მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
დილის გაზეთი
2001-07-01
მაისი: საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ქრონიკა

შეადგინა გიორგი ასანიშვილმა

ინიციატივა: პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გამოვიდა ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ, რომელიც მინისტრთა კაბინეტის ინსტიტუტის შემოღებას ითვალისწინებს.

იუბილარი: ნონა გაფრინდაშვილს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა.

პროტესტი: ეროვნული გვარდიის ბატალიონმა უნებართვოდ დატოვა დისლოკაციის ადგილი და მუხროვანში დაბანაკდა. მეამბოხეებთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ სიტუაცია დარეგულირდა.

ძალადობა: დაუდგენელმა პირებმა მეგობარ გოგონასთან ერთად გაიტაცეს საქართველოს პარლამენტის წევრი პეტრე ცისკარიშვილი.

1 - საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ თბილისში, დედაენის ძეგლთან, მშრომელთა სოლიდარობის აქცია გამართა.

- საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი არსენიშვილმა მიიღო კომპანია "რამკო ენერჯის" ვიცე-პრეზიდენტი ბენ სტოუვერი.

- სოხუმში, გაეროს მისიის ოფისში გაიმართა აფხაზურ ენაზე თარგმნილი სამი დოკუმენტის პრეზენტაცია. ეს დოკუმენტები შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის და ქალთა დისკრიმინაციის საკითხებს, აგრეთვე, ბავშვთა უფლებებს.

- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით, რომელიც კავკასიის კაზაკთა კავშირმა დააწესა.

2 - საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება "ქუთაისის სიონის (ბაგრატის) ტაძრის 1000 წლისთავის იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებით".

3 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეორე ევროპული დეპარტამენტის ხელმძღვანელს - ჯონ ოლდინ სმის.

- საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე კობა გვენეტაძე დაინიშნა დსთ-ის ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლად.

4 - საქართველოში გაეროს მისიის ხელმძღვანელი დიტერ ბოდენი სოხუმში ჩავიდა და აფხაზეთის სეპარატული მთავრობის პრემიერ-მინისტრს - ვიაჩესლავ ცუგბას შეხვდა.

- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ მიიღო დსთ-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის კულტურის, ინფორმაციის, ტურიზმისა და სპორტის მუდმივმოქმედი კომისიის წევრები.

- გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის გმირი, თბილისის საპატიო მოქალაქე ირაკლი ციციშვილი.

5 - საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო საბერძნეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი ხრისტოს ვერელისი.

6 - გაიხსნა საქართველოს ჯანდაცვის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი, რომელიც ერთადერთია კავკასიის რეგიონში.

- საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ესპანეთში, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურთა შეხვედრაზე გაემგზავრა.

7 - დაუდგენელმა პირებმა თავის მეგობარ გოგონასთან ერთად გაიტაცეს საქართველოს პარლამენტის წევრი პეტრე ცისკარიშვილი.

8 - მოსკოვში, კრემლში დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებას დროებითი ღონისძიება უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთი ესწრაფვის, რაც შეიძლება მალე გადაჭრას ეს პრობლემა.

- საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის ანგარიში 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

- თბილისში გაიმართა საქართველოში პირველი კერძო საპენსიო ფონდის პრეზენტაცია. ფონდის გენერალურ მენეჯმენტს ახორციელებს "თი-ბი-სი ბანკი", რომელიც მისი აქციების 20 პროცენტს ფლობს.

- ლაგოდეხის რაიონში კოკისპირულმა წვიმებმა და სეტყვამ მოსავალი მთლიანად გაანადგურა.

9 - საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ("იბიარდი") პრეზიდენტი ჟაკ ადრიენ ლემიერი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიას.

- თბილისში, ვაკის პარკში, ვეტერანებისთვის ფაშიზმზე გამარჯვების 56-ე წლისთავის მისალოცად მივიდნენ სახელმწიფოსა და მთავრობის ხელმძღვანელები, ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის დიპლომატიურ მისიათა წარმომადგენლები.

- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ მიიღო დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დებორა ჯოუნსი.

10-11 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა მონაწილეობა მიიღო სტრასბურგში გამართულ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 108-ე სხდომაში. მან ხელი მოაწერა ევროპულ შეთანხმებას "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმის წარმოებაში მონაწილე პირთა შესახებ".

11 - საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში მარკ გროსმანს.

- რუხის ხიდზე ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა ტყვეები გაცვალეს პრინციპით - ყველა-ყველაზე.

12 - პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტში გააკეთა ყოველწლიური მიმართვა ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ. პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომელიც მინისტრთა კაბინეტის ინსტიტუტის შემოღებას ითვალისწინებს.

- ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში გაიმართა ნონა გაფრინდაშვილის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

13 - საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი, რომელიც ამასთანავე ყალმუხეთის პრეზიდენტიც არის.

- შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების თანამშრომლებმა ტყვეობიდან გამოიხსნეს პარლამენტარი პეტრე ცისკარიშვილი და მისი მეგობარი გოგონა.

15 - საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო ჩვენს ქვეყანაში ვიზიტად მყოფი რუსეთის ვიცე-პრემიერი ილია კლებანოვი.

- რუსეთის ფედერაციაში დაიწყო აჭარის კულტურის დღეებში. ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ბათუმიდან მოსკოვს გაემგზავრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე.

16 - თბილისში გაიხსნა ინტერპოლის 30-ე ევროპის რეგიონული კონფერენცია, რომელიც პირველად გაიმართა პოსტსაბჭოთა სივრცეში.

17 - საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო ინტერპოლის პრეზიდენტი ჰესუს ესპირაგეს მირა.

- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ მიიღო მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი საქართველოში ტეფიკ იაფრაკი.

- საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი არსენიშვილმა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ივან სერგეევი.

18 - ქსნის ტუბკოლონიაში ტრაგედია დატრიალდა. პატიმრებს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 6 და დაიჭრა 5 კაცი.

- ბათუმში დასრულდა სტუდენტური ფილმების ფესტივალი "ოქროს ჭაბუკი".

19 - საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა მოსამართლეთა კონფერენციის საკოორდინაციო საბჭოს ყოველწლიური სხდომა.

- კიევში დასრულდა სუუამის ქვეყნების ეროვნული კოორდინატორების მე-6 სხდომა, რომლის მიზანი იყო ამ ორგანიზაციის 5-7 ივნისს იალტაში დაგეგმილი სამიტისთვის პრეზიდენტების მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების საბოლო ჩამოყალიბება.

21 - "თავისუფალ თეატრში" დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა, ანუ დაგვიანებული რეკვიემის" პრემიერა შედგა, რომლის დადგმაც რეჟისორმა დავით დოიაშვილმა განახორციელა.

- შვეიცარიის ქალაქ ციურიხში დაიწყო სამმხრივი მოლაპარაკებები საქართველოს, აზერბაიჯანსა და "ბრიტიშ პეტროლიუმს" შორის, აზერბაიჯანის გაზის საბადო შაჰ-დენიზიდან, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, თურქეთში მიმავალი სატრანზიტო გაზსადენის მშენებლობის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო დავალებით, ამ მოლაპარაკებებში საქართველოს მხარეს წარმოადგენდა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია (გიორგი ჭანტურია).

- თბილისში დასრულდა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის დირექტორთა და მმართველთა საბჭოების წარმომადგენელთა შეხვედრა.

22 - საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო საქართველოს საპატიო კონსული ნიდერლანდების სამეფოში იან ლაგრინი.

- იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე, ქსნის ტუბზონაში მომხდარი ინციდენტის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზურაბ მსხვილიძე და ამ უწყების სხვა პასუხისმგებელი მუშაკები.

23 - მოსკოვში გაიმართა რუსეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი კოლეგიის სხდომა, რომლის ძირითადი თემა იყო ორგანიზებული დანაშაულის, ნარკობიზნესის, იარაღით უკანონო ვაჭრობისა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე.

- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ მიიღო ნავთობკომპანია "კანარგოს" პრეზიდენტი დევიდ რობსონი.

- საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულმა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებმა საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოიყენონ ეროვნული ვალუტა - ლარი.

- საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2001 წლის საიმიგრაციო კვოტა, რომელიც 200 ერთეულით განისაზღვრა.

- საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს ეროვნული ბანკის 2000 წლის წლიური ანგარიში.

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიამ დაამტკიცა აჭარის 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.

- ფოთში გაიმართა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა, რომელშიც მონაწილეობდა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზღვაო ძალების ყველა ხომალდი.

- უცნობმა პირებმა გაიტაცეს ცნობილი ქართველი ფეხბურთელის კახა კალაძის ძმა ლევან კალაძე და გამოსასყიდის სახით, 600 ათასი დოლარი მოითხოვეს.

24 - საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო მსოფლიო იურისტთა ასოციაციის გენერალური მდივანი კარლ ციერლაინი.

- საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯან იუნ ციუანი.

25 - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის ერთ-ერთმა ბატალიონმა, რომელიც მონაწილეობდა ნორიოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნაში, უნებართვოდ დატოვა დისლოკაციის ადგილი, თვითნებურად შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუხროვანის ბრიგადის ტერიტორიაზე და იქ დაბანაკდა. მეამბოხეებთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ სიტუაცია დარეგულირდა.

- საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის - "იტერას" პრეზიდენტი იგორ მაკაროვი.

-საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და მსოფლიო ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ტევფიკ იაფრაკმა ხელი მოაწერეს ენერგოშემცველების ტრანზიტის ინსტიტუციური განვითარების პროექტს.

26 - აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

- საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისში გაიხსნა ახალი ობიექტები - ილია ჭავჭავაძისა და ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმები, მერაბ მამარდაშვილის ძეგლი, რამდენიმე ახალი სკვერი და შადრევანი, "ლოკომოტივის" სტადიონი, მუშტაიდის ბაღთან მინიფეხბურთის მოედანი, სამი ახალი რეზერვუარი, წყნეთში საფუძველი ჩაეყარა ეკლესიის მშენებლობას.

- რესპუბლიკის მოედანზე "ზვიადისტებსა" და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების დროს რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.

- ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელთა გუნდმა საქართველოს თასი მოიპოვა.

- საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და მისმა მეუღლემ ნანული შევარდნაძემ გამართეს დარბაზობა, რომელსაც ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, დიპლომატიური კორპუსის, სხვადასხვა ორგანიზაციების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

28 - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვია.

29 - საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო 25 მაისს მუხროვანში მომხდარი ინციდენტის ინიციატორები, პოლკოვნიკები კობა ოთანაძე და გია კრიალაშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

- საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიიღო კორპორაცია IBM-ის აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის გენერალური დირექტორი პენკო დინევი.

- გაიმართა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის XV ყრილობა, რომელმაც პარტიის თავმჯდომარედ კვლავ ირინა სარიშვილი-ჭანტურია აირჩია.

- გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის (ფაო) ეგიდით, თელავში მუშაობა დაიწყო სემინარმა "მეღვინეობის ტექნოლოგია, წარმოება და მარკეტინგი".

30 - ჩატარდა ცეკავშირის XXIII რიგგარეშე ყრილობა.

- თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ ხელი მოაწერა განკარგულებას მინისტრთა კაბინეტის გადაყენების შესახებ.

- საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა სენატორი სემ ბრაუნბეკი.

31 - დსთ-ის სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს ფარგლებში, მინსკში გაიმართა აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. სახელმწიფოთა მეთაურებმა განიხილეს რეგიონში უშიშროების უზრუნველყოფისა და თანამშრომლობის გაფართოების საკითხები, აგრეთვე, "კავკასიის ოთხეულის" ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.



კალენდარი
ივლისი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი