მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2013-08-23
ირაკლი ალასანია: "საქართველო დაინტერესებულია, რომ სოჭის ოლიმპიადა უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს"

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მან გარანტია მიიღო, რომ საქართველოს დეოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი, რუსეთ-აშშ-ის დიალოგის ნაწილი მუდმივად იქნება.
ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტად მყოფმა ალასანიამ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ჩაკ ჰეიგელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
- მივიღე ყველანაირი გარანტია იმისა, რომ საქართველოს დეოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი მუდმივად იქნება რუსეთ-აშშ-ის დიალოგის ნაწილი, ვიდრე რუსეთის ფედერაცია არ შეეგუება იმას, რომ მან უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. საქართველო დაინტერესებულია, რომ სოჭის ოლიმპიადა ჩატარდეს უსაფრთხო გარემოში. აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც სხვა ჩვენი რეგიონალური პარტნიორები, მიესალმებიან საქართველოს ნაბიჯებს, რომ კოორდინაციაში ვიყოთ კონტრტერორისტულ საკითხებზე რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან - განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის მდივანმა ჰეიგელმა აღნიშნა საქართველოს მიმდინარე წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებში და მადლობა გადაუხადა მინისტრ ალასანიას იმ მსხვერპლისთვის, რომელსაც ქართველი ჯარისკაცები და მათი ოჯახები იღებენ - ნათქვამია შეხვედრის შესახებ პენტაგონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"თავდაცვის მდივანმა ჰეიგელმა შეაქო საქართველოს ძალისხმევა გაიზარდოს სამოქალაქო ზედამხედველობა შეიარაღებულ ძალებზე, რადგან ეს წარმოადგენს თავდაცვის რეფორმის კუთხით დემოკრატიული პროგრესის მკაფიო მაგალითს".
თავდაცვის მდივანმა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის ძალისხმევის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა გამოთქვა და ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით პროგრესისთვის ეფექტურ გზას სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცება წარმოადგენს. ორი ლიდერი შეთანხმდა განაგრძონ აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაფართოვება თავდაცვის სფეროში - აცხადებს პენტაგონი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეხვედრის შესახებ გავრცელებული პრესრელიზი იმის ხაზგასმით იწყება, რომ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ეს საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და მისი ამერიკელი კოლეგის პირველი შეხვედრა იყო პენტაგონში.
- შეხვედრაზე მხარეებმა უწყებებს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი შეთანხმდა, რომ ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დემოკრატიული პროგრესი ხელს შეუწყობს ამ პროცესს - აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი მიესალმა საქართველოს წვლილს ავღანეთის მისიაში და საქართველოს თავდაცვის უწყების მცდელობას, რომ გაძლიერდეს შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლი.











fs22cf3

ავტორი: fs22


კალენდარი
სექტემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი