მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ალტერნატივა
2000-12-18
დავით ქართველიშვილი: პოპური
წარსდგა ერმოლოვთან _ მოხილვა _ ვიზიტ.

ყოჩაღად, ოოო გამეტებით სთხლიშა ქუსლს ქუსლი _ ჰაიგიდი! აკი ურჩიეს მეგობრულად: დაერტყა ჩექმებზე დეზები _ ჩაისვარა ხმამა ვეჟო.

_ შტაბს-კაპიტანი მაჩაბელი გამოცხადდა.

_ თავისუფლად.

დაიფრქვა. ეპითეტებით. მეტაფორებით შეამკო, მორთო ერმოლოვი. ზაფხული იდგა _ ბიბინებდა სიტყვა (ხარფუხელი კოსტასიც _ შუშა კიტრიიი)

მაშ _ ცხელა.

აივანზედ გავიდნენ.

_ დაბრძანდით _ სთხოვს, ითხოვს ერმოლოვი.

ჯდება თვითონ.

მაჩაბელიცა.

სავარძლებში სხედან ჰხედავა?

ერმოლოვი: პეტერბურგში ვგზავნი გრიბოედოვს. მისსია.

მაჩაბელი: ქრისტეანული ალაგაა. უპირველესი.

ერმოლოვი: შვილივით მიყვარს სანდრი.

მაჩაბელი: ცნობილია.

ერმოლოვი: მსურს გაჰყვე.

მაჩაბელი: (დგება, იჯგიმება) ვემსახურები იმპერიას!

_ შვილო _ გაინტიმურდა ერმოლოვი _ დააკვირდი სანდრს. ადევნე თვალი. მომწერე რა, ვით.

_ არის მოგწეროთ რა, ვით _ დებს პირობას შტაბს-კაპიტანი. ჯაშუში.

ნუთუ?

* * *

სამსახური მჭირდება. სამუშაო. ძაან მჭირდება ჯამაათო (ინტერაქტიური გამოკითხვა: მჭირდება _ 96%. არ მჭირდება _ 4%). ამორჩეულიცა მაქვს ადგილი (სუფთა, ნათელი), სკამი (ლბილი).

დედაჩემი: მანდ ძნელია.

გიორგი: (ჩემი ძმა) ყუჩადაა.

მამა აღარაა, ფა-ფუ. დაიკარგა ცაში.

დავქრივარ ბიჭი-ბორიო. აქეთ-იქით მიმოვდივარ. ვყიალობ.

ნელი, შოთა _ ნათესავი, მეგობარი _ მეხმარებიან ესენი. ანა ჩალიჩობს სხვა მიმართულებით (ჟურნალიზმისთვის პარდონ). აბა ჰე და აბა ჰო, უშველეთ დათუნია დრუნჩასა. დაგვისევდიანდა. მელანქოლია.

* * *

ჯერ არ. ჯერ არ. ჯერ არ. ადრეა. ცივა. ამბობს ილია.

აფერხებს არტურ ლაისტს _ ჩაჩნეთში ჰსურს ასვლა. იქაურობის მონახულება უნდა, შეთვალიერება. ილიას სთხოვა ესერამ საქმეში პარტნიორობა. მიიღო დასტური. ოღონდ ჯერ არ. ჯერ არ. ჯერ არ. ადრეა. ცივა.

ფეხსითრევს. ტკეპნის ერთ ადგილს _ ჰბრაზობს ნემეცი. ბრალს სდებს (მყვა რა ესეცა ზოლა, იმ დროს მოდური ემილი).

ჩაჩნეთში მოხვედრის სურვილი არტურისა სიჭაბუკისდროინდელია, ძველთაგან მოსდევს. არქაიკა.

მოქმედების ადგილი _ ბრესლაუს უნივერსიტეტის კოხტა სკვერი, შეყვარებულთა ნავთსაყუდელი (ნუ. ნუ მკოცნი ხელისმოწერამდე).

ჰყავს გოგო ამორჩეული არტურს. თვალავს. სდევს.

_ მაშ მამათქვენი, ნადეჟდა პეტროვნა, პოლკოვნიკია, ჩაჩნეთში მსახურობს. თქვენ აქ ხართ ბრესლაუში. სწავლობთ. დედა?

_ გარდაიცვალა ციებით. ბუნდოვნად მახსოვს _ მზერა ეძაბება გოგოს. ტვინიც. გამოიხმო დედის სახე _ ცისფერი თვალები ჰქონდა, ფუმფულა ლოყები დედას.

_ თქვენებრ _ ჩურჩულებს არტური. ხელები მუხლებზე უწყვია _ მიყვარხართ ნადენკა.

_ მე. მე. ვიფიქრებ ჰერ ლაისტ.

დიოდენ დღენი. გოგონა სდუმდა _ ერთხელაც, შავდაუკუღმა ის დღე, მივიდა არტურთან. ქაღალდი აჩვენა.

_ მე რუსული არ ვიცი ნადენკა _ წითლდება. თავს ჰხრის.

_ წერილია მამაჩემისგან, ჩაჩნეთში ჩასვლას მთხოვს, ავადაა. აუფვიდერზეინ ჰერ ლაისტ.

ხელი გაუწოდა. სწვდა არტური ხელსა _ პუ!

ფინიასავით მოვიქეცი, არ ავედევნე, ზარმაცი ფინიასავით.

მონოლოგისტობს არტური, თავისთვის, გულში.

ჩაჩნეთშია აწცა კვლავ ნადენკა, ლაზარეთში აქიმადა დგას.

ეს კი (ილიას უყურებს) ადრეა. ცივაო (ვიცნობდე კავკაზს მაინც). ზაფხულს ელის, სიცხეს. თიბათვის მზევ მო ჩქარე...

* * *

უდიდესი ყურადღება სიზმრებისადმი, ვიმახსოვრებ. ვფურცლავ წიგნებს. იქ ახსნაა: დანიელი _ მაიმედებს, ფროიდი _ უზრდელი ვირიშვილი, განვედ ჩემგან. შვეიცარიელი იუნგი _ ნეიტრალურია.

არ დაიკარგება შენნაირი ბიჭიო _ მეუბნება მკითხავი ზეინაბი. ჰაი. ღმერთმა გისმინოსო. თვალები უბრწყინავს დედაჩემს, აცეცებს ამ ბოლო დროს.

ნერვები შვილო.

სიზმრებს არა უშავს, ა, გუშღამინდელი: სავარძელში ვზივარ. ჰგუობს უშბა-მკერდი მიკროფონს. ოთხცალ ღირსების ორდენს (კიდევ აიტანს!)

_ ოთხჯერ ღირსეულო ბატონო დავით, თქვენი ჰობი? _ მეკითხება ჟურნალისტი გოგჩო. მუხლები ულაპლაპებს.

_ სიყვარული გენაცვალე. მიყვარს მაგალითად, პროზა, საქართველო მიყვარს. - მუხლი მაგარი აქვს. სოფლად გამოზარდეს.

მოდისა გამო აყრანტალებს.

_ და ღმერთი?

_ ღმერთი რათქმაუნდა რსებობს, არის.

* * *

წლევანდელი მანა ჩემია!

დირექტორის კაბინეტიდან გამოვიდა. ჰერი, ჰერი სარედაქტოროსკენ.

შეაღო კარი.

_ ჩეჩნეთში მივდივარ _ გაშალა სამივლინებო ფურცელი.

_ ალლაჰ შენთან ბოყ _ ამბობს რედაქტორი (დიდ ჰონორარს მოხევს ვირისთავი).

შური ჰო, შავ-თეთრი.

* * *

დაცვა უყენია სახლთან სააკაშვილს. ჯიხურში სხედან ოყლაყები. ისე მიყურებენ, აი ეჭვით. მემარცხენე-ცაცია-რადიკალი ტერორისტი ვგონივარ ამათ ალბათ. სთხზავენ წერილებს გუნებაში უკვე _ დედიჯან პატრონი ვიხსენი აბა, ბინას მომცემენ მგონია. ჩამოგიყვან დედი ქალაქში, ირანულ რჩხია ფლოსტებს გიყიდი. ბოღმა დააღრჩობს ჩვენ განაყარ ბიძაშვილებს, დედი-ვადილაო.

ჟვანიასაც _ ც-ოო? წყეული გრამატიკა დიდო სპიკერო. ტყვიის ღირსი ვარ თავში. არა. თავში არა. არა. ცოდო ვარ, ცოდო _ იცავენ.

რკინის ქალამნებს ჩავიცმევ და შევარდნაძესთან ავალ. მაღლა ცხოვრობს კრწანისში (შენთან ედუარდ მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა).

უარს მეტყვის?

შიმშილობას გამოვაცხადებ, ჰო, შიმშილობას.

არ გაუწყრება ღმერთი. დემოკრატია, ტოლერანტი. მიმიღებს:

ჩაი-მოი ვიბორ.

ოტროველასავით პირდაპირ ვეტყვი: მოდი და რასა ჰკარგავ, დამნიშნე დეპარტამენტის უფროსად, ჰა! ბატონო პრეზიდენტო, გქონდეთ იმედი. ჰედ ენდ შოლდერს (თავი და მხრები)

მაბია!

* * *

მის უდიდებულესობა გენერალ ერმოლოვისადმი:

მაჩაბელი გეხმიანებით, შტაბს-კაპიტანი.

ღმერთმან დასწყევლოს იმპერიის ჩვენის მტრები. ჩაჩნებზე მოგახსენებთ. ხეპრე მთიელნი. შამილი ძაღლისმჩორი.

დაგვესხნენ. დავყარეთ იარაღი. თავები შევინარჩუნეთ. გვემუქრებოდნენ უშჯულონი, გვაგინებდნენ. დაგვსხეს ქოხში, აშმორებულ საფუნეში გენერალო, მოგვიკეტეს კარი ცხრაკლიტული.

დაბლა ხევი, ზევით ნახე რა ცაა. ესაა რაცაა, რო სჩანდა ქვეყნისა იქიდამ.

(მწირი პეიზაჟია _ ასკვნის ერმოლოვი. წერილს უბრუნდება. ჰკითხულობს.)

მოყაყანე _ ფორტისიმო _ ტომია ესე ჩაჩნები. მოძრავი, ჰყარან.

ცხვრები ჰყავთ. უამრავი ცხვარი. ფარები. მოპეტელე საკლავი თქვენო უდიდებულესობავ!@

(ეთნოგრაფი _ დუდღუნებს ერმოლოვი).

ცხვრით ვიკვებებოდით. მოჰქონდა ალუს, ზედამხეველს, ნატიტყნი ხორცი, პური კიდევ და წყალი ტოლჩებით. უგემური, დუბელა წყალი, მღვრიე.

ჭამა-სმამ ესემ დამაავადა _ ფაღარათი _ მომიშალა კუჭი.

(სუბიექტური ალმური! _ ტუჩს ითრევს ერმოლოვი ქვედას. ჰღეჭს.)

სანდრი _ ყოჩაღი, მაგრად სდგას. სწყევლის ბარბაროსთა.

(ძალიან კარგი, ძალიან კარგი! _ ზეიმობს ერმოლოვი. ქომაგი იყო მათი. გახდა მაწყევარი, შეიქნა. სიტყვა სიტყვაა. პირობა _ პირობა. სამი ცხენი და ოცი თოფი ჩემზეა შამილ!.. მომდევნო წინადადებები ცალი თვალით ჩაიკითხა. ყასიდად. უკანასკნელ აბზაცს მიადგა _ დასერიოზულდა. დადინჯდა _ აითვისა, გაიაზრა.)

გამოვაღწიეთ. დაჭრილი გრიბოედოვი ლაზარეთში გადავიყვანეთ, იქვე ეზოში, მუხის ქვეშ გავშალეთ სუფრა. თამადობა ჩვენს მხსნელს, კაზაკთა ატამანს დავუთმე.

ივარგა.

ადიდა იმპერატორი _

ღმერთმაც!

* * *

დედა წყნეთში ავიდა ნელისთან _ მოაგარაკე. ჰაერს ჩაყლაპავს. დაისვენებს.

გიორგი _ ჩემი ძმა _ აბსენტ. დადის ქუჩა-ქუჩა.

ანას ვიბარებ. მოდის.

ჰო, ეხლა შენც ზევით და მეც ზევით. ვიხარჯებით.

ვწევართ. ვაბოლებთ ქანცგაცლილნი.

ანა: სამსახურის ვარიანტია.

ყურებსვცქვეტ. (ღმერთო, ოღონდ ჩარჩობა არა!)

მიხსნის. განმიმარტავს.

ვდგები. გავდივარ. არის ამ სახლში სხვა ოთახებიც. ციცქნები. ფართოები.

* * *

მუხასთან შეჩერდნენ. არტურმა სთხოვა _ ილია ბატონო, აქ მომიცადეთ.

ილია დასთანხმდა უსიტყვოდ. გაიფიქრა _ ბალღი.

დაიძრა არტური, ამოძრავდა გეზი _ ლაზარეთისკენ. მეკარე მიესალმა. თავი მოჰხარა, წელში მოიკაკვა. გზა მისცა.

ძვირფასად ეცვა არტურს. საგანგებოდ.

დარჩა ილია მუხასთან. გრილოში. ეზო დაალივერა. ცარიელი იყო. არსად კაცი. მხოლოდ ჭიშკართან იწვა ნაგაზი. მრისხანე აუა.

კავკასიაში ყოველივე ჯიშიანია: კაცი, ძაღლი, ფრინველი, დიაცი. დიაციც, მაგრამ მე სიფრიფანა ჩრდილოელი ქალები მომწონს უფროის. გაახსენდა: მადმუაზელ ჩაიკოვსკაია. ხანმოკლე აშიკობა, რომანი პლატონური მასთან. აკლდა გამბედაობა. მაშინ.

მისი ძმა ცნობილი კომპოზიტორია ახლა. ევროპა ასრულებს მისსა თხზულებებს.

შორს წავიდა მამათმავალი, მსოფლიო აალაპარაკა.

მიეყრდნო მუხას ილია. ხეს გაუსვა ზურგი.

მთებში ვართ ჩაკეტილნი. იყვირე გინაც, ამაოა _ ჩაილაპარაკა.

* * *

ანა ტელეფონში: ხვალ მიდი. (მკარნახობს მისამართს)...

შეიბ ჰალსტუხი დავით.

* * *

პატივცემულო ტელემაყურებლებო, განვაგრძობთ გადაცემათ ციკლს "ჩეჩნეთი".

თქვენ კადრში ხედავთ ჰოსპიტალს. XIX საუკუნის დასაწყისში აუშენებია ის იმპერატორის ბრძანებით გერმანელ არქიტექტორს, გვარად ჰოფმანს.

დღეს აქ წითელი ჯვრის ოფისია. მოდის ხალხი მთხოვნელი.

ჩვენ გავესაუბრეთ რამოდენიმე მათგანს, გთავაზობთ ჩანაწერს.

(ეკრანზე ჩნდება დედაკაცი ფუმფულა).

_ ომი საშინელებაა, დაამთავრეთ!

(დედაკაცს ცქნაფა გოგო სცვლის).

_ მე მსურს თამაში, გართობა.

(ვხედავთ ჟურნალისტს).

_ ახლა კი ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოუსმინეთ გაეროს წარმომადგენელს.

(კაცის სიფათი _ ზანგია):

_ მსოფლიო საზოგადოება ძალებს არ იშურებს იმისთვის, რომ აქ, ჩეჩნეთში (ოპერატორს გამოჰყავს კადრი: რესპოდენტი და ინტერვიუერი მუხის ქვეშ დგანან, მერმე სხვა პეიზაჟებსაც აშანშხვალებს ჩეჩნეთისას, შარაგზა და გადაღმა) დამყარდეს მშვიდობა. მოვუწოდებთ დაპირისპირებულ მხარეებს დასხდნენ მოსალაპარაკებელ მაგიდასთან. თჰანკ ყოუ!

(ბრდღვიალდება წარწერა)

რეკლამა

* * *

დამკვეთი: მაშ ასე, დავით ძმაო, საზღვარზე ჩეჩნები გადაგიყვანენ. წითელი ჯვრის კაცთან დაგაკონტაქტებენ, მისმენ?

მე: დიახ.

დამკვეთი: ის მოგცემს მედიკამენტებს. არ დაგიმალავ ძმაო, ზოგიერთი ნარკოტიკია...

მე (დამფრთხალი): ქსივა მექნება?

დამკვეთი: გექნება. დაბრუნებისთანავე ათას დოლარს დაიჯიბებ. არაა ცუდი ფეხის ქირა. რას იტყვი?

მე: არაა რათქმაუნდა.

* * *

ფინელი ტიმი მანქანას ტვირთავს.

მე მუხის ქვეშ ვდგავარ _ მომე მუხა რკო. მერქანს ვჩხაპნი ჯიბის დანით.

კრიპტოგრაფია

დასასრული.

2000 წ.



კალენდარი
დეკემბერი  2000
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი