მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
დილის გაზეთი
2001-07-01
ექსპორტი გვჭირდება, მაგრამ მისი განვითარებისთვის არავინ ზრუნავს

გუშინ საქართველოს გადამხდელთა კავშირის ოფისში გამართული შეხვედრა საქართველოს საექსპორტო მდგომარეობასა და პერსპექტივებს შეეხებოდა. მრეწველობისა და კომუნიკაციების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი სტასტისტიკური მონაცემებით, ექსპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

2000 წელს უმსხვილესი საექსპერტო პროდუქციის მთლიანი მოცულობა ღირებულებით მაჩვენებლებში 329892,2 ათასი დოლარია, ათ უმსხვილეს საექსპორტო პროდუქციის ნუსხაში კი შავი ლითონებია, ყურძნის ნატურალური ღვინო, ახალი ან გამხმარი კაკალი, აზოტის სასუქები, ძვირფასი ლითონების მადნებია და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ალუმინის ნარჩენები და ქართი, მანგანუმის მადანი და კონცენტრატები, ნედლი ნავთობი, სპილენძის მადანი და კონცენტრატები შედის.

საერთოდ, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ შარშან 1030,1 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 1995 წლის მონაცემებით 188, 1 პროცენტია. აქედან ექსპორტი 329,9 მილიონი დოლარი, იმპორტი - 700,2 მილიონი. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 370,3 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოს უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსი 79 პარტნიორ ქვეყანასთან (მათ შორის 42 ქვეყანასთან - 1 მილიონ დოლარზე მეტი) ჰქონდა, რომლებთანაც სავაჭრო დეფიციტმა 387,2 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება დადებით სავაჭრო ბალანსს, საქართველოს 35 ქვეყანასთან ჰქონდა, ამ შემთხვევაში 1 მილიონ დოლარზე მეტი დადებითი სავაჭრო ბალანსი საქართველოს ჰქონდა ლიტვასთან, სირიასთან, კონგოსთან და სომხეთთან. სავაჭრო დეფიციტის 23,1 პროცენტი დსთ-ის ქვეყნებზე მოდის, ამ ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 357,8 მილიონი დოლარი შეადგინა, დანარჩენ ქვეყნებთან კი - 672,3 მილიონი დოლარი. ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან სავაჭრო ბრუნვამ 158,3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 11,7 პროცენტით ნაკლებია.

ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის - ვანო ჩხარტიშვილის განცხადებით, მისი სამინისტროსთვის ექსპორტის პრობლემა მთავარ მიმართულებად იქცა. მისი მოსაზრებით, სახელმწიფომ ექსპორტიორს სახელშეკრულებო ბაზა უნდა შეუქმნას, რომელიც საექსპორტო გარემოს დაარეგულირებს. მნიშვნელოვანია ფინანსური უზრუნველყოფის ფაქტორი, საამისოდ ყველა ქვეყანაში ექსპორტის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან თანხაა გამოყოფილი. ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის პროგრამაზე მუშაობს, ექსპორტის განვითარება იმდენად ფინანსურ უზრუნველყოფაზე არ არის დამოკიდებული, რამდენადაც პოლიტიკურ ნებაზე.

როგორც გუშინ შეხვედრის წარმომადგენლებმა აღიარეს, ექსპორტის შესახებ კანონი ყველაზე ლიბერალურია. ამის მიუხედავად, ეკონომიკური რეფორმების კომიტეტი ექსპორტის შესახებ ახალ კანონზე მუშაობს, რომლის ძირითადი მიმართულება განბაჟების პროცესისა და დამატებითი ღირებულების გადასახადების დაბრუნების მექანიზმის გაუმჯობესებას წარმოადგენს.

ექსპორტის ხელშესაწყობად უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ, რათა შეიქმნას ექსპორტის დაზღვევისა და სალიზინგო სააგენტო. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე თამარ ბერუჩაშვილი აღიარებს, რომ ექსპორტის ზრდას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით საკანელიძე ექსპორტის ზრდით აჟიტირებულ დამსწრე საზოგადოებას ცივ წყალს ასხამს. როგორც იგი ამბობს, საქართველოში ნარჩენების ექსპორტია განვითარებული. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტის ღირებულებითი მაჩვენებელი ასეთი მაღალია, ბიუჯეტში შენატანები ნულის მაჩვენებელია. და საერთოდ, რაზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანაში წარმოების სფეროს 55 პროცენტი ჩრდილოვან ეკონომიკას შეადგენს, იმპორტის 70-75 პროცენტი კი კონტრაბანდულია.

მიუხედავად იმისა, რომ მოწვეული სტუმრები გადამხდელთა კავშირის ამ ინიციატივას მადლიერებით შეხვდნენ, ეჭვი მაინც გაჩნდა, ხომ არ დარჩება (ალბათ, დარჩება კიდეც) ლაპარაკი მხოლოდ წყლის ნაყვად. ფაქტი კი ერთია, ექსპორტის ზრდა ქვეყანას ჰაერივით ესაჭიროება, მაგრამ მისი (ლეგალურობის) განვითარებისთვის არავის სცხელა.

ავტორი: მაია დევდარიანი


კალენდარი
ნოემბერი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი