მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
აფხაზეთის ხმა
2001-04-06
"საბინები": სიძულვილს და შურს, სიბრძნე და ურთიერთმიტევება სჯობს

ლები ერთიანდებიან იმ ძირითადი მიზნის მისაღწევად, რაც ჩვენი ყველას საერთო მიზანია - ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა... ეს არის, ალბათ, "საბინების" მთავარი მიზანი და რაც უფრო მეტი იქნება ასეთი კეთილშობილური იდეის მატარებელი ორგანიზაციები, მით უკეთესი იქნება. ჩვენ ყველამ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა იმ ბოროტი ძალების დასამარცხებლად, რომელმაც მიიტაცა ჩვენი აფხაზეთი და ძირძველი ტერიტორიები დააკარგვინა საქართველოს...

რენალდ დგებუაძე, გალის რაიონის გამგებლის მოადგილე, - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, - ქალებს ბევრის გაკეთება შეუძლიათ, აფხაზეთში ჩვენი დაბრუნებისათვის. მივესალმები ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, მათ აქვთ ძალიან კარგი წესდება და გეგმები და ღმერთმა ქნას, რომ შუა გზაზე არ შეჩერდნენ, ყველაფერი შესძლონ თავიანთი მიზნების განხორციელებისათვის...

ცნობისათვის: ქალთა ასოციაციის წევრებმა მიუხედავად მატერიალური სივიწროვისა, უკვე მოახერხეს გაზეთ "საბინები"-ს გამოშვება ჩსაინფორმაციო ჯგუფის ხელმძღვანელია მედეა ზუხბაია-. გაზეთში დაიბეჭდა აფხაზეთიდან დევნილ ქალთა ასოციაციის განცხადება, მიმართვა "აფხაზეთის ქალებს". ამავე ნომერში გამოცხადდა კონკურსი ქალის თემაზე წლის საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად...

პრეზენტაცია გახსნა აფხაზეთის ახალგაზრდული პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტის სტიპენდიანტმა გოჩა ოჩიგავამ, ქალთა ასოციაციის საქმიანობა დალოცა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა მეუფე დანიელმა, შეკრებილთ მიესალმა და ასოციაციის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა "საბინები"-ს თავმჯდომარემ ქალბატონმა რიტა ცინდელიანმა, რომელმაც ერთხელ კიდევ გაუსვა ხაზი, რომ არავის არა აქვს მშვიდად ყოფნის უფლება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ამდენი ღარიბი, ღატაკი და უმუშევარია, როდესაც ქვეყანას ჰყავს აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი კაცი, ვერ იბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, როდესაც იმედგაცრუებული მოსახლეობა სამუშაოს საძებნელად უცხო ქვეყნებში გარბის და გენდერული ძალადობის და თრეფიქინგის მსხვერპლი ხდება, გვაქვს ქვეყანა, რომლის განვითარება დამოკიდებულია მხოლოდ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დიქტატზე, სადაც ახალგაზრდობა გამოსავალს ნარკოტიკებში პოულობს, სადაც სამწუხაროდ, არჩევნების წინ ახსენდებათ გაუცემელი ხელფასები და პენსიები, ენერგო კრიზისი და ნერვებმოშლილი მოსახლეობა...

როგორც რ.ცინდელიანმა აღნიშნა, "საბინების" სახელწოდება ასოცირდება დედებთან, რომლებმაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 753 წელს, ძველ რომში შვილების, მეუღლეების, მამების გადასარჩენად მახვილს შეუშვირეს მკერდი და პირველი არაძალადობრივი ურთიერთობის მაგალითი მისცეს კაცობრიობას. ასოციაცია "საბინების" მიზანიც ესაა. იგი, როგორც ითქვა, აერთიანებს აფხაზეთში სამოქალაქო მშვიდობის, დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვდრებისა და ქალთა უფლებების დაცვით დაინტერესებულ მოქალაქეებს. და სურვილი აქვს აფხაზებთან ძველი ურთიერთობების აღდგენის პარალელურად დაეხმაროს დევნილებს - ხელმოკლე, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს, მრავალშვილიან დედებს, ობოლ ბავშვებს, მცირე ბიზნესში დასაქმებულ დედებს, ჩაატაროს ტრენინგები, სემინარები, ითანამშრომლოს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან...

პრეზენტაციაზე სიტყვა წარმოთქვეს და ასოციაციის შექმნა მოიწონეს ქ.გალის მერმა ოთარ აკიშბამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ფრაქცია "აფხაზეთის" თავმჯდომარემ გივი ლომინაძემ, აფხაზეთის განათლების მინისტრის მოადგილემ მერი გეგეჭკორმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ადამიანთა უფლებების დაცვისა და ლტოლვილთა საკითხების კომისიის თავმჯდომარემ ეთერ ასტემიროვამ; შეკრებილთა წინაშე საკუთარი ლექსით წარსდგა "საბინების" წევრი ნონა ბერაია. პრეზენტაციას ამაღლებული, საზეიმო განწყობა შესძინა ქ-ნ ნანა ბოჯგუას ქალთა ტრიოს მიერ ნამღერმა ტკბილხმოვანმა მელოდიებმა,-ბავშვების მიერ შესრულებულმა ცეკვებმა და სიმღერებმა.

პრეზენტაციის მონაწილენი დაიშალნენ იმედით, რომ ახლადშექმნილი ქალთა ასოციაცია მთელი მონდომებით შეეჭიდება დასახულ მიზანს, თავის წვლილს შეიტანს აფხაზურ-ქართული ურთიერთობების გაჯანსაღების საქმეში.

გულიადა ჭკადუა.



კალენდარი
ივნისი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი