მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
დილის გაზეთი
2001-07-01
დამოუკიდებლობის 10 წლისთავი: მიღწევების და ჩავარდნების გამოფენა

ინერტული ქართული საზოგადოების შედარებით აქტიურ ნაწილს მიაჩნია, რომ ქართველი ერის ინტელექტი დღევანდელ ხელისუფლებაში ყველაზე ნაკლებად არის წარმოდგენილი. ჭკუა საზოგადოებაში გაცილებით მეტია, ვიდრე მთავრობაში. ამიტომაც, მეცნიერებმა, პოლიტოლოგებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა გადაწყვიტეს,

რომ ეს ინტელექტი ჩვენი პარლამენტისთვის რაღაც ფორმით მაინც "შეეშველებინათ". მშვიდობისა და დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტის ინიციატივით, პარლამენტში საქართველოს დამოუკიდებლობის ათი წლისთავისადმი მიძღვნილი ფორუმის ჩატარება ამ გადაწყვეტილების რეალურად განხორციელების მცდელობა იყო. იგი ცნობილ მიზეზთა გამო უგულოდ და უსახურად აღნიშნული დამოუკიდებლობის დღის ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ შედარებით გულიანად აღნიშვნასაც ნიშნავდა.

ფორუმის მთავარი თემა ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოს მიერ გატარებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზი გახლდათ. საშინაო პოლიტიკის ავკარგიანობას ჩვენს ქვეყანაში არსებული დემოკრატიის ხარისხი განსაზღვრავდა, თუმცა, ფორუმის მონაწილე საზოგადოების და არა ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოში მსგავსი პროცესის არსებობაც კი ეჭვქვეშ დააყენეს. ბევრმა მათგანმა ამ აზრის ხატოვანი მეტაფორებით შენიღბვა არჩია. კავკასიური ინსტიტუტის დირექტორს - გია ნოდიას განვლილი ათი წლის მანძილზე ქართველი ერის მთავარ მონაპოვრად საკუთარ თავზე შექმნილი ილუზიების დაკარგვა მიაჩნია, ანუ როგორც იქნა, შევიგნეთ, რომ ყველაზე ჭკვიანები არა ვართ, კდემამოსილი ქალები მხოლოდ ჩვენ არა გვყავს და გემრიელ კერძებს მხოლოდ ჩვენ არ ვჭამთ. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო საზოგადოებრიობის სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი, რადგან, მართალია, მთელი ამ ხნის მანძილზე ვცდილობდით ამ ზღვაში ცურვის სწავლას, "ზოგჯერ ვფრთხილობდით, ვიძირებოდით, ძალიან ბევრი წყალი და სისხლიც ჩავყლაპეთ, მაშველებსაც ველოდებოდით, მაგრამ დღესაც საკამათოა, საბოლოოდ ვისწავლეთ თუ არა ცურვა". პარლამენტის თავმჯდომარეს ეჭვიც არ ეპარება, რომ ცურვა ისწავლა, მაგრამ პრობლემად ცურვის არმცოდნეთა მიერ მისი ჩაძირვის მცდელობა მიაჩნია.

"გვაცალონ და გავცურავთ კი არა, გადავცურავთ", - ამბობს ზურაბ ჟვანია, თუმცა, პოლიტოლოგთა გარკვეულ ნაწილს ამ სიტყვების არ სჯერა. "მოქალაქეთა კავშირი" ამ კურსით და ამ შემადგენლობით ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას ვერასოდეს შეძლებს", - ასეთია მათი აზრი, რის დასადასტურებლადაც უკანასკნელ ხანებში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს იშველიებენ. ბევრი ექსპერტი, ჩვენი პარლამენტარებისგან განსხვავებით, რაიმე პოზიტიურზე საუბარს ამორალობად მიიჩნევს. ის, რომ საქართველოს ამ ხნის მანძილზე დამოუკიდებლობა არ დაუკარგავს და პრეზიდენტი სკამს ინარჩუნებს, მიღწევად არ შეიძლება ჩაითვალოს. მთავარი ის არის, რომ მსოფლიოში ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ქვეყანა, რომელმაც ამდენი პოლიტიკური, ეკონომიკური, მორალური დახმარება მიიღო და გაფლანგა. ჩვენი საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი, ხელისუფლების წარმომადგენელთაგან განსხვავებით, ამ შანსს დაკარგულად მიიჩნევს და არც მისი განმეორების შესაძლებლობას უშვებს.

პოლიტოლოგებმა თუნდაც სამი წლის წინათ უეჭველ მიღწევად მიჩნეული პოლიტიკური ნაბიჯები დღეს ეჭვქვეშ დააყენეს. ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკურ-ეკონომიკური პროექტი ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის გაყვანაა. ბევრი ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოუყალიბებლობის მიზეზებზე, შექმნის პროცესში მყოფ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე და იმაზე, რომ აქამდე, ანუ ამ კონცეფციის უქონლობის პირობებში ქვეყნის პოლიტიკა არა გათვლებზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ცალკეულ სიტუაციებზე იყო დამყარებული.

გუშინ პარლამენტში შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენელთაგან ლევან ბერძენიშვილი თითქმის ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც უკანასკნელ ხანებში საქართველოში "წამების, წუთების და ზოგჯერ საათების განმავლობაშიც კი გრძნობს დემოკრატიას, თუმცა, ეს განცდა მას თბილისიდან გასვლისთანავე ეკარგება. ქუთაისში ის ნაკლებადაა, ბათუმში კი დემოკრატიაზე ლაპარაკიც კი თავისთავად დემოკრატიული პროცესის დაწყების მანიშნებელი იქნებოდა".

საგარეო საქმეთა ავკარგიანობა პროდასავლურ და პრორუსულ ორიენტაციათა შორის ბალანსის ძებნით განისაზღვრა. ისეთ პირობებში, როდესაც საქართველოს საგარეო პოლიტიკა წელიწადის დროების მიხედვით იცვლება, ანუ "გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე სწორი გზით მიდის, ხოლო ზამთრის მოახლოებისთანავე, ანუ მაშინ, როცა გაზის საჭიროება დადგება, ეს გზა მრუდდება და რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას და ნეიტრალიტეტზე ავლაპარაკდებით", დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გატარებაც სერიოზული ეჭვის ქვეშ დგება.

თუმცა, გუშინდელ ფორუმზე ამ ეჭვის გაფანტვას თავად ამერიკელი სენატორი სემ ბრაუნბეკი შეეცადა, რომელმაც გულგატეხილ ქართველებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ საქმიანი დახმარება მომავალშიც აღუთქვა, თანაც დასძინა, რომ "იგი ისევე ლოცულობს საქართველოსთვის, როგორც ამერიკისთვის".

ავტორი: მაია შონია


კალენდარი
ნოემბერი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი