მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
აფხაზეთის ხმა
2001-04-06
კეთილსინდისიერებით გამორჩეულნი

მრავალთა შორის აფხაზეთის განათლების სამინისტრომ კიდევ ერთი სახელი გამოარჩია და "წლის საუკეთესო მასწავლებლის" წოდება მიანიჭა ცისანა აკაკის ასულ მსხვილიძეს.

დახასიათება, რომელიც სკოლის დირექციამ წარუდგინა სამინისტროს, რამდენადმე მშრალია და ლაკონური. აი ისიც:

ცისანა აკაკის ასული მსხვილიძე არის უმაღლესი განათლებით, 25 წლის მუშაობის სტაჟით. მასში შერწყმულია ცოდნა და პრაქტიკული მოღვაწეობით მიღებული გამოცდილება.

უნდა აღინიშნოს, რომ იგი განსაკუთრებით გამოირჩევა მოსწავლეებთან სიახლოვით, ესმის მათი, მოსწავლეებიც სიყვარულსა და სითბოს გრძნობენ. პედაგოგი ცდილობს, მათში აღზარდოს მშობლიური კუთხისადმი სიყვარული და პატივისცემა არ ჩააქროს მათ სულში იმედის ნაპერწკალი. ამ მიზნით ხშირად ატარებს საინტერესო საუბრებს, საღამოებს, ლიტერატურულ-შემოქმედებით კონკურსებს.

ქ-ნი ცისანა ყოველდღიურად ამახვილებს ყურადღებას ბავშვთა დისციპლინაზე, ზნეობრივ-მორალურ საკითხებსა თუ

ქცევის წესებზე. ის მუშაობს პრინციპით - მოსწავლე ყოველთვის უნდა იყოს თავის სიმაღლეზე: გაკვეთილებზეც, დასვენებაზეც, კლასშიც და სკოლის ეზოშიც, ტრანსპორტშიც და ოჯახშიც. ქ-ნი ცისანას აზრით, ეს ჯანსაღი, სულიერად მდიდარი მომავალი თაობის აღზრდის საწინდარია.

ამ მხრივ მას დიდ დახმარებას უწევს მშობლებთან მუდმივი კონტაქტი, თითოეული მოსწავლის ოჯახური მდგომარეობის ცოდნა, მშობლებთან საუბარი.

საოცარია მისი მიდგომა თითოეული მოსწავლისადმი. კლასში რამდენიმე ისეთი ბავშვი ჰყავს, რომელიც მეტი შესაძლებლობებით გამოირჩევა. მათ ქ-ნი ცისანა აძლევს დამატებით დავალებებს, რათა გაკვეთილის პროცესი ამ ბავშვებისათვის მოსაწყენი არ გახდეს. აწყობს საინტერესო კონკურსებს: "საუკეთესო ნახატი", "საუკეთესო ნაშრომი", "გამრჯე ხელები" და ა.შ. ხოლო გამარჯვებულებს წაახალისებს.

ქ-ნი ცისანა აქტიურად მონაწილეობს მასწავლებელთა მეთოდურ მუშაობაშიც. თავის გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს... ამ მიზნით ჩაატარა გაკვეთილი თემაზე: "პატრიოტიზმის აღზრდა უმცროსკლასელებში".

ხშირად აწყობს გასვლას ბუნებაში, ესაუბრება მოსწავლეებს სამშობლოს ისტორიული წარსულის შესახებ.

ცისანა მსხვილიძე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის.

ამ სიტყვების უკან კი დგას თავის პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი, ქალი, რომელიც დღემუდამ აღსაზრდელებზე ფიქრობს. ნიადაგ მათ დაჰფუსფუსებს, ნუგეშს სცემს თითოეულს ცალ-ცალკე და ყველას ერთად კი იმედსა და მხნეობას უნერგავს, ასწავლის მეგობრობას, სიკეთეს, სამშობლოსთვის თავდადებას, რადგანაც ნათქვამია: ბავშვი სუფთა ფურცელია. რასაც ზედ დასწერ, იმას წაიკითხავო. ქ-ნი ცისანაც ცდილობს, ამ სუფთა ფურცელზე მხოლოდ სიკეთე და ახლის შეცნობის სიყვარული აღბეჭდოს, რათა შედეგი ქვეყნისა და ხალხისთვის საკეთილდღეო გამოდგეს.

ღმერთმა ხელი მოუმართოს მას ამ საპასუხისმგებლო საქმეში.

ავტორი: ნინო სიჭინავა


კალენდარი
ივნისი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი