა ბიბლიური პატრიარქის ნათქვამისა იმის შესახებ, თუ როგორ არ იცვლება ადამიანი "მზის ქვეშ" და არ იცვლება მისი ბედი _ ყველამ თავიდან გაიაროს და დაწეროს საკუთარი "ამაოება ამაოებათა"...

დერ სტინისეულ "ქადაგებაში" მთავარი ამაოება ადამიანისა და კერპისგარე სამყაროს მიერ მოწოდებული საორიენტაციო იმიჯის ორთაბრძოლაა. პოემის ნარატიული მანერაც _ ავტორის დაკვირვება-გამოცდილებათა და დასკვნათა წყება _ იმეორებს დიდი პროტოტიპის სქემას. აქ წარმოდგენილია კერპების მთელი კომპლექსი, ხდება მათი დიფერენციაცია _ შედარებით უწყინარი, საბავშვო სათამაშოს ფორმიდან უფრო ოდიოზურ, მოზრდილთა მანიპულირებისათვის განკუთვნილ ფიგურებამდე. გარეგნული აღწერა ეფექტურია, თითქოს ითხოვს კარგ დეკლამაციას, თეატრალურ პათოსს, ემოციურ აუდიტორიას... და ძირითადად რიტორიკულ-თეატრალური პოეზიის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეკლესიასტესეული დამკვირვებლური და მედიტაციური პოზიცია უცნაურად მონაცვლეობს მაკიაველისეული მებრძოლის მახვილიან "პოლიტიკასთან". მთხრობელი ებრძვის კერპებს, "კლავს" მათ და ყოველი მოკლულის ადგილას ახალი ამოიზრდება. ყოველ მათგანზე გამარჯვების მომენტში, სადაც ერთი ეგზისტენციალური გამოცდილება სრულდება და სადაც ეკლესიასტე ასკვნის, რომ "ესეც ამაოა", დერ სტინი აფიქსირებს კიდევ ერთ ამაოებას, შვებისა და გამარჯვების ილუზორულ მომენტს: "მეგონა, რომ ეს იყო ის, რაც ასე ლამაზია"...

თუ მითოლოგიური ხატების პოეზიას ვეხებით, სასურველი იქნებოდა, ავტორის თანამონაწილეობა, მისი აზრში მოგზაურობა დასრულებულ აქტს გამოხატავდეს, რისი უკმარისობაც იგრძნობა პოემაში "კერპები". ნათქვამის განმარტებისთვის ერთ ნიმუშს გავიხსენებ, სადაც "კერპებთან" დაკავშირებული განცდა დისტანციიდან არის ნაჩვენები, პანორამული აბსტრაქციით იფარება და დასრულებულ მეტაფორას წარმოადგენს:

"ადგილი ჩვენი კერპების...

ჩვენ ქალაქში ვცხოვრობთ. ქალაქი ზოგჯერ ფიზიკურადაც, ფსიქოლოგიურად კი ყოველთვის წრეს კრავს. თამაშის წრე... სიკვდილის რკალი ცენტრში სექსით.

ქალაქის გარეუბნების განაპირას ქროლვისას შეხვდები გაუკუღმართებული მანკიერებისა და კაეშანის ზონებს, ბავშვთა პროსტიტუციას.

დღის საქმიან რეგიონს გრიმწასმული წრე ნიღბავს, რომლის მიღმაც ჩვენი გონების ერთადერთი რეალური, ბრბოსებრი სიცოცხლეა.

ქუჩის, ღამის სიცოცხლე... სნეული სუბიექტები დოლარიან სასტუმროებში, დაბალმესერიანი სახლები, ბარები, ლომბარდები, კარიკატურები, ბორდელები _ მომაკვდავ პასაჟებში, არასდროს რომ არ კვდებიან, ქუჩებსა და ღამის კინოებში"...

(ჯიმ მორისონი "ღმერთები. ქმნილებები")

ამ ფრაგმენტში "კერპები" უკვე განცდილია ემოციურად, აპათიაც უკან არის, ის უკვე განყენებული მეტაფორაა, სადაც ნაპოვნია "საჭირო სიტყვები"...



კალენდარი
ოქტომბერი  2000
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი